ციტატები

ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები


მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა

ყოვლადმოწყალე მამა, რომელიც არაფრად აგდებს ცოდვას, ოღონდაც შვილმა თქვას: „მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა" (ლუკ. 15, 21), მაშინვე გულში იკრავს და ეამბორება მას. მშობლის გულიდან აღიხოცება ყოველგვარი წყენისა და უკმაყოფილების კვალი, რაც შვილის უზნეობას და გარყვნილებას შეეძლო გამოეწვია. აზრი მიწყდება, როცა ცოდვილის მიმართ მამის გულმოწყალების უფსკრულს ვჭვრეტ! ყოვლადმოწყალე მამა, რომელიც არაფრად აგდებს


ლოდი, რომელიც თავისთავად მოსწყდა მთას

ნაბუქოდონოსორის სიზმრის მეოთხე სამეფოს, რომის იმპერიის, ბატონობის პერიოდში, I საუკუნეში, იუდეაში, დავით მეფის ქალაქად წოდებულ ბეთლემში, კაცობრივი ბუნების მიღებით, ადამის მოდგმის გადასარჩენად მოგვევლინა ძე ღვთისა. იგი სიმბოლურად დანიელ წინასწარმეტყველის სიზმრის ლოდია (დან. 2. 45), რომელიც თავისთავად მოსწყდა მთას (იგულისხმება მისი უბიწოდ შობა ღვთისმშობლისგან) და დედამიწა აღავსო. ნაბუქოდონოსორის სიზმრის მეოთხე სამეფოს, რომის

"მე ვარ უფალი ღმერთი და ესე არს სახელი ჩემი" (გამოს.20,5) და დიდებაი ჩემი სხუათა არა მივსცე, არცა სათნოებაი ჩემი გამოქანდაკებულთა" (ესაია.42.8)
უფლის ეს სიტყვები დიდების შესახებ ყოველთვის სრულდება, თუკი მე მისი საქმეების დიდებას, წმინდა საიდუმლოებებით აღსრულებულთ, ვინმეს და რამეს მივაწერ და არ აღვუვლენ მას საკადრის დიდებას მელი გულით. იგი უმალ იძიებს შურს ამ საიდუმლოებების დაკნინებისათვის თავისი საოცარი, განმაცოცხლებელი და სამართლიანი მსჯავრით: სულს მშობლის კვერთხით სჯის! და სულსაც მკვეთრად ესმის მაშინ სიტყვები თავისი ბატონისა: დიდებას ჩემსას არავის მივცემ და რადგან არ აღმივლენ ღირსეულ დიდებას, რომელიც რომ ასეთი თვალხილულია შენთვის ჩემსავე საიდუმლოებებში, სცემს შენს შიგნეულს ჩემი კვერთხი, რადგან მინდა გასწავლო, მინდა იწამო გულით, რას ნიშნავს: დიდებას ჩემსას არავის არ მივცემ. მე ვარ, თოვლზე მეტად რომ განვასპეტაკებ შენს სულს, მე ვარ მშვიდობიანი სიხარული რომ მომაქვს შენში, მე ვარ, მთლიანად, გასაკვირადაც კი რომ გცვლი ახალ ადამიანად გაქცევ და სხვას ვის უნდა მისცე დიდება, თუკი ყველაფერ ამას მე ვიქმ. არა, მე მუდმივად უცვლელი ვარ. "არა თუ ვითარცა კაცი არს ღმერთი განღვიძებად და არცა ვითარცა ძეი კაცისაი რისხვად. ან თქუას და არა ჰყოს? თქვის და არა დაადგრის" (რიც.23,19). მე ვარ უფალი ღმერთი და ესე არს სახელი ჩემი


მშობლის შეურაცხმყოფელი განსაკუთრებულად ისჯება

დიდი ხანია, ვაჟებიც და ახლა უკვე გოგონებიც საკუთარი მშობლების მისამართითაც არ ერიდებიან ბილწსიტყვაობას და ვერც ხვდებიან, რომ თავის თავს იწყევლიან და სასტიკ სასჯელს განიწესებენ, რადგან მშობლის შეურაცხმყოფელს ღმერთი განსაკუთრებულად სჯის. დიდი ხანია, ვაჟებიც და ახლა უკვე გოგონებიც


ბავშვი ქვეყანას დარჩება, მშობელს - ბრილიანტი

აი ეს ბავშვი უნდა გახდეს საუკეთესო! და თუ ეს დედა ასე იზრუნებს ამ ბავშვზე, რომ ქვეყანას აჩუქოს იშვიათად აღზრდილი კეთილშობილება, თავად მშობელი როგორი გახდება? რა მოუვა მშობლის სულს? ხომ ისწავლის სიყვარულს, თავდადებას, კეთილშობილი გახდება, გაუფართოვდება აზროვნება - ყველა სიკეთე მოვა. ბავშვი ქვეყანას დარჩება და მშობელს - ბრილიანტი. აი ეს ბავშვი უნდა გახდეს საუკეთესო! და თუ

image
image თემა: აღზრდა
ავტორი: შალვა ამონაშვილი
წყარო: Wisdomge

არ გავაჩერებ ასეთ მასწავლებელს სკოლაში

მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, ასეთ მასწავლებელს სკოლაში არ გავაჩერებ, იმიტომ, რომ მე ბავშვების დამცველი ვარ, და არა - მასწავლებლისა. მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს შეურაცხყოფას აყენებს, ამცირებს, წყევლის, მშობლის ხელფასებს ეკითხება,.. ეს მასწავლებელი არ არის. მისთვის კარი უნდა იყოს ჩაკეტილი. ჯობია, სუსტად იცოდე შენი საგანი (თუმცა ესაც ცუდია), მაგრამ, ბავშვი გიყვარდეს. ამ სიყვარულში უფრო მეტს გაიგებს მასწავლებელი და ბავშვიც გაიზრდება. მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, ასეთ

image
image თემა: სკოლა
ავტორი: შალვა ამონაშვილი
წყარო: Wisdomge

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მოზარდი მიეჩიოს მშობლის მომსახურებას. ასევე, როდესაც მისი სურვილების გათვალისწინების აუცილებლობა დგება, მას უნდა ავუხსნათ, რომ ყოველივე შრომის ფასად მოიპოვება და არა უზრუნველად. ამგვარი შესწავლით უნდა მოხდეს მისი სურვილების ასრულებაც, რა თქმა უნდა და ისწავლოს შრომის აუცილებლობა. მოზარდს უნდა ავუხსნათ და გასაგებად მივაწოდოთ, რომ ყველაფერზე უკეთესია, როდესაც საკუთარი შრომით შეგიძლია მოპოვებაც და მიღწევაც და არა უშრომელად და უზრუნველად. უნდა ავუხსნათ, რომ მხოლოდ ასეთი ფორმით ხდება თავისუფლებისა და თვითმყოფადობის მეტ-ნაკლებად სრულყოფილი სიტკბოების განცდა. არაფერია იმაზე ძვირფასი, როდესაც ადამიანი ვინმეზე არ არის დამოკიდებული. უდიდესი ყურადღება უნდა დაეთმოს სულიერ აღზრდას, ეკლესიური ცხოვრების აუცილებლობას, რომელიც მარადიულ სიცოცხლესთან ერთად ასწავლის მართებული ცხოვრების შესაძლებლობას. ოღონდ ყველაფერი ეს ზომიერების საზღვრებშია განსათავსებელი. არ შეიძლება მოზარდის დატვირთვა საეკლესიო ცხოვრებით იმაზე მეტად, რისი ტვირთვაც მას არ შეუძლია. აუცილებელია თავის არიდება მაქსიმალიზმისაგან. ყოველ ასაკობრივ მდგომარეობაში გასათვალისწინებელია ასაკობრივ ცვლილებებთან თავისებერებანი და მახასიათებლობანი. ეს აუცილებელია, რათა ადგილი არ ჰქონდეს იძულებითი ზემოქმედების შედეგად წარმოქმნილ მოჩვენებითობას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მოზარდი


გულს ნუ ატკენთ სულიერ მამას

მორჩილება მორჩილის მშობლის გამოსახულებით.">პანაგიაა. როგორც პანაგია გამოარჩევს ეპისკოპოსს მღვდლისგან, ისე – მორჩილება კარგ მორჩილს ურჩისგან. გიყვარდეთ თქვენი სულიერი მამა და მას როგორც უფალს, ისე დაემორჩილეთ. იერარქიულად მოძღვარს მემკვიდრის ადგილი მიეცა. დიდ მადლს მოიპოვებთ, თუკი ღვთის გულისთვის მას დაემორჩილებით. სულიწმიდა რომ არ დაამწუხროთ, გულს ნუ ატკენთ სულიერ მამას, რომელიც სულიწმიდის ცხებულია, როგორც მოციქულთა მემკვიდრე. მოძღვრები მოციქულთა უკანასკნელი მემკვიდრეები არიან და ეს ადგილი სულიწმიდის მადლით იერარქიულად აქვთ მინიჭებული. ამიტომ მათი დამამწუხრებელნი სულიწმიდას ამწუხრებენ. მორჩილება მორჩილის მშობლის

როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც მინდა წმიდანს რაიმე ვთხოვო?
როდესაც წმიდანის მოხმობა გინდა, ჯერ წმიდა სამების სახელზე ჯვარი უნდა გამოისახო. შემდეგ ღვთისმშობლის ლოცვა თქვა: "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ..." შემდეგ სამჯერ მოუხმო იმ წმიდანს, რომელსაც გინდა რაიმე სთხოვო
როდესაც წმიდანის მოხმობა გინდა, ჯერ წმიდა


ღმერთმა შეისმინა დამწუხრებული დედის ვედრება

სიყმაწვილიდანვე წმიდანი ბევრს და გულმოდგინედ ლოცულობდა. ერთხელ დედამ იგი ლოცვის დროს ჰაერში ამაღლებული იხილა.

მამის სიკვდილის შემდეგ ლუკა დედისგან ფარულად წავიდა ათონის მთაზე და მორჩილად შედგა, მაგრამ ღმერთმა შეისმინა დამწუხრებული მშობლის ვედრება და იგი სასწაულებრივად დააბრუნა მშობლიურ სახლში. აქ მან ოთხიოდე თვე იცხოვრა, დაამშვიდა დედა, შემდეგ კი, უკვე მისი კურთხევით, იოანეს მთაზე განმარტოვდა. სიყმაწვილიდანვე წმიდანი ბევრს და გულმოდგინედ

სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები

3