წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები
წმ. მაქსიმე აღმსარებელი - ციტატები, გამონათქვამები წმ. მაქსიმე აღმსარებელი | გამონათქვამები
4. მცნებათა დანიშნულებაა, საგნებზე ფიქრი უმწიკვლო გახადოს, კითხვისა და შემეცნებისა კი - გონება არანივთიერად და არამიწიერად აქციოს. ამის შედეგად ლოცვა გონებაგაუფანტავი ხდება.
86. როცა გონება სავსებით განიწმინდება ვნებათაგან, მაშინ ის დაუბრკოლებლად მიიწევს ჭეშმარიტების განჭვრეტისაკენ, მისი მიზანია, შეიცნოს წმინდა სამება.
62. პატივმოყვარეობა ფარული ღვაწლით აღიკვეთება, ამპარტავნობა კი ჯეროვნად აღსრულებული საქმეების ღვთისადმი მიწერით.
61. ღვთის შემეცნების ღირსქმნილსა და ჭეშმარიტად მის სიტკბოს ზიარებულს, სძულს ყოველგვარი სიამე, რომელიც გულისთქმის ძალისაგან წარმოიქმნება.
59. როცა სულს ყველა უწმინდური ვნება დაეუფლება, მისგან პატივმოყვარეობის გულისთქმას განდევნის, ხოლო გამარჯვების შემთხვევაში მას სულში შესვლის საშუალებას აძლევს.