მრავალსიტყვაობა სულიერი ძალების უაზრო ფლანგვაა. მრავალმეტყველი ადამიანის ლოცვა უღონო, დაფანტული, მშრალი, მჭკნარი მცენარის მსგავსი ხდება. მრავალმეტყველი ღრმა აზროვნების უნარს კარგავს. არ შეუძლია თავისი აზრის შეჩერება და კონცენტრირე...
იხილეთ სრულად
მრავალსიტყვაობა სულიერი ძალების უაზრო ფლანგვაა. მრავალმეტყველი ადამიანის ლოცვა უღონო, დაფანტული, მშრალი, მჭკნარი მცენარის მსგავსი ხდება. მრავალმეტყველი ღრმა აზროვნების უნარს კარგავს. არ შეუძლია თავისი აზრის შეჩერება და კონცენტრირება ყურადღება მისაქცევ საკითხებზე. იგი ემსგავსება ღორმუცელას, რომელიც საჭმელს დაუღეჭავად ყლაპავს, ზანზალაკივით წკარუნობს, რადგან შიგნიდან ცარიელია, ან სახედრის ტყავგადაკრულ დოლს ჰგავს, რომელიც ბრახაბრუხით ყველაფერს აყრუებ...
ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და პირიქით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟა...
იხილეთ სრულად
ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და პირიქით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ყოველი კაცი მის წინაშე პასუხს აგებს არა მხოლოდ საქმეებისათვის, არამედ სიტყვებისთვისაც.
ღვთის ქმნილებათაგან ერთადერთმა ადამიანმა მიიღო მეტყველების ნიჭი. წმიდა მამები ამით ადამიანში ღვთის „ხატებას“ ხედავენ, იმიტომ, რომ თვით ღმერთი განგვეცხადა ჩვენ, როგორც სიტყვა (იოან. 1, 1). მაგრამ ეს უმაღლესი ნიჭი ამავდროულად უდიდეს...
იხილეთ სრულად
ღვთის ქმნილებათაგან ერთადერთმა ადამიანმა მიიღო მეტყველების ნიჭი. წმიდა მამები ამით ადამიანში ღვთის „ხატებას“ ხედავენ, იმიტომ, რომ თვით ღმერთი განგვეცხადა ჩვენ, როგორც სიტყვა (იოან. 1, 1). მაგრამ ეს უმაღლესი ნიჭი ამავდროულად უდიდეს საფრთხედაც გვევლინება. როდესაც ჭეშმარიტად გამოხატავს ადამიანის არსს, მის თვითგამოხატულებას, ეს ნიჭი სწორედ ამიტომ შეიძლება იქცეს დაცემის, თვითგანადგურების, სიცრუის და ცოდვის მიზეზად. სიტყვა აცხოვნებს და მოაკვდინებს; სიტ...
უშვერობას ნუ მიაჩვევ შენს პირს, რადგანაც მასშია მიზეზი ცოდვისა.
გახსოვდეს დედ-მამა, როცა დიდებულთა შორის ზიხარ, რათა თავი არ დაგავიწყდეს მათ წინაშე და ჩვეულების მიხედვით სისულელე არ ჩაიდინო; მაშინ ინატრებ, რომ არ დაბადებულიყ...
იხილეთ სრულად
უშვერობას ნუ მიაჩვევ შენს პირს, რადგანაც მასშია მიზეზი ცოდვისა.
გახსოვდეს დედ-მამა, როცა დიდებულთა შორის ზიხარ, რათა თავი არ დაგავიწყდეს მათ წინაშე და ჩვეულების მიხედვით სისულელე არ ჩაიდინო; მაშინ ინატრებ, რომ არ დაბადებულიყავი და შენი დაბადების დღეს დაწყევლი.
ლანძღვას მიჩვეული ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე ვერ გამოსწორდება.
თ. 23-24
მაშ, წიგნი თქუენი, რომელ არს ყურანი, არა სარწმუნოდ გიპყრიეს თქუენ, რამეთუ წერილ არს ყურანსა თქუენსა თქუენთვის, ვითარმედ, რაჟამს ჰსცთეთ ქრისტეს სახარებაი ასოს წიგნსა, რომელ მისცა თვისთა მოწაფეთა, მის წიგნისაგან ისწავეთ ესე, ალი მუჰ...
იხილეთ სრულად
მაშ, წიგნი თქუენი, რომელ არს ყურანი, არა სარწმუნოდ გიპყრიეს თქუენ, რამეთუ წერილ არს ყურანსა თქუენსა თქუენთვის, ვითარმედ, რაჟამს ჰსცთეთ ქრისტეს სახარებაი ასოს წიგნსა, რომელ მისცა თვისთა მოწაფეთა, მის წიგნისაგან ისწავეთ ესე, ალი მუჰმადის გულითადმან მოწაფემან დაგიწერა თქუენ, არამედ თქუენ უგულისხმონი და არა იცით წიგნისა და არცა ძალი ღუთისა. რამეთუ მუჰამედ, დაღაცათუ ცეცხლის მსახურებისაგან მოგაქცივნა, არამედ ღმერთსა ვერ შეგამეცნიერათ, მსგავსად ნავდანთქ...
ეკრძალეთ ცრუ წინასწამეტყველთ, რომლებიც მოვლენ თქვენთან ცხვრების სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები.
თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს?
ასევე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყო...
იხილეთ სრულად
ეკრძალეთ ცრუ წინასწამეტყველთ, რომლებიც მოვლენ თქვენთან ცხვრების სამოსით, ხოლო შიგნით არიან მტაცებელი მგლები.
თავიანთი ნაყოფით იცნობთ მათ; განა ეკალზე კრეფენ ყურძენს, ან ნარზე ლეღვს?
ასევე, ყველა ვარგის ხეს ვარგისი ნაყოფი გამოაქვს და ყველა უვარგის ხეს უვარგისი ნაყოფი გამოაქვს.
არ შეუძლია ვარგის ხეს უვარგისი ნაყოფის გამოღება და უვარგის ხეს ვარგისი ნაყოფის გამოღება.
ყოველი ხე, რომელიც არ გამოიღებს ვარგის ნაყოფს, მოიჭრება და ცეცხლს მიეცემა.
ასე რომ, ...
ახლა ისეთი პერიოდია, როცა ძალიან აქტიურად შემოდის სხვადასხვა მოძღვრება უცხოეთიდან. მაგრამ ქართველმა ერმა უნდა დაიანახოს, თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და სასარგებლო და რა არაა სასარგებლო, რა უნდა მივიღოთ და რა არ უნდა მივიღოთ. ქართ...
იხილეთ სრულად
ახლა ისეთი პერიოდია, როცა ძალიან აქტიურად შემოდის სხვადასხვა მოძღვრება უცხოეთიდან. მაგრამ ქართველმა ერმა უნდა დაიანახოს, თუ რა არის ჩვენთვის მისაღები და სასარგებლო და რა არაა სასარგებლო, რა უნდა მივიღოთ და რა არ უნდა მივიღოთ. ქართველმა კაცმა უნდა გაარჩიოს თეთრი და შავი, ანუ რომელია ის გზა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ჯოჯოხეთში და რომელია გზა სასუფევლისკენ. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ სასუფეველიცა და ჯოჯოხეთიც აქ, დედამიწაზე იწყება.
ჩვენ ხუმრობის გულთბილობად გასაღებისკენ ვართ მიდრეკილნი, მაგრამ არც ერთ ოხუნჯს არ უყვარს, როცა მასზე იცინიან. სიტყვა „მასხარა“ ეშმაკის სინონიმია. ჭეშმარიტად ასეა! ეშმაკი თავს იქცევს, როცა კაცობირობას ეთამაშება, მის დაღუპვას დასცინი...
იხილეთ სრულად
ჩვენ ხუმრობის გულთბილობად გასაღებისკენ ვართ მიდრეკილნი, მაგრამ არც ერთ ოხუნჯს არ უყვარს, როცა მასზე იცინიან. სიტყვა „მასხარა“ ეშმაკის სინონიმია. ჭეშმარიტად ასეა! ეშმაკი თავს იქცევს, როცა კაცობირობას ეთამაშება, მის დაღუპვას დასცინის. ამიტომაც ხუმრობას მიჩეული ადამიანი დემონს ბაძავს. როგორც ფანტასტი ქმნის ერთგვარ ილუზორულ „რეალობას“, ასევე აგებს ოხუნჯი სიმახინჯეების მუზეუმს, რომელშიც დამთვალიერებლებს ეპატიჟება.