ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ფსალმუნს ყოველთვის ეკავა ცენტრალური და გამორჩეულად მნიშვნელოვანი ადგილი. ეკლესია მასში ხედავს არა მარტო ადამიანური ლოცვის, სინანულის, თაყვანისცემისა და დიდებისმეტყველების საუკეთესო და ყველაზე შესატყვის ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში ფსალმუნს ყოველთვის ეკავა ცენტრალური და გამორჩეულად მნიშვნელოვანი ადგილი. ეკლესია მასში ხედავს არა მარტო ადამიანური ლოცვის, სინანულის, თაყვანისცემისა და დიდებისმეტყველების საუკეთესო და ყველაზე შესატყვის გამოხატულებას, არამედ ქრისტესა და ეკლესიის ნამდვილ "სიტყვიერ ხატს", გამოცხადებას გამოცხადებაში. წმიდა მამები თვლიან, წერილის ერთ-ერთ განმარტებლის სიტყვით, რომ "მხოლოდ ქრისტე და მისი ეკლესია ლოცულობს, ტირის დალაპარაკობს ა...
რა არის ქადაგება და ღმრთის სიტყვას მოძღვარი როგორ უნდა ქადაგებდეს? ღმრთის სიტყვის ქადაგება ორგვარია და ორგვარადვე აღსრულდება. პირველი მისი სახე ისაა, როცა მქადაგებელი მხოლოდ ზოგად აზრებს გამოთქვამს, ისე რომ არავის შეეხება და არც გ...
იხილეთ სრულად
რა არის ქადაგება და ღმრთის სიტყვას მოძღვარი როგორ უნდა ქადაგებდეს? ღმრთის სიტყვის ქადაგება ორგვარია და ორგვარადვე აღსრულდება. პირველი მისი სახე ისაა, როცა მქადაგებელი მხოლოდ ზოგად აზრებს გამოთქვამს, ისე რომ არავის შეეხება და არც განსაკუთრებულ სწავლა-დარიგებას მისცემს ვინმეს. ასე რომ, იგი ყველა მსმენელისათვის ერთი ფასისა იქნება. ამგვარი ქადაგება არავის გაანაწყენებს, მაგრამ არც დიდ სარგებლობას მისცემს ვინმეს და გარეგნულად რაც არ უნდა დიდი მჭევრმეტყ...
ხოლო, უწინარეს ყოვლისა, ძმანო ჩემნო, ნუ იფიცავთ ნურც ცას, ნურც მიწას და ნურც რომელსამე სხვა ფიცს; არამედ თქვენი სიტყვა იყოს: ჰო - ჰო, და არა - არა, რათა არ ჩაცვივდეთ განსაკითხველში.
თ. 5
არავის ძალუძს შექების მოსმენა საკუთარი თავისათვის უვნებელად, წმინდანთა გარდა. რამეთუ, მხოლოდ წმიდანები განჭვრეტენ ადამიანებს და ესმით, თუ საიდან გამომდინარეობს ქების სიტყვები. ზოგჯერ ყველაზე მღვრიე წყალი მზეზე ისევე ელვარებს, როგო...
იხილეთ სრულად
არავის ძალუძს შექების მოსმენა საკუთარი თავისათვის უვნებელად, წმინდანთა გარდა. რამეთუ, მხოლოდ წმიდანები განჭვრეტენ ადამიანებს და ესმით, თუ საიდან გამომდინარეობს ქების სიტყვები. ზოგჯერ ყველაზე მღვრიე წყალი მზეზე ისევე ელვარებს, როგორც გამჭვირვალე. ზოგჯერ ყინულის თხელი ფენის ქვეშ ბლანტი შლამი იმალება. ასევეა მათი სულებიც, ვინც გვაქებს. ამიტომაც წმიდანებს ქება რომ ესმით, აღიქვამენ მას ან როგორც უმეცრებას, ან კიდევ როგორც აშკარა ტყუილს. ბევრად მეტი სუ...
თუკი ქრისტეს მხარეზე ხართ, რასაც გულწრფელად გისურვებთ, მაშინ არა ამქვეყნიური დიდება ეძიეთ, არამედ ის, რომელიც ერთი ღმერთისგანაა. ნუ შეგშურდებათ მათი, ვინც ადამიანურ დიდებას იღებს, შეიცოდეთ ისინი. და როდესაც გაწბილდებიან, საკუთარი ...
იხილეთ სრულად
თუკი ქრისტეს მხარეზე ხართ, რასაც გულწრფელად გისურვებთ, მაშინ არა ამქვეყნიური დიდება ეძიეთ, არამედ ის, რომელიც ერთი ღმერთისგანაა. ნუ შეგშურდებათ მათი, ვინც ადამიანურ დიდებას იღებს, შეიცოდეთ ისინი. და როდესაც გაწბილდებიან, საკუთარი თავი შეებრალებათ და კვლავ გეტყვით თქვენ: შეიბრალეთ ისინი, რადგან თავიანთი სიბეცით მარადიული, დროებითის სანაცვლოდ გასცეს, ღვთიური - ადამიანურის სანაცვლოდ, ჭეშმარიტი - სიცრუის სანაცვლოდ.
ამის (ქების) მიმართ იყავი ყურადღებით და სხვებსაც უთხარი: "გაფრთხილდით, პირში არ შეაქოთ ერთმანეთი, რადგან ქება სრულყოფილთაც კი ვნებს, არა თუ თქვენ, ჯერ კიდევ უძლურთ".
ერთ წმინდანს სამჯერ უთხრა სტუმარმა, რომ კარგად წნავდა თავი...
იხილეთ სრულად
ამის (ქების) მიმართ იყავი ყურადღებით და სხვებსაც უთხარი: "გაფრთხილდით, პირში არ შეაქოთ ერთმანეთი, რადგან ქება სრულყოფილთაც კი ვნებს, არა თუ თქვენ, ჯერ კიდევ უძლურთ".
ერთ წმინდანს სამჯერ უთხრა სტუმარმა, რომ კარგად წნავდა თავის ხელსაქმეს. მესამედ წმინდანმა უპასუხა: "მას შემდეგ, რაც აქ მოხვედი, კაცო, ღმერთი განაგდე ჩემგან".
თუ მკაცრად ადევნებ თვალს საკუთარ თავს, თავს ყველაზე უკანასკნელად ჩათვლი და მაშინ მაქებელნი ვერაფერს დაგვაკლებენ. ადამიანები მხოლოდ გარეგნულს ხედავენ, შინაგანს კი არ იცნობენ, იმათ გარდა, ვინც სულიერად ცხოვრობს.
ესეც რომ ითქვა: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მომკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის.
ყველამ გაიღოს გულის კარნახით, არა მწუხარებითა და ძალდატანებით, რადგან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.
ხოლო ღმერთს ძალ...
იხილეთ სრულად
ესეც რომ ითქვა: ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მომკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის.
ყველამ გაიღოს გულის კარნახით, არა მწუხარებითა და ძალდატანებით, რადგან ღმერთს უყვარს ის, ვინც სიხარულით გასცემს.
ხოლო ღმერთს ძალუძს უხვად მოგაგოთ ყოველგვარი მადლი, რათა ყოველთვის ყველაფერში ყოველივე საკმაოდ გქონდეთ, და ამრიგად, ამრავლოთ ყოველი კეთილი საქმე.
როგორც დაწერილია: გაანიავა, მისცა გლახაკებს; სიმართელე მისი წარუვალია უკუნისამდე.
ხოლო ის, ვინც თესლს ...