მოციქულებმა ნახეს გარდამომავალი იგი (სულიწმიდა) ცეცხლის ენებში, ჩვენ კი ვგრძნობთ მას ჩვენში. იგი ყველაფერ მიწიერზე უფრო ტკბილია. იგი შეიგრძნეს წინასწარმეტყველებმა და ეუბნებოდნენ ხალხს, ხალხიც ისმენდა. წმიდა მოციქულებმა მიიღეს სული...
იხილეთ სრულად
მოციქულებმა ნახეს გარდამომავალი იგი (სულიწმიდა) ცეცხლის ენებში, ჩვენ კი ვგრძნობთ მას ჩვენში. იგი ყველაფერ მიწიერზე უფრო ტკბილია. იგი შეიგრძნეს წინასწარმეტყველებმა და ეუბნებოდნენ ხალხს, ხალხიც ისმენდა. წმიდა მოციქულებმა მიიღეს სულიწმიდა და უქადაგებდნენ ადამიანებს ხსნას; არაფრის არ ეშინოდათ, რამეთუ სული ღვთისა ამტკიცებდა მათ. მოციქულმა ანდრიამ უთხრა იგემონს, რომელიც აშინებდა მას, ემუქრებოდა ჯვარცმით, თუ კვლავ იქადაგებდა, "მე რომ ჯვარცმის მეშინოდეს,...
მოციქული პავლე გვაუწყებს (კოლ. 3, 23), რომ ყოველი საქმე ისე აღვასრულოთ, ვითარცა ღმრთისა. ღმერთს არა მხოლოდ მაშინ ვემსახურებით, როდესაც მაგალითად, ეკლესიაში ვდგავართ და ვლოცულობთ, ან როცა ღმრთის მცნებათა შესაბამისად, რომელიმე ქველ ...
იხილეთ სრულად
მოციქული პავლე გვაუწყებს (კოლ. 3, 23), რომ ყოველი საქმე ისე აღვასრულოთ, ვითარცა ღმრთისა. ღმერთს არა მხოლოდ მაშინ ვემსახურებით, როდესაც მაგალითად, ეკლესიაში ვდგავართ და ვლოცულობთ, ან როცა ღმრთის მცნებათა შესაბამისად, რომელიმე ქველ საქმეს ან სათნოებას აღვასრულებთ, არამედ მაშინაც, როდესაც ჩვენს საკუთარ, სოფლიურ საქმეს ვაკეთებთ, თუკი იგი ღმრთის წინაშე პატიოსნად და ერთგულად იქნება შესრულებული.
რამდენიც არ უნდა ვისწავლოთ, მაინც ვერ შევიცნობთ მას, თუ არ ვიცხოვრებთ მისი მცნებების თანახმად, რამეთუ უფალი შეიმეცნება არა მეცნიერებით, არამედ სულიწმიდით. ბევრი ფილოსოფოსი და მეცნიერი მივიდა იმ რწმენამდე, რომ არის ღმერთი, მაგრამ ღ...
იხილეთ სრულად
რამდენიც არ უნდა ვისწავლოთ, მაინც ვერ შევიცნობთ მას, თუ არ ვიცხოვრებთ მისი მცნებების თანახმად, რამეთუ უფალი შეიმეცნება არა მეცნიერებით, არამედ სულიწმიდით. ბევრი ფილოსოფოსი და მეცნიერი მივიდა იმ რწმენამდე, რომ არის ღმერთი, მაგრამ ღმერთი ვერ შეიცნო. ჩვენ მონაზვნებიც, ვსწავლობთ უფლის კანონებს დღე და ღამე, მაგრამ ყველამ როდი შეიცნო ღმერთი, თუმცა კი სწამს. სხვაა გწამდეს, რომ არის ღმერთი და სხვაა იცნობდე მას, - აი საიდუმლო. არიან სულები, რომელთაც შეიმე...
რადგანაც საღვთო წერილში მეტისმეტად ბევრია სიმბოლურად ნათქვამი სხეულებრივ ღმერთზე, გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენ, ამ ტლანქი ხორცით შემოსილ ადამიანებს, არ შეგვიძლია ჩვენეული ბუნების შესატყვისი სახეების, ხატებისა და სიმბოლოების გამოუყე...
იხილეთ სრულად
რადგანაც საღვთო წერილში მეტისმეტად ბევრია სიმბოლურად ნათქვამი სხეულებრივ ღმერთზე, გვმართებს ვიცოდეთ, რომ ჩვენ, ამ ტლანქი ხორცით შემოსილ ადამიანებს, არ შეგვიძლია ჩვენეული ბუნების შესატყვისი სახეების, ხატებისა და სიმბოლოების გამოუყენებლად შევიცნოთ ან განვმარტოთ ღვთაების უზენაესი, უნივთო და საღვთო ქმედებანი.
რადგან დიდია სიბრძნე უფლისა, ძლიერია მისი მეუფება და ყოველივეს ხედავს.
მისი თვალი მოშიშებს დაჰყურებს და იცის მან ყოველი საქმე კაცისა.
ურჯულოება არავისთვის დაუდგენია მას მცნებად და არც არავისთვის მიუცია უფლება ცოდვის ჩა...
იხილეთ სრულად
რადგან დიდია სიბრძნე უფლისა, ძლიერია მისი მეუფება და ყოველივეს ხედავს.
მისი თვალი მოშიშებს დაჰყურებს და იცის მან ყოველი საქმე კაცისა.
ურჯულოება არავისთვის დაუდგენია მას მცნებად და არც არავისთვის მიუცია უფლება ცოდვის ჩადენისა.
თ. 14-16
რადგან ღმერთი, როგორც თვითგანდიდებული არსება, არ საჭიროებს ადამიანურ შრომას, არამედ ხარობს და უყვარს, როცა მისი სიყვარულისთვის ვეწამებით და ვივნებთ,. ამიტომაც გვაჯილდოვებს, როგორც მოღვაწეებს და უხვად გვიწყალობებს თავის მადლს.
რა არის ღვთისმიერი აზროვნება? ღვთისმიერი აზროვნება არის ჩხრეკის (განსჯის) გარეშე გონებაში მუდმივად პყრობა ერთ-ერთი ამ ჭეშმარიტებათაგანისა: უფლის განკაცება, ჯვარცმა, აღდგომა, ყველგანმყოფობა და ა.შ.
რა არის ღმერთი, ამის ახნსა არ შეგვიძლია. კეთილგონივრულად ვაღიარებთ, რომ ზუსტი შემეცნება არ გაგვაჩნია. ღვთისადმი მიმართებაში ჩვენთვის ყველაზე დიდი ცოდნა ჩვენი უმეცრების აღიარებაა.