სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები

სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის პირველი ნაწილი) - ციტატები, გამონათქვამები სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის ნაწილი)

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

წმ. ანტონი დიდი

100. სიკეთეებს ადამიანი იღებს ღვთისგან როგორც კეთილისგან, რადგან სწორედ ამის გამო შექმნა იგი ღმერთმა. რაც შეეხება უკეთურებებს, ისინი თვით ადამიანმა მოუზიდა თავის თავს თავისივე თავისგან და თავისვე თავში არსებული ბოროტებისგან, სიამე... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

101. განსჯის უნარს მოკლებული სული, უკვდავად მყოფი და მეპატრონე სხეულისა, გემოთმოყვარეობის გამო ემონება სხეულს, ვერ ხვდება რა, რომ სხეულის შვება დაზიანებაა სულისა, და იგი, გრძნობადაკარგული და გასულელებული, სხეულის შვებაზე ზრუნავს. განსჯის უნარს მოკლებული სული, უკვდავად მყოფი

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: ანგარება

103. უკეთურ კაცს უყვარს ანგარება, მოიძაგებს კი სამართლიანობას, არ იაზრებს რა არც ამ ცხოვრების უმტკიცობას, უმდგრადობასა და სწრაფწარმავლობას, არცთუ სიკვდილის მოუსყიდველობასა და ულმობელობას უფიქრდება იგი. თუ, ამასთან, მოხუცი კაცია მა... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

104. ისევე როგორც სამწუხაროთა განცდის შემდეგ ხდება ჩვენთვის შესაგრძნობი სიამეები და სიხარული, რადგან ვერასოდეს შესვამს სიამოვნებით ვინმე, ვისაც არ მოსწყურებია, ვერც შეჭამს სიამოვნებით, ვისაც არ მოშიებია, ვერც სიამოვნებით დაიძინებს... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

105. სიტყვა გონების მსახურია, რადგან გონებას რაც ნებავს, სწორედ იმას განმარტავს სიტყვა. სიტყვა გონების მსახურია, რადგან გონებას რაც

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: გონება

106. გონება ყველაფერს ხედავს, - იმასაც, რაც ცაშია, - და არაფერი აბნელებს მას, თუ არა მხოლოდ ცოდვა, ხოლო განწმენდილისთვის არაფერია ჩაუწვდომელი, ისევე როგორც სიტყვისთვის - გამოუთქმელი. გონება ყველაფერს ხედავს, - იმასაც, რაც ცაშია

link
წმ. ანტონი დიდი
თემა: გონება

107. სხეულის გამო ადამიანი მოკვდავია, გონებისა და სიტყვის გამო- უკვდავი. მდუმარებ რა, აზროვნებ; აზროვნებ რა, მეტყველებ, რადგან გონება დუმილში შობს სიტყვას, ხოლო ღვთისადმი აღვლენილი მადლიერების სიტყვა ადამიანის ცხონებად გვევლინება. სხეულის გამო ადამიანი მოკვდავია, გონებისა და

link
წმ. ანტონი დიდი

108. ვინც განუსჯელად ლაპარაკობს, გონება არა აქვს მას, რადგან მეტყველებს ფიქრის გარეშე. მაგრამ განჭვრიტე, რისი ქმნა გარგებს, რომ სული აცხოვნო. ვინც განუსჯელად ლაპარაკობს, გონება არა აქვს

link
წმ. ანტონი დიდი

109. გონების მქონე და სულისმარგებელი სიტყვა საბოძვარია ღვთისა, ისევე როგორც, მეორე მხრივ, ყბედობით აღსავსე სიტყვა, ცისა და მიწის საზომთა და მანძილთა, აგრეთვე, მზის და ვარსკვლავების სიდიდეთა მაძიებელი, გამონაგონია ამაოდმოქმედი ადამ... იხილეთ სრულად

link
წმ. ანტონი დიდი

112. ისევე როგორც მუცლიდან გამოსულს არ გახსოვს ის, რაც მუცელში იყო, ამგვარადვე სხეულიდან გასულსაც არ გემახსოვრება ის, რაც სხეულშია. ისევე როგორც მუცლიდან გამოსულს არ გახსოვს ის

link

სათნოებათმოყვარეობა (პირველი წიგნის ნაწილი)

1