ქედმაღლობა ბოროტებათა შორის უდიდესი ბოროტებაა. ის ურჩი გულისსიტყვების მეშვეობით ყველა ჩვენი შეცდომის გამომწვევი მიზეზი ხდება.
ქედმაღლობა ბოროტებათა შორის უდიდესი ბოროტებაა. ის ურჩი გულისსიტყვების მეშვეობით ყველა ჩვენი შეცდომის გამომწვევი მიზეზი ხდება.
გეშინოდეთ ქედმაღლობის და ეცადეთ გათავისუფლდეთ მისგან, რადგან რაც უფრო დიდხანს დარჩება ჩვენში ნებაზე მიშვებული ქედმაღლობა, მით უფრო მტკივნეულ ჭრილობებს მოგვაყენებს.
გევედრებით, ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგან ეს ქედმაღლობაა.
ერთი ძმის მიერ მეორის გამართლება თავმდაბლობისა და სიყვარულის მოწმობაა. ის ძმა, ვინც ასე იქცევა, ღვთის წინაშე დიდ მადლს პოვებს.
ვინც განიკითხავს და ეჩხუბება მოყვასს, უნდა იცოდეს, რომ მადლის მიღების ნაცვლად, რაც გააჩნია, იმასაც დაკარგავს, რომ ტანჯვით მიიღოს სიმდაბლის გაკვეთილი.
ყველაზე მეტად შინაგანი განკითხვის, გულისსიტყვებით განკითხვისა გეშინოდეთ, რადგან ეს სხვისგან დაფარულია, ხმამაღლა არ ითქმება, რომ მსმენელმა შეძლოს მისი გამოსწორება.
ეკრძალეთ შინაგან განკითხვას, რომელიც შეუმჩნევლად საბედისწეროდ დაგვადანაშაულებს, ღვთაებრივი მადლით ცხოვრებას განგვაშორებს და უმწარეს სასმელს – სულიერ სიკვდილს – გვაგემებს.
„მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა“ (ეფეს. 4, 26) ძმაზედ, ანუ მზის ჩასვლამდე არავინ დარჩეს გამწყრალი და განრისხებული ძმაზე.
ბოროტება ძალიან გამრავლდა, განსაკუთრებით – განკითხვის ცოდვა, რომელიც ისეთი ჩვეულებრივი გახდა, როგორც პური და ყველი.
თუკი ხშირად შეხებითაც კი არასწორად აღვიქვამთ საგანს, მით უფრო შეიძლება მოვტყუვდეთ ადამიანების ნათქვამი სიტყვით. ამიტომ დიდი სიფრთხილეა საჭირო