ყოველი სიბრძნე უფლის შიშია და ყოველ სიბრძნეში კანონის აღსრულებაა.
ბოროტის ცოდნა არ არის სიბრძნე და არც გონიერებაა იქ, სადაც ცოდვილნი ბჭობენ.
არის სიჭკვიანე, რომელიც სისაძალგეა, და არის ბრიყვი, რომელსაც მხოლოდ სიბრძნე ა...
იხილეთ სრულად
ყოველი სიბრძნე უფლის შიშია და ყოველ სიბრძნეში კანონის აღსრულებაა.
ბოროტის ცოდნა არ არის სიბრძნე და არც გონიერებაა იქ, სადაც ცოდვილნი ბჭობენ.
არის სიჭკვიანე, რომელიც სისაძალგეა, და არის ბრიყვი, რომელსაც მხოლოდ სიბრძნე აკლია.
ჭკუანაკლი, მაგრამ ღვთის მოშიში სჯობს დიდად გაბრძნობილს, მაგრამ სჯულის დამრღვევს.
რაღა საფუძვლიანია, მაგრამ უსამართლო სიჭკვიანე, და რაღა მადლის წახდენა განაჩენის გამოტანისას.
არის ცბიერი, მწუხარებით თავჩაქინდრული, მაგრამ შიგნით...
ყოველი სიბრძნე უფლისაგან არის და მასთანაა საუკუნოდ.
ზღვათა ქვიშა, წვიმის წვეთები და დღენი მარადისობისა ვინ აღრიცხოს?
ზეცის სიმაღლეს, მიწის სიფართეს, უფსკრულსა და სიბრძნეს ვინ გამოიკვლევს?
ყოველთა უწინარეს წარმოიშ...
იხილეთ სრულად
ყოველი სიბრძნე უფლისაგან არის და მასთანაა საუკუნოდ.
ზღვათა ქვიშა, წვიმის წვეთები და დღენი მარადისობისა ვინ აღრიცხოს?
ზეცის სიმაღლეს, მიწის სიფართეს, უფსკრულსა და სიბრძნეს ვინ გამოიკვლევს?
ყოველთა უწინარეს წარმოიშვა სიბრძნეების გამჭრიახობა უკუნისიდან.
ძირი სიბრძნისა ვის გამოეცხადა და ხე მისი ვინ შეიცნო?
ერთია ბრძენი, ფრიად საშიში, თავის ტახტმბრძანებელი.
უფალმა თავად შექმნა სიბრძნე, იხილა იგი და მოასხურა იგი თავის ყველა საქმეს.
მყოფობს ყოველ ხორციე...
ჩვენი ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ როდია, რომელიც მრავალი ხერხით შეიძლება მოკლა, არამედ წყვდიადის მთავრობათა და ხელმწიფებათა მიმართ. მათთან იბრძვიან არა ნამცხვრებითა და მარმელადით, არამედ ცრემლისნ ნიაღვრებით, სულის ტკივილით, ვიდრე ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ბრძოლა ადამიანის წინააღმდეგ როდია, რომელიც მრავალი ხერხით შეიძლება მოკლა, არამედ წყვდიადის მთავრობათა და ხელმწიფებათა მიმართ. მათთან იბრძვიან არა ნამცხვრებითა და მარმელადით, არამედ ცრემლისნ ნიაღვრებით, სულის ტკივილით, ვიდრე სიკვდილამდე, უკიდურესი სიმდაბლითა და უდიდესი მოთმინებით, რომ სისხლი გდიოდეს ლოცვაში მომეტებული ღვაწლისაგან, რომ გამოფიტული ეცემოდე და კვირაობით ეგდო მძიმე ავადმყოფივით. და უარს ნუ იტყვი ბრძოლაზე, ვიდრე არ დაამარცხებ და ა...
ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დე, სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უშურველად მიაგებს მას და მიეცემა.
მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ვინაიდან მეეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მი...
იხილეთ სრულად
ხოლო თუ რომელიმე თქვენგანს აკლია სიბრძნე, დე, სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უშურველად მიაგებს მას და მიეცემა.
მაგრამ, დე, სთხოვოს რწმენით, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ვინაიდან მეეჭველი ზღვის ტალღასა ჰგავს, ქარით ღელვილსა და მიმოტაცებულს.
ნუ ეგონება ამნაირ კაცს, თითქოს რაიმეს მიიღებს ღმრთისგან.
ორგული კაცი უმტკიცოა ყველა მისეულ გზაზე.
დე, იქადოდეს დამდაბლებული ძმა თვისი სიმაღლით,
ხოლო მდიდარი - თვისი სიმდაბლით, რადგანაც მინდვრის ყვავილივით გადავა ი...
წარმოიდგინე, რომ ზეთით სავსე ქოთნებმა ერთმანეთს დაუწყონ ბრძოლა იმის თაობაზე, რომელი იქნეს მათგან შენახული და რომელი დამტვრეული. რას იზამს მექოთნე? იგი გადმოასხამს მათგან ზეთს, რომელიც ქოთნებზე უფრო ძვირფასია, ცოტა ხნით დააკვირდება...
იხილეთ სრულად
წარმოიდგინე, რომ ზეთით სავსე ქოთნებმა ერთმანეთს დაუწყონ ბრძოლა იმის თაობაზე, რომელი იქნეს მათგან შენახული და რომელი დამტვრეული. რას იზამს მექოთნე? იგი გადმოასხამს მათგან ზეთს, რომელიც ქოთნებზე უფრო ძვირფასია, ცოტა ხნით დააკვირდება ქოთნების თავშესაქცევ ბრძოლას, ბოლოს კი დაამტვრევს მათ და ახლებს გააკეთებს.
მათ, ვინც არ ფიქრობს ღმერთზე, როგორც სიცოცხლის წყაროზე, უფალი ართმევს მის მიერვე ბოძებულ სიცოცხლესა და სულს და ცარიელ ქოთნებს ტოვებს.
ხედავ რომ თესლი, ჩათესილი მიწაში, მოკვდება (დალპება) და მერმე აღმოცენდება მიწისაგან. ეს მაგალითი ცხადად გაჩვენებს შენ, რომ ეგრევეა სხეული ჩვენი, - თუმცა ის მოკვდება და დაეფლვის, მაგრამ ღვთის ძალით თავის დროზე გაცოცხლდება და შეიმოს...
იხილეთ სრულად
ხედავ რომ თესლი, ჩათესილი მიწაში, მოკვდება (დალპება) და მერმე აღმოცენდება მიწისაგან. ეს მაგალითი ცხადად გაჩვენებს შენ, რომ ეგრევეა სხეული ჩვენი, - თუმცა ის მოკვდება და დაეფლვის, მაგრამ ღვთის ძალით თავის დროზე გაცოცხლდება და შეიმოსავს უკვდავებას.
ცბიერ სულში დიდი სიბრძნე ვერ შეაღწევს და ცოდვებით დამონებულ სხეულში არ დამკვიდრდება, რადგან ცბიერებას სულიწმიდა სიბრძნით განეშორება, უგუნურ ზრახვებს განუდგება და მოწევნული უსამართლობისა შერცხვება (სიბრ. სოლომ. 1, 4-5).
ხრწნადი ნეტარება მის ამაოებას შეადარე, ხორცის სიამოვნება სულიერ სიმძიმეს, რომელიც უცილობლად მოჰყვება მას, დროებითი ნუგეში სულიერ მწუხარებას, რომელსაც აუცილებლად მოგვაყენებს იგი და ყოველივე ამით ვეღარ მოიხიბლები.