ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
ოჯახი ღვთის დადგენილი კურთხეული საიდუმლოა, მცირე სახელმწიფოა თავისი კანონებით, უფლებებით, კულტურით, განათლებითა და მსოფლმხედველობით. მეტად მნიშვნელოვანია დამოკიდებულება მეუღლეთა შორის, მშობლებსა და ბავშვებს შორის.
ქმარი თავია ოჯახისა, შეურყეველი ავტორიტეტი, იმედი და საყრდენი როგორც ცოლის, ისე შვილებისათვის. "ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს... ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს" (ეფესელთა V,25,28), - წერს პავლე მოციქული.
ქალი უპირველეს ყოვლისა დედაა, ევაა - ცხოვრებაა, სიცოცხლის მიმნიჭებელია ახალი ადამიანისათვის. რაოდენ დიდი სითბოს, სინათლისა და მყუდროების შეტანა შეუძლია სახლში ქმრის დამჯერ, ერთგულ და სათნო მეუღლეს. "დედაკაცი მჴნე ვინმე პოოს... უპატიოსნეს არს ანთრაკთა მრავალ-სასყიდლისათა ეგევითარი იგი" (იგავნი 31,10), - გვასწავლის მეფე სოლომონი.
დღეს ქალი მრავალმხრივადაა დატვირთული. ქალები მუშაობენ ფაბრიკებსა და ქარხნებში, სამეცნიერო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში; უკავიათ საპასუხისმგებლო თანამდებობები...
რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათი უპირველესი მოვალეობა მაინც ოჯახზე ზრუნვა და ფიქრია. შვილების კარგად აღზრდა ყველაზე დიდი ღვაწლია ერის წინაშე. ამ საქმეში კი დედის ადგილს სხვა ვერ დაიჭერს, რადგანაც მშობლის ინტუიციას, სითბოსა და სიყვარულს ვერავინ შეცვლის.
ოდნავადაც ნუ იდარდებთ. ყველაფერი გაივლის და ქარიშხალი დაცხრება. სასოწარკვეთილება ნუ მოგიცავთ; ღვთისა და ღვთისმშობლის იმედი გქონდეთ.
თემა: განსაცდელები, სასოწარკვეთილება, უიმედობა, ღვთის იმედიავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
ძველქართული დამწერლობის ცოდნა ყოველი ქართველის ვალია. იგი ფარად და მახვილად ეპყრა მოციქულთა სწორ წმიდა ნინოს, რომელმაც ქართველი ერი საბოლოოდ აზიარა ქრისტეს რწმენას. ძველქართულ ენაზე მეტყველებდნენ ქართველი წმიდანები; ღირსნი მამანი და დედანი, რომელთა ღვაწლი განუზომელია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოსთვის, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ნათელყოფაში.
განა ამპარტავნებისა და ჯანყის გამო არ განიდევნენ ღვთისგან ლუციფერი და ადამი? ხოლო ღვთისმშობლის სიმდაბლემ: „აჰა მხევალი უფლისა; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!“ (ლუკ. 1, 38) და ქალწულისგან შეურევნელად შობილმა ღვთის ძემ, რომელმაც აღასრულა და გვასწავლა უკიდურესი მორჩილება, არ აცხონა ადამი? უფალმა თქვა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი" (მათ. 11, 29).
თემა: მორჩილება, ამპარტავნება, ქედმაღლობა, თავმდაბლობა, ადამი და ევა, ღმრთისმშობელიავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
ჩვენი მამული ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიაა, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჯერ კიდევ I საუკუნეში ანდრია მოციქულის მიერ ეზიარა. "ქართლის ცხოვრებაში" ვკითხულობთ: "მოვიდა ანდრია ტრაპიზონსა, სოფელსა მეგრელთასა".
თემა: სამშობლო, პატრიოტიზმი, საქართველოავტორი: ილია II
წყარო: ეპისტოლენი, ქადაგებანი, სიტყვანი (ნაწილი III)