მოსეს მიერ უფალი იტყვის: "არა მოვიხილო მე ასულთა თქვენთა ზედა ოდეს ისიძვიდენ". სიძვაში რომ მარტო ასული ჰსთქუა და კაცის სახელი არ არის ხსენებული, ამისთვის არის ეს, რომ ერთის ხსენებით ორივე უნდა ვიცნათ: ცოდვისათვის ორსავ სასჯელი მიე...
იხილეთ სრულად
მოსეს მიერ უფალი იტყვის: "არა მოვიხილო მე ასულთა თქვენთა ზედა ოდეს ისიძვიდენ". სიძვაში რომ მარტო ასული ჰსთქუა და კაცის სახელი არ არის ხსენებული, ამისთვის არის ეს, რომ ერთის ხსენებით ორივე უნდა ვიცნათ: ცოდვისათვის ორსავ სასჯელი მიეცემა. პავლე მოციქული ორსავ ერთად მისცემს სასჯელს და იტყვის: "რომელმან განხრწნეს ტაძარი ღვთისა - განხრწნეს იგიცა ღმერთმან." აქ სახელისა დებით არც ქალი უთქვამს და არც კაცი, ისე სწორებით სასჯელს მისცა. მრავლის სახით ჰსჯანს,...
შეუძლია ვინმეს თქვას სამოთხის შესახებ, რა იქნება იქ? სამოთხეზე შეუძლია ილაპრაკოს იმან, რომელმაც სულიწმიდით შეიცნო უფალი და მისი სიყვარული ჩვენს მიმართ. უფალი ისეთი საყვარელია, რომ მისი სიყვარულისაგან სული მხოლოდ მასზე ფიქრობს და ა...
იხილეთ სრულად
შეუძლია ვინმეს თქვას სამოთხის შესახებ, რა იქნება იქ? სამოთხეზე შეუძლია ილაპრაკოს იმან, რომელმაც სულიწმიდით შეიცნო უფალი და მისი სიყვარული ჩვენს მიმართ. უფალი ისეთი საყვარელია, რომ მისი სიყვარულისაგან სული მხოლოდ მასზე ფიქრობს და არ ახსენდება არაფერი სხვა. სულიწმიდის მადლი იმდენად ტკბილია და ისე ცვლის ადამიანს, რომ ივიწყებს იგი თავის მშობლებსაც კი. სულს, რომელმაც სისრულით შეიცნო უფალი და დატკბა იმით, არაფერი სხვა არ უნდა, არაფერს არ ეჯაჭვება დედამ...
"სულსა აქვს სიღრმე ფრიადი", - ეს სიღრმე მდგომარეობს გონებრივ სისპეტაკით სულიერ ხედვათა საიდუმლოებაში, რომელიც აქაცა განწმენდილ მაღალ საზომზე მყოფ დიდ-მამებს ზესთა გრძნობითი მადლი სული წმიდის მოვლენით ენიჭებოდა. - ხედვიდენ ხედვათა ...
იხილეთ სრულად
"სულსა აქვს სიღრმე ფრიადი", - ეს სიღრმე მდგომარეობს გონებრივ სისპეტაკით სულიერ ხედვათა საიდუმლოებაში, რომელიც აქაცა განწმენდილ მაღალ საზომზე მყოფ დიდ-მამებს ზესთა გრძნობითი მადლი სული წმიდის მოვლენით ენიჭებოდა. - ხედვიდენ ხედვათა დიდ საკვირველებათა და ასეთი საკვირველებითი ხედვა და გამოცხადება თანდათანობით ღრმავდება მათ შინაგანში დაუსრულებლად, რაზედაც იგივე მაკარი იტყვის: "სულნი უვნბელნიმარადის საწადელისა მიმართ განუძღომელად მიისწრაფვიან და ესრეთ ...
სახიერი და ზეკეთილი ღმერთი არ დასჯერდა თავისი თავის ჭვრეტას, სიკეთის სიუხვებისა გამო ისურვა ისეთი რამის შექმნა, რაც სამომავლოდ მისი ქველმოქმედებისა და სიკეთის თანაზიარი გახდებოდა. ღმერთს არმყოფობიდან მყოფობაში შემოჰყავს და ქმნის ყ...
იხილეთ სრულად
სახიერი და ზეკეთილი ღმერთი არ დასჯერდა თავისი თავის ჭვრეტას, სიკეთის სიუხვებისა გამო ისურვა ისეთი რამის შექმნა, რაც სამომავლოდ მისი ქველმოქმედებისა და სიკეთის თანაზიარი გახდებოდა. ღმერთს არმყოფობიდან მყოფობაში შემოჰყავს და ქმნის ყოველივეს მოუკლებლივ: ხილულს, არხილულს და ამავე ხილულისა და უხილავისაგან შედგენილ ადამიანს. ქმნის აზრობრივად, მის საქმედ ქცევას აღასრულებს სიტყვა და განასრულებს სული.
link
სამყარო ღმერთივით დაუსაბამო რომ ყოფილიყო, მაშინ რაღაცით მისი თანასწორი იქნებოდა და დამოუკიდებლად იარსებებდა. ამ შემთხვევაში სამყარო თავისი ცვლილებებით, ბოროტებით, ხრწნადობითა და სიკვდილით, ნახევარღმერთად მოგვევლინებოდა. ეს კი საღვ...
იხილეთ სრულად
სამყარო ღმერთივით დაუსაბამო რომ ყოფილიყო, მაშინ რაღაცით მისი თანასწორი იქნებოდა და დამოუკიდებლად იარსებებდა. ამ შემთხვევაში სამყარო თავისი ცვლილებებით, ბოროტებით, ხრწნადობითა და სიკვდილით, ნახევარღმერთად მოგვევლინებოდა. ეს კი საღვთო შეზღუდულობამდე მიგვიყვანდა, ანუ გამოიწვევდა ღმერთის, როგორც შემოუსაზღვრელი არსების შესახებ იდეის დამახინჯებასა და ორღმერთიანობის დაშვებას
ადამიანები ღმერთის მცნებებს რომ იცავდნენ დედამიწაზე სამოთხე იქნებოდა; ყველას ექნებოდა აუცილებელი სამყოფად მცირე შრომით და სულიწმიდა იცხოვრებდა ადამიანების სულებში, რამეთუ იგი თვითონ ეძებს ადამიანის სულებს და სურს ჩვენში ცხოვრება; ...
იხილეთ სრულად
ადამიანები ღმერთის მცნებებს რომ იცავდნენ დედამიწაზე სამოთხე იქნებოდა; ყველას ექნებოდა აუცილებელი სამყოფად მცირე შრომით და სულიწმიდა იცხოვრებდა ადამიანების სულებში, რამეთუ იგი თვითონ ეძებს ადამიანის სულებს და სურს ჩვენში ცხოვრება; თუ არ სახლდება, ისევ ჩვენი გონების სიამაყის გამო.
სულიერი თვალი მაშინ აეხილება ადამიანს, როცა საკუთარი თავის რეალურად შეფასებას იწყებს, როცა დაინახავს იმას, რაც მართლაც აქვს. როგორც კი ადამიანი ამას დაინახავს, აღარ დაბრმავდება თავისი მოჩვენებითი სათნოებებით, არამედ მეზვერესავით ა...
იხილეთ სრულად
სულიერი თვალი მაშინ აეხილება ადამიანს, როცა საკუთარი თავის რეალურად შეფასებას იწყებს, როცა დაინახავს იმას, რაც მართლაც აქვს. როგორც კი ადამიანი ამას დაინახავს, აღარ დაბრმავდება თავისი მოჩვენებითი სათნოებებით, არამედ მეზვერესავით აღეძვრება ძლიერი სინანული.