სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები
სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები
განსჯის უნარის მქონეს კეთილშობილური სიყვარულიც გააჩნია და სიმდაბლეც, და საკუთარი სიკეთიდან გამომდინარე, მწარე სიმართლესაც კი სიტკბოდ აქცევს; იგი ამ სიმართლეს უდიდესი უბრალოებით გამოთქვამს და მას უმეტესი სარგებელი მოაქვს სხვებისათვის, ვიდრე ტკბილ სიტყვას, როგორც არის მწარე ქინაქინა ვაჟინზე მეტად სასარგებლო.
თემა: სიყვარული, თავმდაბლობა, სიმართლე, განსჯაავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
შინაგანი სიყვარული ყოველთვის გამოსჭვივის, რადგან იგი ადამიანის გარეგნულ იერსაც კი ატკბობს და ამშვენებს მას საღმრთო მადლით, რომლის ბრწყინვალების დაფარვაც შეუძლებელია.
თემა: სიყვარული, სიყვარული მოყვასისადმი, მადლი, გარეგნობაავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
ანგელოზი, რადგან ანგელოზია, ყოველთვის განაფენს თავის ირგვლივ იმას, რაც მას გააჩნია: სიხარულსა და ზეციურ მხიარულებას, ხოლო ანგელოზის სახელით შენიღბული დემონი შფოთს აფრქვევს (იმას, რაც მას გააჩნია) ან ოდნავ აღელვებს გულს ხორციელად, რათა სული ხორციელი სიამტკბილობით მოხიბლოს და წარმოუდგენს თითქოს იგი სულიერი, ღვთაებრივი იყოს.
თემა: ანგელოზი, სიხარული, შფოთი, ეშმაკი, დემონიავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
მდაბალი ადამიანი, თუნდაც გამოუცდელი იყოს, მაინც შეძლებს ღვთის ანგელოზის ეშმაკისაგან განსხვავებას, რადგან თვითონ სულიერად სუფთაა და ანგელოზებს ენათესავება; ხოლო ეგოისტი და ხორციელი ადამიანი არა მხოლოდ იოლად იხიბლება მზაკვარისაგან, არამედ თვითონაც გადასცემს სხვას ამ მზაკვრობას და ხორცისმიერ სიყვარულს და თავისი სულიერი მიკრობებით სხვა უძლურ სულებსაც ვნებს.
თემა: თავმდაბლობა, ანგელოზი, ეშმაკი, დემონი, ეგოიზმიავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
მადლმოსილი კაცი სხვებსაც გადასცემს ღვთაებრივ მადლს და ხორციელ ადამიანებს გარდაქმნის, ათავსუფლებს მათ ვნებათა ტყვეობისაგან და ამდენად მიაახლოებს ღმერთთან, სადაც ისინი ხსნას პოულობენ.
თემა: მადლი, ვნებათაგან განთავისუფლება, ვნებებიავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
თუ ადამიანი, ბუნებით მშვიდი და ვნებააღუძვრელი, საკუთარი სულიერი განვითარებისათვის დახმარებას თავისი ხასიათიდან იღებს, მაშინ სხვა, ცოცხალი და მრისხანე ხასიათისა, ორჯერ მეტ შეწევნას იღებს თავის ხასიათში ჩადებული ძალიდან, ამისათვის საკმარისია მხოლოდ, რომ მან იგი საკუთარი ვნებებისა და მზაკვარის წინააღმდეგ მიმართოს.
ვინც საერო ცხოვრებაში უგულისყურო იყო და ცუდი ჩვევები შეიძინა, დაე, ახლა ყოველგვარი დრტვინვის გარეშე გადაიტანოს ცბიერ მზაკვართან ბრძოლა, არ დაუშვას უწმიდური სურვილები; შეუდგება რა ამგვარ მოსაგრეობას, განიწმიდება და იმ წმიდა ადამიანთა სიმაღლეს მიაღწევს, რომლებსაც დიდი ცოდვები არ ჩაუდენიათ, ცუდი ჩვევები არ შეუძენიათ და დიდი ბრძოლების გადატანაც არ განუცდიათ.
თემა: სულიერი ბრძოლა, სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება, ცოდვაავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები