სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები

სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

"სათნოება თითქმის ყოველთვის უბედურებითაა გარშემორტყმული, როგორც ვარდი - ეკლებით". - ბრძანა წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველმა - ეს ბევრადაა დამოკიდებული ქველმოქმედი ადამიანების ქცევის სახესა და მათ დამოკიდებულებაზე მოყვასისადმი, რომელთა შორისაც ცხოვრობენ და მოქმედებენ ისინი. სათნოება თითქმის ყოველთვის უბედურებითაა

ბოროტ ადამიანს ბრძენი უგუნური ჰგონია, რადგან მისი აზროვნება და მოქმედება ბოროტი ადამიანის მიზეზებისა და მიზნებისათვის სრულიად საწინააღმდეგოა. ბოროტ ადამიანს ბრძენი უგუნური ჰგონია, რადგან

ღმერთი სათნოების მიწიერ საზღაურს ამცირებს, რათა მოსაგრე ზეცაში უფრო დიდი ჯილდოსათვის მოამზადოს ღმერთი სათნოების მიწიერ საზღაურს ამცირებს

ძალა არ ჰქვია იმას, რაც ბრძოლაში არ გამოცდილა ძალა არ ჰქვია იმას, რაც ბრძოლაში გამოცდილა

ბედნიერება და უბედურება სათნოების საცდელი ქვებია: ვიდრე იგი მათზე არ გამოიცდება, მისი სიმტკიცის იმედზე ყოფნა არ შეიძლება. ბედნიერება და უბედურება სათნოების საცდელი

ავადმყოფ თვალებს სინათლე არ უყვარს, ასევე ტყუილს - სიმართლე, სიცრუეს კი ჭეშმარიტება სძულს. ავადმყოფ თვალებს სინათლე არ უყვარს, ასევე

არცთუ იშვიათად, მართალნი არაწმიდათა ხელში მიეცემიან, არა - უწმიდურთა დიდებისათვის, არამედ - მართალთა გამოსაცდელად. არცთუ იშვიათად, მართალნი არაწმიდათა ხელში

პირდაპირობა სიტყვაში და საქმეში ხშირად მეგობრებსაც მტრებად აქცევს პირდაპირობა სიტყვაში და საქმეში ხშირად

გადააგდეთ დედამიწის მოშორებულ კუთხეში ადამიანი, რომელიც საკუთარ თავში უმაღლესი სამყაროს სიმდიდრეს - ზეციურ სასუფეველს ატარებს; გარს შემოარტყით მას ყველა შესაძლო უბედურება - ვერაფერი შეარყევს მისი სულის შინაგან სიმშვიდეს; იმიტომ, რომ ღვთაებრივი ნათელი, ცხოვრება და ძალა ყოველთვის და ყველგან განუშორებელია მისგან. "რამეთუ მოჰკვდით, და ცხოვრება თქვენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა" (კოლ. 3, 3), მიცვალებულთა სიმშვიდეს კი ქვეყნად ვერავინ დაარღვევს. გადააგდეთ დედამიწის მოშორებულ კუთხეში

კეთილთა უბედურება ბოროტთა ბედნიერებას სჯობს კეთილთა უბედურება ბოროტთა ბედნიერებას სჯობს

სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები

2