ერთი ძმის მიერ მეორის გამართლება თავმდაბლობისა და სიყვარულის მოწმობაა. ის ძმა, ვინც ასე იქცევა, ღვთის წინაშე დიდ მადლს პოვებს.
ერთი ძმის მიერ მეორის გამართლება თავმდაბლობისა და სიყვარულის მოწმობაა. ის ძმა, ვინც ასე იქცევა, ღვთის წინაშე დიდ მადლს პოვებს.
გევედრებით, ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგან ეს ქედმაღლობაა.
გეშინოდეთ ქედმაღლობის და ეცადეთ გათავისუფლდეთ მისგან, რადგან რაც უფრო დიდხანს დარჩება ჩვენში ნებაზე მიშვებული ქედმაღლობა, მით უფრო მტკივნეულ ჭრილობებს მოგვაყენებს.
ქედმაღლობა ბოროტებათა შორის უდიდესი ბოროტებაა. ის ურჩი გულისსიტყვების მეშვეობით ყველა ჩვენი შეცდომის გამომწვევი მიზეზი ხდება.
ფრთხილად იყავი, შვილო, არავინ განიკითხო, რადგან ვინც მოყვასს განიკითხავს, ღმერთი მის დაცემას დაუშვებს და ამით უძლური ძმის თანაგრძნობას ასწავლის.
ნუ განიკითხავთ ერთმანეთს, რადგან ამით სახარებისეულ მცნებას არღვევთ და „ყოველმან სჯულისა გარდამავალმან და ურჩმან მიიღოს სასჯელი კუალადგებისაი“ (ებრ. 2, 2). „შენ ვინ ხარ, რომელი განიკითხავ სხვისა მონასა?“ (რომ. 14, 4)
სხვაა განკითხვა და სხვაა განკითხვასთან ბრძოლა. განკითხვა საშინელი ვნებაა, ხოლო განკითხვასთან ბრძოლა და მასთან წინააღმდეგობა გვირგვინის მონიჭების საწინდარია.
ჩვენ ყველას ღვთის მოწყალება განგვამტკიცებს. თუ ამპარტავნება მოგვეძალება, უფალი თავის მადლს განგვაშორებს და სხვებზე უარესები გავხდებით.
იცოდეთ, რომ ვინც განიკითხავს, მას ამპარტავნება აცდუნებს და „ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს“ (ლუკ. 14, 11) უფლის მიერ, როცა განსაცდელში აღმოჩნდება.
თუ ლოცვის, სიმდაბლისა და გლოვის მეშვეობით საკუთარ თავში ჩაიკეტები, სულიერ საგანძურს აღმოაჩენ, ოღონდ განეშორე ამპარტავნებას და განკითხვას.