შვილო, ყველაფერში საკუთარი თავი დაიდანაშაულე, თავს ნუ იმართლებ. როცა გესმის, რომ შენზე ლაპარაკობენ, თქვი: „მართალს ამბობენ ჩემი ძმები, ასეთი ვარ. ჩემი ცოდვების გამო უარესის ღირსიც ვარ“.
სულიერ ღვაწლში მთავარი სიმდაბლის სწავლა, თავის დადანაშაულება და მოყვასის გამართლებაა. ვინც ამ ფილოსოფიას დაეუფლება, ის, რა თქმა უნდა, ვნებათაგან გათავისუფლების უტკბეს ნაყოფს მიიღებს. სხვა შემთხვევაში კი ადამიანს, თავისდა სამწუხარო...
იხილეთ სრულად
სულიერ ღვაწლში მთავარი სიმდაბლის სწავლა, თავის დადანაშაულება და მოყვასის გამართლებაა. ვინც ამ ფილოსოფიას დაეუფლება, ის, რა თქმა უნდა, ვნებათაგან გათავისუფლების უტკბეს ნაყოფს მიიღებს. სხვა შემთხვევაში კი ადამიანს, თავისდა სამწუხაროდ, მუდამ ვნებების ტვირთვა მოუწევს.
შვილო, მუდამ წესად გქონდეს თავის დადანაშაულება. ყოველი განსაცდელის დროს შენდობა მეტანიით პირველმა შენ ითხოვე. ასეთი პირველობით გვირგვინს მიიღებ და ძმის სინანულის მიზეზიც გახდები.