სულის საწამლო ბალახები - ციტატები, ამონარიდები
ჩვენ რომ წმიდა მამებისამებრ გვეცხოვრა, ყველანი სულიერად იმდენად ჯანმრთელნი ვიქნებოდით, რომ ჩვენი სიჯანსაღე ყველა სხვა რწმენის ხალხს შეშურდებოდა; მაშინ ისინი ქადაგების გარეშეც მიატოვებდნენ თავიანთ ავადმყოფურ ცდომილებებს და გადარჩებ... იხილეთ სრულად
სახიერი ღმერთი სიყვარულით გვითმენს ჩვენ და არავის არცხვენს სააშკარაოზე გამოყვანით, თუმცა კი იცის, როგორც გულთამხილველმა, ჩვენი ცოდვიანი მდგომარეობა. ასევე წმიდანებიც არასდროს ძრახავდნენ ცოდვილებს სხვების წინაშე, არამედ სიყვარულითა... იხილეთ სრულად
გულწრფელი და პირდაპირი არც ის არის, ვინც სხვას პირში სიმართლეს ეუბნება; არც ის, ვინც ამას საჯაროდ ამბობს; არამედ ის, ვისაც სიყვარული აქვს და ჭეშმარიტი ცხოვრება, და სულიერი განსჯით საუბრობს მაშინ, როცა საჭიროა იმაზე, რაც საჭიროა.
ისინი, რომლებიც უგუნურად ამხელენ სხვებს, სულიერ სიბნელეში და სიძულვილში არიან. ადამიანები მათ კუნძებად წარმოუდგენიათ და ულმობლად თლიან, ამუშავებენ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ამისგან იტანჯება, მათ ის კვადრატები ახარებთ, რომლ... იხილეთ სრულად
ისინი, რომლებიც ჩქარობენ სულიერი მოძღვრები გახდნენ, თუმცა თავად მრავალი სულიერი ტოქსინი გააჩნიათ, ემსგავსებიან უმწიფარ მწკლარტე კომშს, რომლისგანაც, რაც უნდა ბევრი შაქარი დააყარო, კარგი მურაბა ვერ გამოვა, ხოლო თუ მაინც გამოვიდა მურ... იხილეთ სრულად
გულში ჩამწვდომი სიტყვები და დიდი ჭეშმარიტებები მაშინ იძენენ ფასს, როცა ჭეშმარიტი ბაგეებიდან გამოდიან, და მათ მხოლოდ ის სულები იტევენ, რომლებსაც კეთილი განზრახვა გააჩნიათ და აგრეთვე წმინდა გონების მქონე დიდი ადამიანები არიან.
ჭეშმარიტ ადამიანს მშვენიერი სულის შინაგანი სიწმინდე გარეგნულადაც ალამაზებს: ღვთის სიყვარულის ღვთაებრივი სიტკბოება მის გარეგნულ იერსაც ატკბობს. სულის შინაგანი სილამაზე ადამიანის სულიერად დამამშვენებელი და გარეგნულად განმწმენდელია, ... იხილეთ სრულად
მეტი ფასი აქვს იმ ღვთივკურთხეულ ადამიანს, რომელიც შინაგანად შეიცვალა და შინაგანად განიწმინდა, ვიდრე ყველა იმას, რომლებიც მუდამ იცვლიან გარეგნობას (ტანსაცმელს), ხოლო შინაგანად კი "ძველ კაცს" ინარჩუნებენ არქეოლოგიურ ცოდვებთან ერთად.
მეტი ფასი აქვს სულიერი გამოცდილების მქონე მდაბალი ადამიანის ერთ სიტყვასაც კი, რომელსაც იგი თანაგრძნობით აღმოთქვამს მთელი თავისი გულის სიღრმიდან, ვიდრე შეუკავებელ მრავალსიტყვაობას გარეშე კაცისას, დიდი სისწრაფით რომ წყდება მის წიგნი... იხილეთ სრულად