სთხოვე უფალს, შეუნდოს სხვებს. სთხოვე ისე, როგორც საკუთარი ცოდვებისაგან თავდაღწევას იხვეწები, მაშინ, როცა წუხილისაგან გულგამოჭმული და სულშეკრული იძულებული ხარ, გულისტკივილით, სიმდაბლითა და ცრემლით ემუდარო ღმერთს ცოდვების მიტევება. ...
იხილეთ სრულად
სთხოვე უფალს, შეუნდოს სხვებს. სთხოვე ისე, როგორც საკუთარი ცოდვებისაგან თავდაღწევას იხვეწები, მაშინ, როცა წუხილისაგან გულგამოჭმული და სულშეკრული იძულებული ხარ, გულისტკივილით, სიმდაბლითა და ცრემლით ემუდარო ღმერთს ცოდვების მიტევება. ზუსტად ისე ითხოვე სხვების ცხონება, როგორც საკუთარს ითხოვ. და თუ შეძლებ ამას და მერე ასე ლოცვას ჩვევადაც დაიდებ, აგავსებს უფალი სულიერი ფუფუნებით, სული წმინდის ნიჭებით, რადგან მას უყვარს ის სული, რომელსაც სხვების ცხონებაც...
ღვთის წმინდანები ახლობლები არიან მორწმუნეთათვის და ყველაზე გულწრფელი და კეთილი მეგობრების მსგავსად მზად არიან შეეწიონ მორწმუნესა და ღვთისმსახურს, როცა იგი სარწმუნოებითა და სიყვარულით ითხოვს შველას. ამ დროებით სოფელშიაც გვყავს გულშ...
იხილეთ სრულად
ღვთის წმინდანები ახლობლები არიან მორწმუნეთათვის და ყველაზე გულწრფელი და კეთილი მეგობრების მსგავსად მზად არიან შეეწიონ მორწმუნესა და ღვთისმსახურს, როცა იგი სარწმუნოებითა და სიყვარულით ითხოვს შველას. ამ დროებით სოფელშიაც გვყავს გულშემატკივრები, მაგრამ სანამ მათ ხმას მივაწვდენთ და სანამ ისინი რამეს შეიძლებდნენ, ხშირად კარგა ხანი გადის. სულიერი მეოხების მოსახმობად არც ვინმეს გაგზავნაა საჭირო, და არც ლოდინი: იწყებს თუ არა მორწმუნე ლოცვას, ისინი მაშინვ...
არავინ იფიქროს, ცოდვა უმნიშვნელო რამ იყოს; ცოდვა - საშინელი ბოროტებაა და სულს აუფასურებს, აქავ და იმავ სოფლისათვისაც. მარადიულ სოფელში ცოდვილს ხელ-ფეხი ეკვრება (სულს ვგულისმობ) და ისე ეშვება წყვდიადის უფსკრულში, როგორც წმინდა წერი...
იხილეთ სრულად
არავინ იფიქროს, ცოდვა უმნიშვნელო რამ იყოს; ცოდვა - საშინელი ბოროტებაა და სულს აუფასურებს, აქავ და იმავ სოფლისათვისაც. მარადიულ სოფელში ცოდვილს ხელ-ფეხი ეკვრება (სულს ვგულისმობ) და ისე ეშვება წყვდიადის უფსკრულში, როგორც წმინდა წერილი ბრძანებს (იგ.5.22) ეს იმას ნიშნავს, რომ მას სრულიად ერთმევა სულიერი ძალები, არადა, სულს, თავისუფალი მოქმედებისათვის დაბადებულს, საშინელი უღონოებისა და გამანადგურებელი უმოქმედობის დათმენა უწევს, არანაირი სიკეთის უნარი...
მე ადამიანი ვარ და ჩემშიც კი განუწყვეტლივ მოქმედებს ღვთის მოწყალება, ჭეშმარიტება და სიმართლე მისი. ღმერთი ხან მწყალობს და მანუგეშებს, ხანაც მსჯის, წუხილით მავსებს სულის იმ შინაგანი მოძრაობების გამო, რაც შეუთავსებელია მასთან. მაგრა...
იხილეთ სრულად
მე ადამიანი ვარ და ჩემშიც კი განუწყვეტლივ მოქმედებს ღვთის მოწყალება, ჭეშმარიტება და სიმართლე მისი. ღმერთი ხან მწყალობს და მანუგეშებს, ხანაც მსჯის, წუხილით მავსებს სულის იმ შინაგანი მოძრაობების გამო, რაც შეუთავსებელია მასთან. მაგრამ ჩემნაირი ადამიანებით გადავსებულია ეს სოფელი. გამოდის რომ, ღმერთი მათაც, ისევე, როგორც მე, ავსებს ხოლმე თავისი წყალობით, სიმართლითა და ჭეშმარიტებით, იგია, "... რომელი შეიქმს ყოველსა ყოველთა შორის" (1 კორ. 12,6)
link
ხშირად ხდება ისე, რომ სხვებისგან გვესმის, ან ვკითხულობთ ისეთ მოსაზრებას, რაც ჩვენ რომ გვკითხონ, ჩვენი საკუთერი აზრია მხოლოდ, ძვირფასია ჩვენთვის და მიგვაჩნია, რომ ამის ცოდნა ღმერთმა მხოლოდ ჩვენ გაგვიხსნა და სამყაროსათვის ეს დიდი სი...
იხილეთ სრულად
ხშირად ხდება ისე, რომ სხვებისგან გვესმის, ან ვკითხულობთ ისეთ მოსაზრებას, რაც ჩვენ რომ გვკითხონ, ჩვენი საკუთერი აზრია მხოლოდ, ძვირფასია ჩვენთვის და მიგვაჩნია, რომ ამის ცოდნა ღმერთმა მხოლოდ ჩვენ გაგვიხსნა და სამყაროსათვის ეს დიდი სიახლეა, უფრო მეტიც: გვგონია, რომ მიითვისეს ჩვენი, საკუთვრივ ჩვენი აზრი. ასეთი წარმოდგენები ერთობ ამპარტავნულია! კი მაგრამ, როგორ? განა არაა ღმერთი მხოლოი მარტოი, ღმერთი გონებითა, განა მისი ერთი მხოლოი სული არაა ყველაში, ვ...
დააკვირდი საკუთარ თავს, საკუთარ ვნებებს განსაკუთრებით შინაურ ყოფაში, სადაც ისინი, როგორც თხუნელები სოროში, უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. სახლის გარეთ ჩვენი "შინაური ვნებები" სხვა ვნებებს ეფარებიან, რომ უფრო კეთილსახოვნად გამოიყურებოდნე...
იხილეთ სრულად
დააკვირდი საკუთარ თავს, საკუთარ ვნებებს განსაკუთრებით შინაურ ყოფაში, სადაც ისინი, როგორც თხუნელები სოროში, უსაფრთხოდ გრძნობენ თავს. სახლის გარეთ ჩვენი "შინაური ვნებები" სხვა ვნებებს ეფარებიან, რომ უფრო კეთილსახოვნად გამოიყურებოდნენ, მაშინ როცა შინ ძალა არ შეგვწევს ამ შავი თხუნელების გაძევებისა, რომლებიც ძირს უთხრიან ჩვენი სულის მთლიანობას.
link
ღვთისმსახურისა და ღვთისმოშიშის გულს უხილავი, სულიერი ერთობა აქვს ღმერთთან. როგორც მამა და მკაცრი მრჩეველი, უფალი ხან გვიწონებს და ხანაც გვიწუნებს აზრებს, სურვილებსა და განზრახვებს. ხან ამბობს: ეს კარგიაო და ხანაც ეს ცუდიაო. კეთილი...
იხილეთ სრულად
ღვთისმსახურისა და ღვთისმოშიშის გულს უხილავი, სულიერი ერთობა აქვს ღმერთთან. როგორც მამა და მკაცრი მრჩეველი, უფალი ხან გვიწონებს და ხანაც გვიწუნებს აზრებს, სურვილებსა და განზრახვებს. ხან ამბობს: ეს კარგიაო და ხანაც ეს ცუდიაო. კეთილისათვის გვაჯილდოვებს, ბოროტისათვის გვსჯის. და ეს ყველაფერი აკი სრულიად ნათEლია აქვე მიწაზე.
ადამიანო, მიწიერ ცხოვრებაზე ოცნებით შეპყრობილო, აზრიც რომ არ გიჩნდება ზეციურ სოფელზე! დაფიქრდი, რაა შენი დროებითი, მიწიერი ყოფა? მუდმივი შეშის კეთება (საჭმელს ვგულისხმობ) იმისთვის, რომ არ ჩაქრეს ჩვენი წარმავალი ცხოვრების ცეცხლი და...
იხილეთ სრულად
ადამიანო, მიწიერ ცხოვრებაზე ოცნებით შეპყრობილო, აზრიც რომ არ გიჩნდება ზეციურ სოფელზე! დაფიქრდი, რაა შენი დროებითი, მიწიერი ყოფა? მუდმივი შეშის კეთება (საჭმელს ვგულისხმობ) იმისთვის, რომ არ ჩაქრეს ჩვენი წარმავალი ცხოვრების ცეცხლი და არ დაიშრიტოს ჩვენი მოკვდავი გვამის სიცოცხლე, გამოკვებოს სხეული სხვა ცოცხალი ქმნილებებით, რომელთაც ჩვენს გამო ერთმევათ არსებობა. მართლაცდა, რა უბადრუკი ქსელივითაა დახლართული შენი სიცოცხლე, ადამიანო: ყოველდღე ორჯერ შეგაქვ...
დაიწყე ათი მცნების შესრულება. მცირედიდან დაიწყე და დიდი მცნების აღსრულებასაც შეძლებ: პატარას ყოველთვის დიდთან მიჰყავს კაცი. დაიწყე თუნდაც მარხვა ოთხშაბათსა და პარასკევს, ან მეათე, უარყოფით აზრებსა და სურვილებს რომ ეხება და ყველა მ...
იხილეთ სრულად
დაიწყე ათი მცნების შესრულება. მცირედიდან დაიწყე და დიდი მცნების აღსრულებასაც შეძლებ: პატარას ყოველთვის დიდთან მიჰყავს კაცი. დაიწყე თუნდაც მარხვა ოთხშაბათსა და პარასკევს, ან მეათე, უარყოფით აზრებსა და სურვილებს რომ ეხება და ყველა მცნების დაცვას შეძლებ. მაგრამ ვინც ცრუა მცირედზე, დიდშიაც გამტყუნდება.
ჭეშმარიტებაა საფუძველი ყველა მრავალფეროვნებისა, რაც კი ოდესმე შექმნილა და შენც ჭეშმარიტება დაუდე საფუძვლად ყველა შენს საქმეს, შინაგანსა, თუ გარეგანს, განსაკუთრებით კი ლოცვას. ჭეშმარიტებაზე, სიმართლეზე დააფუძვნე მთელი შენი ცხოვრება...
იხილეთ სრულად
ჭეშმარიტებაა საფუძველი ყველა მრავალფეროვნებისა, რაც კი ოდესმე შექმნილა და შენც ჭეშმარიტება დაუდე საფუძვლად ყველა შენს საქმეს, შინაგანსა, თუ გარეგანს, განსაკუთრებით კი ლოცვას. ჭეშმარიტებაზე, სიმართლეზე დააფუძვნე მთელი შენი ცხოვრება, ყველა შენი საქმე, ყველანაირი შენი წადილი და აზრი.