მოიძებნა 80 ჩანაწერი
ვეფხისტყაოსანი - ციტატები, ამონარიდები
თემა: მოწყალება
ვარდთა და ნეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების, დიდთა და წვრილთა წყალობა შენმცა ნუ მოგეწყინების! უხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინ ებით. უხვად გასცემდი, ზღვათაცა, შესდის და გაედინების.
link
თემა: ღვთის იმედი
განგებაა, სწორად მოჰკლავს, ერთი იყოს, თუნდა ასი; მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი
link
თემა: წუთისოფლის ამაოება
მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან, იშვებენ, მაგრა უმუხთლონ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან. ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი - შე-ღარჩებიან
link