ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები
ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) - ციტატები, გამონათქვამები ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი) |
როგორც შემოდგომის ფოთლები ცვივა სიოს დაბერვისთანავე, ისე ვეცემით ჩვენც უმნიშვნელო განსაცდელისა და გაჭირვების დროს, როცა ღვთის მადლი ჩვენთან ერთად არ იბრძვის, ჩვენი მოკავშირე არ არის. და როდის არის ღვთის მადლი ჩვენი მოკავშირე? მხოლ... იხილეთ სრულად
შვილებო, თავი აიძულეთ სულიერ ღვაწლში. ნუ დაივიწყებთ ეშმაკის დიდ გამოცდილებას და ჩვენს უძლურებას.
გწამდეს შენი მოძღვრის, მის სიტყვას დაემორჩილე, სიყვარული გქონდეს და გულწრფელად აღიარე ყოველი გულისსიტყვა, რადგან თავმდაბალ სულს სუფთა აღსარება ახასიათებს.
არასოდეს იმართლო თავი არც სიტყვით, არც გულისსიტყვით, არამედ ყოველთვის განაჩენი გამოუტანე საკუთარ თავს, როგორც დამნაშავეს და პასუხისმგებელს.
ყველა ძმას დაემორჩილე. ყველაზე უკანასკნელად, უვარგისად მიიჩნიე თავი, თუ გსურს ვნებებისა და უძლურებებისგან გათავისუფლება.
თავი უკიდურეს ცოდვილად და ბიწიერად მიიჩნიე, რომ იესო ქრისტემ თანაგრძნობით მოგხედოს, შეგიწყალოს და აურაცხელი ცოდვა შეგინდოს.