ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

ოჯახი ღვთის დადგენილი კურთხეული საიდუმლოა, მცირე სახელმწიფოა თავისი კანონებით, უფლებებით, კულტურით, განათლებითა და მსოფლმხედველობით. მეტად მნიშვნელოვანია დამოკიდებულება მეუღლეთა შორის, მშობლებსა და ბავშვებს შორის.
ქმარი თავია ოჯახისა, შეურყეველი ავტორიტეტი, იმედი და საყრდენი როგორც ცოლის, ისე შვილებისათვის. "ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს... ესრეთ ჯერ-არს ქმართა ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი, თავი თჳსი უყუარს" (ეფესელთა V,25,28), - წერს პავლე მოციქული.
ქალი უპირველეს ყოვლისა დედაა, ევაა - ცხოვრებაა, სიცოცხლის მიმნიჭებელია ახალი ადამიანისათვის. რაოდენ დიდი სითბოს, სინათლისა და მყუდროების შეტანა შეუძლია სახლში ქმრის დამჯერ, ერთგულ და სათნო მეუღლეს. "დედაკაცი მჴნე ვინმე პოოს... უპატიოსნეს არს ანთრაკთა მრავალ-სასყიდლისათა ეგევითარი იგი" (იგავნი 31,10), - გვასწავლის მეფე სოლომონი.
დღეს ქალი მრავალმხრივადაა დატვირთული. ქალები მუშაობენ ფაბრიკებსა და ქარხნებში, სამეცნიერო დაწესებულებებსა და სხვადასხვა ორგანიზაციებში; უკავიათ საპასუხისმგებლო თანამდებობები...
რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ, რომ მათი უპირველესი მოვალეობა მაინც ოჯახზე ზრუნვა და ფიქრია. შვილების კარგად აღზრდა ყველაზე დიდი ღვაწლია ერის წინაშე. ამ საქმეში კი დედის ადგილს სხვა ვერ დაიჭერს, რადგანაც მშობლის ინტუიციას, სითბოსა და სიყვარულს ვერავინ შეცვლის. ოჯახი ღვთის დადგენილი კურთხეული საიდუმლოა

image
image თემა: ცოლი,  ქმარი,  ქალი,  ოჯახი
ავტორი: ილია II

მე თუ რამე ცუდ თვისებას, ან საქციელს აღმოვაჩენ ხოლმე ჩემ შვილში, მერე რომ დავფიქრდები, ჩემშიც ვპოულობ ხოლმე ამას. გამოდის, რომ ჩემგან - მშობლისგან სწავლობს მე თუ რამე ცუდ თვისებას, ან საქციელს

ოდნავადაც ნუ იდარდებთ. ყველაფერი გაივლის და ქარიშხალი დაცხრება. სასოწარკვეთილება ნუ მოგიცავთ; ღვთისა და ღვთისმშობლის იმედი გქონდეთ. ოდნავადაც ნუ იდარდებთ. ყველაფერი გაივლის და

ძველქართული დამწერლობის ცოდნა ყოველი ქართველის ვალია. იგი ფარად და მახვილად ეპყრა მოციქულთა სწორ წმიდა ნინოს, რომელმაც ქართველი ერი საბოლოოდ აზიარა ქრისტეს რწმენას. ძველქართულ ენაზე მეტყველებდნენ ქართველი წმიდანები; ღირსნი მამანი და დედანი, რომელთა ღვაწლი განუზომელია ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოსთვის, მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის ნათელყოფაში. ძველქართული დამწერლობის ცოდნა ყოველი

image
image თემა: ქართული ენა
ავტორი: ილია II

შვილების კარგად აღზრდა ყველაზე დიდი ღვაწლია ერის წინაშე. ამ საქმეში კი დედის ადგილს სხვა ვერ დაიჭერს, რადგანაც მშობლის ინტუიციას, სითბოსა და სიყვარულს ვერავინ შეცვლის. შვილების კარგად აღზრდა ყველაზე დიდი ღვაწლია

image
image თემა: აღზრდა,  დედა
ავტორი: ილია II

განა ამპარტავნებისა და ჯანყის გამო არ განიდევნენ ღვთისგან ლუციფერი და ადამი? ხოლო ღვთისმშობლის სიმდაბლემ: „აჰა მხევალი უფლისა; მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა!“ (ლუკ. 1, 38) და ქალწულისგან შეურევნელად შობილმა ღვთის ძემ, რომელმაც აღასრულა და გვასწავლა უკიდურესი მორჩილება, არ აცხონა ადამი? უფალმა თქვა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი" (მათ. 11, 29). განა ამპარტავნებისა და ჯანყის გამო არ

ჩვენი მამული ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიაა, რომელიც ჭეშმარიტ სარწმუნოებას ჯერ კიდევ I საუკუნეში ანდრია მოციქულის მიერ ეზიარა. "ქართლის ცხოვრებაში" ვკითხულობთ: "მოვიდა ანდრია ტრაპიზონსა, სოფელსა მეგრელთასა". ჩვენი მამული ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიაა

მასწავლებლებო! არ გააკრიტიკოთ და პატივი ეცით ბავშვს არასოდეს დააბეზღოთ ბავშვი მშობელთან ბავშვი მშობლის თვალში აამაღლეთ დაეხმარეთ ბავშვს და გვერდით დაუდექით შეამკეთ ბავშვი! მასწავლებლებო! არ გააკრიტიკოთ და პატივი ეცით

image
image თემა: სკოლა
ავტორი: შალვა ამონაშვილი
წყარო: Wisdomge

ქვეყანა, რომელიც უფლისა და ღვთისმშობლის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა და რომელმაც 2000 წლის მანძილზე რწმენისთვის თავგანწირვის მრავალი მაგალითი აჩვენა, ქრისტიანობისთვის მებრძოლ სულს კვლავაც შეინარჩუნებს და ცხონების გზას, ათას ქარტეხილთა მიუხედავად, არ დატოვებს. ქვეყანა, რომელიც უფლისა და ღვთისმშობლის

სიმკაცრე მშობელმა უნდა შეცვალოს სამართლიანობით. თუ ბავშვმა სამართლიანობა ვერ დაინახა, აღზრდას მშობლისგან ვერ მიიღებს. ვერანაირი დასჯა, თუ სამართლიანად არ მიიღო ბავშვმა, აღზრდას ვერ შეასრულებს სიმკაცრე მშობელმა უნდა შეცვალოს

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3