ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები, მართლმადიდებლური მწერლობა

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები, მართლმადიდებლური მწერლობა ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ზოგიერთი ფილოსოფოსი გამოთქვამს მცდარ აზრს, თითქოს, ახალი თაობა ძველის მიმართ ყოველთვის ქვეცნობიერი სიძულვილითაა განმსჭვალული. ეს ასე არ არის. ახალგაზრდის ფსიქოლოგია მყიფეა, სინდისი - თავანკარა წყაროსავით სუფთა; უყვარს სიმართლე, ეძიებს ჭეშმარიტებას, ესწრაფვის იდეალს, აღვსილია ენერგიით და მზადაა ბოროტებასთან საბრძოლველად; მაგრამ, როცა მშობლებში, პედაგოგებში და საერთოდ მათში, ვინც წვრთნიდა და არიგებდა, იდეალს ვერ იპოვის, ღიზიანდება, დრტვინავს და სიმკაცრეს იჩენს. იგი მოუმზადებელია ცხოვრებისათვის, ვერ ითვალისწინებს იმ დაბრკოლებებს, რაც ჩვეულებრივია მიწიერი ყოფისა და ადამიანთა ურთიერთობისათვის. ყოველივე ეს იწვევს უიმედობას, გულგატეხილობას... და ჩნდება ნაპრალი თაობათა შორის. ზოგიერთი ფილოსოფოსი გამოთქვამს მცდარ აზრს

ცოდვილის უიმედობა სრულიად გაუმართლებელია. განა შესაძლებელია, რომ ოდესმე ერთმა მუჭა ქვიშამ ზღვა დაფაროს? ცოდვილის უიმედობა სრულიად გაუმართლებელია.

შვილო, ოდნავაც ნუ მოგიცავს უიმედობა. ყოველი განსაცდელი, რომელიც თავს გვატყდება და გვაფორიაქებს, სასარგებლო წამალია. შვილო, ოდნავაც ნუ მოგიცავს უიმედობა. ყოველი

ზოგჯერ მოუთმენლობა, სასოწარკვეთა და უიმედობა ადამიანს ღვთის მადლს აკარგვინებს, ის კი ამას შეცდომით თავისი ტვირთის სიმძიმეს მიაწერს. ხოლო სიმხნევეს, თავგანწირვას, ვაჟკაცობასა და უფლისადმი რწმენას ღვთის მადლი მოაქვს. გისურვებ, ღმერთმა სულის ძარღვი განგიმტკიცოს, რომ ახალი ძალით იბრძოლო. ზოგჯერ მოუთმენლობა, სასოწარკვეთა და უიმედობა

ლოცვა განაგდებს სასოწარკვეთილებას, უიმედობას, უდებებას, მცონარებას და განახლებულ სურვილსა და სწრაფვას შობს ახალი ღვაწლისთვის. ლოცვა განაგდებს სასოწარკვეთილებას, უიმედობას

უიმედობა არასოდეს არ არის ღვთისგან, ყოველთვის ბოროტისგანაა და როცა სასოწარკვეთილება გვიახლოვდება, უნდა ვთქვათ: „ეს ეშმაკისგანაა“. უიმედობა არასოდეს არ არის ღვთისგან, ყოველთვის

აღსარებისას ნათქვამი ყველაფერი შეგენდობა. სატანამ შენი ხასიათი გაიგო და სერიოზული მიზეზის გარეშე გტანჯავს. რასაც მწერ, მტანჯველი გულისსიტყვები, ეშმაკის ხელოვნებაა, რომ უიმედობა და მწუხარება მოგიტანოს. დაივიწყე ყველაფერი, რაც მოხდა და ცხოვრების ახალი გეზი დასახე. აღსარებისას ნათქვამი ყველაფერი შეგენდობა.

ამიტომ უშვებს ღმერთი ჩვენზე სხვადასხვა ტკივილს, ზოგჯერ უიმედობამდეც კი, ჩვენც რომ გვქონდეს წილი საუკუნო განსვენებაში. ამიტომ უშვებს ღმერთი ჩვენზე სხვადასხვა

ბუნებრივია, ეშმაკი ბრძოლას არ დათმობს. იარაღი მასაც აქვს. როგორი? მაგალითად, ასეთი – ჩაგვჩურჩულებს: „ვერაფერს გახდები, მაინც ძირს დაგცემ. ნუთუ შენი ვნების, შენი უძლურების სიდიდეს ვერ ხედავ? ასე იოლად ვერ დამამარცხებ და უკანაც არ დავიხევ. დღემდე განა რა გაგიკეთებია? არაფერი! არც ახლა დაგაცდი. ყოველი შენი მცდელობა ამაოა. მე უძლეველი ვარ. ვერ ხედავ, რამხელა ვარ?“ და მაშინვე მოაქვს ბილწი, განსაკუთრებით ძლიერი ხორციელი ტკბობის წარმოსახვები. მორიელივით კუდაწეული გამოჩნდება და მებრძოლს აფიქრებინებს, რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელია, რომ ისღა დარჩენია, ხელები ასწიოს და დანებდეს!
ცრუ და მზაკვარი მტერი მრავალ ასეთ სურათს წარმოგვიდგენს. მოდით, მისი მახეების სიყალბე ვამხილოთ და მისი ჟანგიანი იარაღი სააშკარაოზე გამოვიტანოთ. ყოვლადძლიერი ღმერთის მხედარს, რომელსაც ღვთის უძლეველობის სწამს და შეიგრძნობს მას, მამაცად აღუმართავს შემაძრწუნებელი ჯვრის დროშა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებს. მისი იარაღი ეშმაკთა შემმუსვრელი იესოს სახელია, რომლის განუწყვეტელი და ხმამაღალი მოხმობით გზას უღობავს მაცდურს და ვერაგული თავდასხმის საშუალებას არ აძლევს. თან გამუდმებით ფიქრობს სიკვდილზე, სამსჯავროზე, ჯოჯოხეთზე, სამოთხის შვებასა და იესოსთან საუკუნო დიდებაზე, წმინდანთა მამაცობაზე... და ეს ყველაფერი, როგორც საბრძოლო იარაღი, მის ლოცვას ძალას მატებს.
მაშინ განიდევნება უიმედობა, უდებება, ქედმაღლობა და ბიწიერება. მოშურნეობა აღანთებს მეომარს, სატანა კი უკან იხევს და საპნის ბუშტივით სკდება. ბუნებრივია, ეშმაკი ბრძოლას არ დათმობს. იარაღი

დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი და ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სული და გული ანთებული სანთლით სულიერად უნდა წარემართოს წმინდა მიწისკენ, რათა, ქალდეველ მოგვთა და ბეთლემში მყოფ მწყემსებთან ერთად, ანგელოზთა გუნდს შევუერთოთ ჩვენი ხმაც და სიხარულით აღმოვთქვათ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

3