სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები

სხვა წყარო - ციტატები, გამონათქვამები სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

შოთა რუსთაველი

რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი, მან სხვა უხმოს მკურნალი და მაჯაშისა შემტყვებარი, მან უამბოს რაცა სჭირდეს სენი, ცეცხლთა მომდებარი: სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი. რა აქიმი დასნეულდეს, რაზომ გინდა საქებარი

link
წმ. ბასილი დიდი
თემა: ღმერთი

სულიწმიდა არის მეუფე კურთხევა-განათლებისა. იგი გონიერი არსია, ძალით უსასრულო, სიდიადით უსაზღვრო არსი, რომლის აღწყვაც შეუძლებელია დროით, საუკუნეებით. სულიწმიდა არის მეუფე კურთხევა-განათლებისა.

link
წმ. ბასილი დიდი

სულიწმიდა მცნობელობის მომნიჭებელია, იგი გონიერი ნათელია, რომელიც ძიებათა ჟამს გარკვეულ სიცხადეს ანიჭებს ყოველ გონიერ ძალას. სულიწმიდა მცნობელობის მომნიჭებელია, იგი

link
თემა: ჯოჯოხეთი

ვაი, ცოდვილნო! თუცა საზარელსა სამყოფსა შინა შთახვალთ, ცად აღსვლა, ანგელოზთა თანა ყოფნა და ღმრთაების ხილვა არღარაოდეს გეღირსებათ და დაწყებულნი სულნი ჯოჯოხეთისა სიმყრალესა, ბნელსა წყვდიადსა, მოუთმენელთა კვამლთა და მყინვართა კბილთა ... იხილეთ სრულად

link
თემა: ჯოჯოხეთი

ერთგზის სასოება მივიდა ჯოჯოხეთისა კართ და კართა დაურეკა უბადრუკთა სულთა გასახარებელად. შინათ გამო ხმა უყო საუკუნომან: აღიხედენ ზე და იხილენ თვალითა შენითა, რა-ძი წერილ არს მაგას კართა ზედაო. ოდესღაც სასოებამან აღიხილნა, იხილნა წერ... იხილეთ სრულად

link
წმ. ბასილი დიდი

სულიწმიდისაკენ ისწრაფის ყველა, ვინც კი კურთხევას საჭიროებს. სულიწმიდა სურს ყველას, ვინც კი სათნოებით ცხოვრობს, ვინც დარწყულებულია მისი ერთგვარი შთაგონებით და იმად შეწევნული, რომ მისთვის დამახასიათებელ და ბუნებრივ დასასრულს მიაღწიო... იხილეთ სრულად

link
წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

სულიწმიდის საღმრთო მადლი ქრისტეს მორწმუნე ყოველ ადამიანს მოენიჭება არა მის მიერ მოქმედებულ რაღაც კეთილ საქმეთა თუ რომელიმე სათნოების გამო. ასე რომ ყოფილიყო, ეს მადლი და ღვთის წყალობა კი არ იქნებოდა, არამედ ოდენ საზღაური, შესრულებუ... იხილეთ სრულად

link
წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

უფლის სულს ქრისტე გვიგზავნის, ამიტომაც არ შეიძლება, რომ იგი ღვთის მტრის, ეშმაკის, უღმერთოს, ანდა კაცთმოძულის გამოგზავნილი იყოს. მისი გამოგზავნა მხოლოდ მეგობარს, ნათესავს, ჩვენს მოყვარულს, მხოლოდ უფალს ჩვენსას იესო ქრისტეს ძალუძს. ... იხილეთ სრულად

link
იოსებ ათონელი (ისიხასტი)

სულიწმიდის მადლი გვევლინება მრავალი სახით და სხვადასხვა გრძნობით გამოიხატება. სულიწმიდა წარმატებული ლოცვისა და სიფხიზლის ხელოვნების მეშვეობით მლოცველს ანიჭებს ცრემლს, სიხარულს, წინათმცნობელობის, წინამძღვრობისა და სამოციქულო ნიჭის ... იხილეთ სრულად

link
თემა: ჯოჯოხეთი

მოვედით და აღრიცხეთ რიცხვათა გულთა თქვენთა წელიწადნი ათნი, და ათსა შეუდგინე სხვა ოცი და ოცსა შესძინე ორმოცდაათი. კვალად გარდაუმატე ასი და შემდგომად მოკლედ დასთვალე: ათი, ოცი, ორმოცდაათი და ასი. ხოლო ჯოჯოხეთსა შინა შესრულისა ტანჯ... იხილეთ სრულად

link

სხვა წყარო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

1