სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები

სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ღვთისაგან მოვლენილი განსაცდელებით თითოეული ადამიანი გამოიცდება და თვითონვე შეიმეცნებს საკუთარ სულიერ მდგომარეობას. მათი საშუალებით ჯერ მორჩილებაში მოიყვანება და მხოლოდ ამის შემდეგ მიეტევება მას, თუ სიმდაბლითა და სიხარულის გრძნობით იწყნარებს ყველა მასზე მოწეულ განსაცდელს, როგორც სულის საკურნებელ წამალს, და მოთმინებით შემოსილი ადიდებს და მადლობს უფალს. ბედნიერებაა, რომ ღმერთი ჩვენზე განსაცდელებს უშვებს, რადგან სხვაგვარად საშინელ სამსჯავრო ჟამს დაფარული ვნებები და გადაჭარბებული მოთხოვნილებები აღმოგვიჩნდებოდა. ღმერთს რომ ამაზე თვალები დაეხუჭა და სამოთხეში ისეთები დავემკვიდრებინეთ, როგორებიც მაშინ ვიქნებოდით, იქაც გამოვავლენდით საკუთარ თავს. ამიტომ უფალი აქ, ამ სოფელში, უშვებს ჩვენზე განსაცდელებს, რათა ამ განსაცდელებმა მტვერი ჩამოგვიბერტყოს, ჩვენი სული მწუხარებისა და ცრემლების ხელშეწყობით განწმინდოს და ხსნის გზა ღვთის ძიებაში დაგვანახოს. ღვთისაგან მოვლენილი განსაცდელებით თითოეული

ყველაზე უბედურნი ამქვეყნად ღვთისაგან განდგომილი ადამიანები არიან. ისინი ვერც ამ და ვერც მომავალ ცხოვრებაში ბედნიერები ვერ გახდებიან, მაგრამ იმათზე უბედურნი ეშმაკები არიან, ათასობით წლის უკან რომ განშორდნენ ღმერთს, კვლავ მოუნანიებელნი დარჩნენ და, ბოროტებითა და ამპარტავნებით ღმერთს დაშორდნენ. ყველაზე უბედურნი ამქვეყნად ღვთისაგან

ყველაზე ნეტარნი კი ისინი არიან, რომლებმაც უაღრესი სინანული აჩვენეს სულიერი ტკივილითა და შინაგანი გულშემუსვრილობით განზავებული, და ამგვარად დაამხეს ამპარტავანი მტერი; საკუთარი დაუმორჩილებელი ხორცი მოღვაწეობით დათრგუნეს და სულს დაუქვემდებარეს, თავიანთი სინანულით კი (ღვთისაკენ მოქცევით) ზეცას უდიდესი სიხარული მოუვლინეს. ყველაზე ნეტარნი კი ისინი არიან, რომლებმაც

როცა ცოდვა სულში დიდი ხნის განმავლობაშია დამკვიდრებული, მაშინ ეშმაკი ადამიანზე გაცილებით დიდ უფლებას იხვეჭს, და იმისათვის, რომ მან დაგვტოვოს, ძველი (სულიერი) სახლი უნდა დავანგრიოთ და ახლის აშენებას შევუდგეთ. როცა ცოდვა სულში დიდი ხნის განმავლობაშია

ვისაც თავისთავში დაბადებიდან ჰყავს ეშმაკი, მას უდიდესი მისაგებელი ელოდება, თუ არ იწუწუნებს, და ღვთის მადლით გათავისუფლებას დაელოდება. ხოლო, ვინც თვითონვე გახდა საკუთარი შეპყრობის მიზეზი, გასათავისუფლებლად თავად უნდა იმოღვაწეოს. ვისაც თავისთავში დაბადებიდან ჰყავს ეშმაკი

უსამართლო მოპყრობებმა, რომლებიც ამ ცხოვრებაში ადამიანებისა და ეშმაკებისაგან შეგვხვდება, არ უნდა შეგვაწუხოს, რადგან ეს ღმერთსაც არ აწუხებს, რამეთუ იგი ყველა ამ უსამართლობას იწერს და მათ სანაცვლოდ ასწილად მიაგებს ზეციური სალაროდან. უსამართლო მოპყრობებმა, რომლებიც ამ ცხოვრებაში

უგუნურია კაცი, რომელიც ადამიანურ სიმართლეს დაეძებს, ხოლო კიდევ უფრო უგუნურია, ვინც არც სხვებისგან მიყენებულ შეურაცხყოფებს ივიწყებს და არც სხვების მიმართ გაწეულ სიკეთეს. უგუნურია კაცი, რომელიც ადამიანურ სიმართლეს

ღვთისგან განშორებულნი, ყოველთვის უნუგეშონი არიან და ორმაგად იტანჯებიან, რადგან ვისაც ღვთისა და მომავალი ცხოვრების არ სწამს, ის არა მხოლოდ უნუგეშო რჩება, არამედ თავის სულს მუდმივ სატანჯველსაც უმზადებს. ღვთისგან განშორებულნი, ყოველთვის უნუგეშონი

ამსოფლიური სული, სამწუხაროდ, მუდმივად წვრთნის ადამიანთა გონებას მზაკვრობაში, და ისინი, როცა თანამოძმეებს შეურაცხყოფენ, თვლიან, რომ ამით წარმატებას მიაღწიეს, და ამავე დროს საკუთარ თავზე ესმით: "როგორი მოხერხებულია! ისე, როგორც ეშმაკი", - თუმცა, ამასთან, სინდისის შინაგანი ქენჯნით (ამ პატარა ჯოჯოხეთით) მაინც იტანჯებიან. ამსოფლიური სული, სამწუხაროდ, მუდმივად წვრთნის

არ არსებობს იმაზე მხურვალე ცეცხლი, ვიდრე სინდისისაგან გამოწვეული შინაგანი წვა. იგი სულს გამუდმებით აწვალებს და როგორც მატლი, მთელი ცხოვრება ხრავს, მაგრამ კიდევ უფრო გამეტებით იმქვეყნიურ, მომავალ ცხოვრებაში დახრავს, "სადა-იგი მატლი მათი არა მოაკლდების..." (მარკ. 9, 44), თუ ადამიანი ამ ცხოვრებაშივე არ მოინანიებს და არ გამოისყიდის თანამოძმეთათვის მიყენებულ შეურაცხყოფებს, თუნდაც კეთილი განწყობის გამოხატვით, თუკი მას არ შეუძლია ეს სხვანაირად გააკეთოს. არ არსებობს იმაზე მხურვალე ცეცხლი, ვიდრე

სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები

2