სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები
სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები
გონიერი და განსჯადი ადამიანი, სულიერი წარმატების წყალობით, სასარგებლოდ იყენებს არა მხოლოდ სახიერი ღმერთისგან ნაბოძებ ნიჭსა და იმ სიკეთეს, რასაც სხვა ადამიანები უკეთებენ, არამედ თანამოძმეთა მხრიდან ყველა წყენას, შეურაცხყოფასა და მისთანებს. იგი ამ ყველაფერს ბოროტის ღვარძლს მიაწერს. ასეთი კაცი ეშმაკზეც კი წუხს, - მისი საშინელი მდგომარეობის გამო, - ისევე, როგორც საკუთარი სულის უბადრუკ მდგომარეობაზე და ღვთის წყალობას ეძიებს.
თემა: ნიჭი, ტალანტი, შეურაცხყოფა, ლანძღვა, წყენაავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
თვითგანკიცხვა და თვითგანსჯა დიდად უწყობს ხელს იმას, რომ ჩვენს სულიერ თვალებს სახვეველი ჩამოეხსნას და შევძლოთ ჭეშმარიტი ხედვა.
თემა: განკითხვა, განსჯა, საკუთარი თავის განკითხვაავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
მგრძნობიარე ადამიანები ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ თვითგანკიცხვისას, რადგან მზაკვარი ცდილობს მგრძნობიარობა სასოწარკვეთად აქციოს (ზედმეტად მგრძნობიარობის გზით). თვითგანკიცხვას ყოველთვის ღმერთზე სასოება უნდა ახლდეს. როცა ასეთი ადამიანი სულში სიმძიმეს განიცდის, ეს იმის ნიშანია, რომ საქმეში მზაკვრის ხელია გარეული.
თემა: ღვთის იმედი, საკუთარი თავის განკითხვაავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
თუ ადამიანი ძალიან განიცდის თავის ცოდვიანობასა და უმადურობას ღვთის წინაშე, მაგრამ ამასთანავე დიდად სასოებს მას, მაშინ მისგან უდიდეს ნუგეშინისცემას იღებს.
თემა: ცოდვა, ღვთის იმედი, ნუგეშინისცემა, საკუთარი თავის განკითხვაავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
არ შეიძლება სასოს წარკვეთა, როცა ვმოსაგრეობთ, მაგრამ ამასთან საკუთარ თავს ვერავითარ წინსვლას ვერ ვამჩნევთ და მხოლოდ ნულოვან შეფასებას ვიმსახურებთ.
საკუთარი ძალისხმევით ყველას მხოლოდ ნულების წერა შეგვიძლია – ვის დიდის, ვის პატარასი. ქრისტე კი, როცა ჩვენს სუსტ ადამიანურ მონდომებას ხედავს, ჩვენი ნულების წინ ერთიანებს წერს და მაშინ ამ ნულებს ფასი ეძლევათ, რის გამოც, ჩვენი მცირეოდენი წარმატებაც კი შეიძლება შესამჩნევი გახდეს. ამიტომ საჭიროა უიმედობა თავიდან მოვიშოროთ და უფალს ვსასოებდეთ.
თემა: სასოწარკვეთილება, უიმედობა, ღვაწლიავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
ეგოისტურად მოღვაწენი მარხვით, მღვიძარებითა და სხვა რაიმე სათნოებით, ყოველგვარი სარგებელის გარეშე ეწამებიან, რადგან ჰაერს და არა ეშმაკებს ებრძვიან. იმის ნაცვლად, რომ საცდურები განდევნო, პირიქით, უფრო იზიდავენ, და როგორც შედეგი, მოღვაწეობისას დიდ სიძნელეებთან უხდებათ შებმა (გულზე ნადები სიმძიმისაგან სულისკმევას განიცდიან); მაშინ, როდესაც ისინი, როდესაც ბევრს იღვწიან უდიდესი სიმდაბლითა და ღვთის იმედით, გულით ხარობენ, სულით კი, თითქოს ფრთები შეისხაო, ისე დაფრინავენ.
თემა: ამპარტავნება, ქედმაღლობა, მარხვა, თავმდაბლობა, სათნოებები, მღვიძარება, სიფხიზლე, ღვაწლი, ეგოიზმიავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
ყოველი ჩვენი ქმედება და სათნოება საჭიროებს სიმდაბლეს, სიყვარულსა და განსჯადობას, რადგან ისინი სათნოებათა მარილნი არიან. ამიტომ ამბობს ქრისტე სახარებაში: "ყოველი შესაწირავი მარილითა დაიმარილოს" (მარკ. 9, 49).
თემა: თავმდაბლობა, სათნოებები, განსჯა, სიყვარულიავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
უმჯობესია დღეში ორჯერ ჭამო, მაგრამ ნაკლები და სიმდაბლე გაგაჩნდეს, ვიდრე ერთხელ დღეში და კუჭი საკვებით გაიბერო, თავი კი ამპარტავნებით.
თემა: ამპარტავნება, ქედმაღლობა, ნაყროვანება, მუცელღორობა, მარხვა, თავმდაბლობაავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები