დროის საიდუმლოს ეკლესია ფლობს. ეს საიდუმლო უბრალოა. ღმერთმა დრო მარადისობისათვის მოსამზადებლად შექმნა. დრო არ არის დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, ის მარადისობის ფონზე მიედინება. დრო - ეს მზადებისა და არჩევნის მდგომარეობაა, გზაჯ...
იხილეთ სრულად
დროის საიდუმლოს ეკლესია ფლობს. ეს საიდუმლო უბრალოა. ღმერთმა დრო მარადისობისათვის მოსამზადებლად შექმნა. დრო არ არის დასაწყისისა და დასასრულის გარეშე, ის მარადისობის ფონზე მიედინება. დრო - ეს მზადებისა და არჩევნის მდგომარეობაა, გზაჯვარედინია, სადაც ადამიანის არსებობის მთავარი საკითხი წყდება, ვისთანაა იგი - ღმერთთან თუ ღმერთის გარეშე? დრო - ეს ცვლილებების, პიროვნების ჩამოყალიბების საშუალებაა, ასევე ღვთისმსგავსების გამოვლენისა ან დაკარგვისა, იმის შეძ...
ვინაითგან მამად ჰხადით ღმერთსა, და იგი არა მოიძულებს ბოროტს მოქმედსა და ელის სინანულსა, და შენ გძულს ნათესავი შენი ძეთაგან ადამისა, ვითარცა იტყვი ძედ ღმრთისად წოდებად და თხოვად მამისა მიმართ ნიჭთა რაისამე, ანუ ძმად ქრისტესა სახელი...
იხილეთ სრულად
ვინაითგან მამად ჰხადით ღმერთსა, და იგი არა მოიძულებს ბოროტს მოქმედსა და ელის სინანულსა, და შენ გძულს ნათესავი შენი ძეთაგან ადამისა, ვითარცა იტყვი ძედ ღმრთისად წოდებად და თხოვად მამისა მიმართ ნიჭთა რაისამე, ანუ ძმად ქრისტესა სახელისდებად, რომელმან შეიყვარა პავლე, განმყვრნელი სამწყსოთა ქრისტესთა? რომელი თვით პავლეცა მიუწერს კორინთელთა პირველსა ებისტოლესა შინა: "ენასაღა თუ კაცთასა და ანგელოსთასა ვიტყოდი, ხოლო სიყვარული არა მაქვნდეს, ვიქმენ მე ვითარც...
იესუ ქრისტემან ართუ მეგობართათვის დადვა სული თვისი, რომელსა არა სადა ჰყავს მოყვასი, არცა სწორი, არამედ - ჩვენ უხმართა მონათათვის. ვინაითგან გვიხილნა უწყალოისა მტერისა მიერ დამონებულნი და დილეგთა გამოუხსნელთა შინა შეწყვდეულნი და არ...
იხილეთ სრულად
იესუ ქრისტემან ართუ მეგობართათვის დადვა სული თვისი, რომელსა არა სადა ჰყავს მოყვასი, არცა სწორი, არამედ - ჩვენ უხმართა მონათათვის. ვინაითგან გვიხილნა უწყალოისა მტერისა მიერ დამონებულნი და დილეგთა გამოუხსნელთა შინა შეწყვდეულნი და არა უულებელს გვყვნაურჩებითა მისითა წარწყმედილნი. სიყვარულითა მით გარდამეტებულნი მომიძია ჩვენ, დამდაბლდა და მსგავს ჩვენდა იქმნა. არამედ არა მსგავს ჩვენდა მოკვდა ჩვენთვის, არამედ ვითარცა ერთი ცოდვილი და შეურაცხი, ჯვარსა დამო...
თუკი თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ გაგაჩნია სიძულვილი, ასეთ გულში აღარ რჩება ადგილი უფლისათვის და ის სიყვარული, რომელსაც გამოვხატავთ სხვა ადამიანების მიმართ, აღარ იქნება ღვთაებრივი მადლით ცხებული. ბევრი თქვენგანი ალბათ იტყვის, ასეთ...
იხილეთ სრულად
თუკი თუნდაც ერთი ადამიანის მიმართ გაგაჩნია სიძულვილი, ასეთ გულში აღარ რჩება ადგილი უფლისათვის და ის სიყვარული, რომელსაც გამოვხატავთ სხვა ადამიანების მიმართ, აღარ იქნება ღვთაებრივი მადლით ცხებული. ბევრი თქვენგანი ალბათ იტყვის, ასეთი სიყვარული მხოლოდ წმიდანებს შეუძლიათო და მართალიც იქნება. მაგრამ თუ ჩვენ ამდენი არ შეგვიძლია, ის ხომ მაინც შეგვიძლია, რომ ვაღიაროთ ჩვენი უძლურება, ვაღიაროთ, რომ მართლაც, ჩვენ გულებში ხშირად იღვიძებს სიძულვილი, რომ ჩვენ ...
დრო - ეს გაელვებათა ჯაჭვია. ყოველი წამი უკან დაუბრუნებელია, ყოველი წამი სამარესთან გვაახლოებს, ყოველ წამს ჩვენი სხეულის ნაწილი კვდება. მაგრამ ისე ვცხოვრობთ, თითქოსდა დროის შეჩერება გვინდა, თითქოსდა შეპყრობა გვსურს გაელვებისა, როგო...
იხილეთ სრულად
დრო - ეს გაელვებათა ჯაჭვია. ყოველი წამი უკან დაუბრუნებელია, ყოველი წამი სამარესთან გვაახლოებს, ყოველ წამს ჩვენი სხეულის ნაწილი კვდება. მაგრამ ისე ვცხოვრობთ, თითქოსდა დროის შეჩერება გვინდა, თითქოსდა შეპყრობა გვსურს გაელვებისა, როგორც ბასრი სამართებლისა. ის კი მიდის ჩვენგან და შეუძლებელია მისი დაბრუნება. ადამიანს დიდი მთის გადადგმა ან მდინარის შემობრუნება შესართავიდან სათავისაკენ გაცილებით იოლად ძალუძს, ვიდრე ერთი წამის დაბრუნება. დრო - ეს გზაა ღმე...
დრო გამუდმებით ანადგურებს თავის თავს. ძველები მას გამოსახავდნენ გველის სახით, რომელიც საკუთარ კუდს ყლაპავს. დრო შეფარდებითი ყოფიერების ატრიბუტია. დროში არ არის წარსული, ის მხოლოდ იგულისხმება. დროში არ არის აწმყო, ეს არის სხივი, რო...
იხილეთ სრულად
დრო გამუდმებით ანადგურებს თავის თავს. ძველები მას გამოსახავდნენ გველის სახით, რომელიც საკუთარ კუდს ყლაპავს. დრო შეფარდებითი ყოფიერების ატრიბუტია. დროში არ არის წარსული, ის მხოლოდ იგულისხმება. დროში არ არის აწმყო, ეს არის სხივი, რომელსაც არც სიგრძე აქვს, არც სიგანე და შეუჩერებლად მისრიალებს უკვე დაკარგული წარსულიდან ჯერ კიდევ არარსებული მომავლისაკენ
მარტო გულწმინდად მიცემული ნუგეში, მარტო გულწმინდად გზად და ხიდადა გადებული სიყვარულია იგი უზენაესი მადლი, რომელიც კაცს აღიყვანს "მაღალსა მას მთასა წმიდასა, სადა ჰგალობენ ანგელოზნი ღვთისა დიდებას".
ვიდრე დრო გვაქვს, ვაკეთოთ სიკეთე. დედამიწაზე ყოველგვარი დანაკარგი შეიძლება ანაზღაურდეს (თუ მთლიანად არა, რამდენიმე მაინც) სხვა რაიმეთი; მაგრამ, როდესაც ვკარგავთ დროს, მაშინ სხვას ვეღარ ვიპოვით.