ღვთის ხატება არავითარ შემთხვევაში არ ირღვევა ადამიანში (წმ. ბასილი დიდის სიტყვები, ჩვენთვის ცნობილ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის 43-ე სიტყვიდან. იხ. მოსკოვში 1844 წ. გამოცემული "წმ. მამების შრომები", ნაწ. IV, გვ. 104-129).
აღდგომილი უფალი ჩვენ ყველას გველოდება სიყვარულით გაშლილი ხელებით. ვიქმნეთ ღირსეულნი მისი ღვთაებრივი სიყვარულისა, რადგანაც "ვითარცა-იგი მამაი აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაი ჰნებავს, აცხოვნებს" (იოანე 5,21).
იხილეთ სრულად
აღდგომილი უფალი ჩვენ ყველას გველოდება სიყვარულით გაშლილი ხელებით. ვიქმნეთ ღირსეულნი მისი ღვთაებრივი სიყვარულისა, რადგანაც "ვითარცა-იგი მამაი აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთაი ჰნებავს, აცხოვნებს" (იოანე 5,21).სიხარულით მოდით და დატკბით ღვთაებრივი ტრაპეზის ზიარებით,ჭ ე შ მ ა რ ი ტ ა დ ა ღ დ გ ა ქ რ ი ს ტ ე !
გისურვებთ, გქონოდეთ სრულყოფილი და ყოვლისმძლეველი სიყვარული: სიყვარული ღვთისადმი, სიყვარული მოყვასისადმი, სიყვარული დედა სამშობლოსადმი, სიყვარული ჩვენი უკვდავი სულისადმი, სიყვარული მარადიული მომავალი სიცოცხლისადმი, სიყვარული სიკეთი...
იხილეთ სრულად
გისურვებთ, გქონოდეთ სრულყოფილი და ყოვლისმძლეველი სიყვარული: სიყვარული ღვთისადმი, სიყვარული მოყვასისადმი, სიყვარული დედა სამშობლოსადმი, სიყვარული ჩვენი უკვდავი სულისადმი, სიყვარული მარადიული მომავალი სიცოცხლისადმი, სიყვარული სიკეთისა და ყოველივე იმის მიმართ, რაც კი ხელს შეუწყობს ჩვენს სულიერ თვალთა აღხილვასა და აღდგომას.
ღვთისა და კაცის ამ ერთიანობაშია ჩვენი ძალა, ამაშია ჩვენი იმედი, "რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს" (2 კორ. 4,14). ეს ერთიანობა გვაიძულებს ვიფიქროთ ჩვენი ცხოვრების აზრსა და მიზანზე, რათა იგი არ...
იხილეთ სრულად
ღვთისა და კაცის ამ ერთიანობაშია ჩვენი ძალა, ამაშია ჩვენი იმედი, "რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს" (2 კორ. 4,14).ეს ერთიანობა გვაიძულებს ვიფიქროთ ჩვენი ცხოვრების აზრსა და მიზანზე, რათა იგი არ დაემსგავსოს მთიდან დაგორებულ ლოდს, რომელიც საჭიროებს ისევ და ისევ ზევით აზიდვას, და რომლის შეჩერება და უკან დაბრუნება დიდ სულიერ დაძაბულობასა და სულიერ ტანჯვასთანაა დაკავშირებული.
ქრისტეს აღდგომის ღვთაებრივი საიდუმლოს აღქმას ჩვენ შეგვიძლია მივუახლოვდეთ შინაგანი, სულიერი გამოცდილების მეშვეობით, სადაც მთავარი მნიშვნელობა ენიჭება რწმენასაც და ცოდნასაც.
ხშირად მეუღლენი ჩივიან ერთმანეთის მძიმე ხასიათის გამო და ამ მიზეზით არღვევენ ოჯახს. თუ ერთ-ერთ მათგანს აქვს კეთილი თვისებები და რწმენა და სიყვარული ამოძრავებს, იგი შეძლებს მთლიანად შეცვალოს თანამეცხედრის შინაგანი სამყარო.
ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი ახალგაზრდები ოჯახური ცხოვრებისათვის უნდა მოვამზადოთ. ამ საკითხით სახელმწიფოც, ეკლესიაც, ოჯახიც და სასწავლებელიც უნდა დაინტერესდეს. მტკიცე ოჯახი - მტკიცე სახელმწიფოა.