მოიძებნა 80 ჩანაწერი
ვეფხისტყაოსანი - ციტატები, ამონარიდები
თემა: სიყვარული - მიჯნურობა
მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი; მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი, ნუვინ გარევთ ერთმანეთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?
link
თემა: მოთმინება
იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა
link
თემა: სიყვარული - მიჯნურობა
ხამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს, არსით აჩნდეს არასადა იფერებდეს, მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს, მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს
link
თემა: მოწყალება
მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა, რგულია; უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინ ორგულია; სმა-ჭამა - დიდად შესარგი დება რა სავარგულია?! რასაცა გასცემ, შენია; რაც არა დაკარგულია!
link