სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

კეთილთა უბედურება ბოროტთა ბედნიერებას სჯობს კეთილთა უბედურება ბოროტთა ბედნიერებას სჯობს

გადააგდეთ დედამიწის მოშორებულ კუთხეში ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში უმაღლესი სამყაროს სიმდიდრეს - ზეციურ სასუფეველს ატარებს; გარს შემოარტყით მას ყველა შესაძლო უბედურება - ვერაფერი შეარყევს მისი სულის შინაგან სიმშვიდეს; იმიტომ, რომ ღვთაებრივი ნათელი, ცხოვრება და ძალა ყოველთვის და ყველგან განუშორებელია მისგან. "რამეთუ მოჰკვდით, და ცხოვრება თქვენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა" (კოლ. 3, 3), მიცვალებულთა სიმშვიდეს კი ქვეყნად ვერავინ დაარღვევს. გადააგდეთ დედამიწის მოშორებულ კუთხეში

თვით სიკვდილი ცოდვილისათვის მარადიული ტანჯვის დასაწყისია, რომლის შესახებაც ძრწოლის გარეშე მას ფიქრიც კი არ შეუძლია; მართალთათვის სიკეთისა და ჭეშმარიტების მდევნელთა მიერ მიყენებული ძალადობით სიკვდილიც კი მხოლოდ მათი უდიდესი სურვილის აღსრულებაა, რომ კიდევ უფრო ახლოს მივიდნენ ღმერთთან, მათი აზროვნების, სურვილისა და სიყვარულის ერთადერთ უმაღლეს საგანთან. თვით სიკვდილი ცოდვილისათვის მარადიული ტანჯვის

წმიდათაგან არავის ისე არ ვნებულა, როგორც - მოწამენი. მაგრამ მათ უხაროდათ და ილხენდნენ უსასტიკესი წამების დროსაც კი. ეს იმიტომ, რომ "თუ სული ზეცაშია", როგორც ტერტულიანე ბრძანებს, "მაშინ სხეული უკვე ვეღარ გრძნობს მიწიერი ბორკილების სიმძიმეს: მას ადამიანი სრულად მიჰყავს თავისთან. წმიდათაგან არავის ისე არ ვნებულა, როგორც -

ცოდვილნი ცოცხლებიც კი მკვდარნი არიან, მართალნი კი ცოცხლები არიან მაშინაც, როცა კვდებიან. ცოდვილნი ცოცხლებიც კი მკვდარნი არიან

განა შესაძლებელია, კმაყოფილებისა და ნეტარების იმ მდგომარეობის წარმოდგენა, როგორშიც მართალთა სულები არიან სიკვდილის შემდეგ? "რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა" (1 კორ. 2, 9). მათი სხეულები აღდგომისას სრულ გარდასახვამდე უკვე იღებენ სასწაულებრივ ძალას, არ იხრწნებიან კუბოში და კეთილსურნელებას აფრქვევენ მორწმუნეთათვის. განა შესაძლებელია, კმაყოფილებისა და ნეტარების

ღვთივსათნო და წმიდა ადამიანთა ცხოვრებისა და მოსაგრეობის აღწერის კითხვისას არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ მათი ანგელოზებრივი ცხოვრებით გაოცებით. უნდა ვეცადოთ, რომ ძალისა და შესაძლებლობებისდაგვარად, მივბაძოთ მათ ღვთივსათნო და წმიდა ადამიანთა ცხოვრებისა

მიბაძვა თანასწორობას არ მოითხოვს, თანასწორობასთან სიახლოვესაც კი. მცირეს შეუძლია, მიბაძოს დიდს იმაში, რაც მისაწვდომია. მიბაძვა თანასწორობას არ მოითხოვს

თუ შესაძლებელია და თუ საჭიროა თვით ყოვლადწმიდა ღმერთის მიბაძვა (მათე 5, 48; ეფ. 5, 1). მაშ, როგორ ვთქვათ უარი იმაზე, რომ მივბაძოთ წმიდა ადამიანებს, რომლებსაც აშკარად გაცილებით მისაწვდომად და აშკარად გვაჩვენებენ ღვთისთვის მიბაძვის შესაძლებლობას. თუ შესაძლებელია და საჭიროა თვით ყოვლადწმიდა

წმინდანთა პატივისცემა მათ მიბაძვაში მდგომარეობს წმინდანთა პატივისცემა მათ მიბაძვაში

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2