სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები
სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები
გემრიელი საკვების სურვილი მზაკვრის სატყუარას წარმოადგენს, და თუ ადამიანი არ მოიკვეთს მას, მაშინ მტრის ანკესზე ეგება და თავის ქონთან ერთად ტაფაზე იწვება გასუქებული სხეულით; და პირიქით – სულიერი საკვებისკენ სწრაფვა გულს ყოველგვარი მიწიერისაგან განაშორებს და სულს ზეცისკენ აღავლენს, სადაც იგი ანგელოზთა საკვებს მიირთმევს.
როცა სიფხიზლე აღარ არის, მაშინ გონებაც გვტოვებს (მას მზკავარი იტაცებს) და ვრჩებით მხოლოდ სხეულის ამარა, როგორც ხის კუნძი. როცა შემდგომში მაინც ვახერხებთ გონების მოკრებას, აღმოჩნდება, რომ იგი ნაგვითაა გავსებული და მას მზაკვარი ცეცხლის გასაჩაღებლად იყენებს. მისგან აღვივებს იგი კუნძს (ჩვენს სხეულს) და დაგვცინის, თან ბოროტი სიხარულით როკავს.
თუკი სულიერი წიგნის კითხვისას უყურადღებონი ვართ, მაშინ წაკითხულიდან ვერავითარ სარგებელს მივიღებთ, დროს ამაოდ დავკარგავთ და ტყუილუბრალოდ დავიქანცებით, რადგან შემდეგ წაკითხულიდან ვეღარაფერს გავიხსენებთ. ასე ხდება, როცა ტიპოგრაფიის მუშაკის გონება რაიმე გარეშეთი არის დაკავებული და მას ავიწყდება ასოებზე საღებავის დადება, მაშინ დაზგები უქმად მუშაობენ და არაფერს ბეჭდავენ.
ის კი, ვინც ყურადღებით კითხულობს, მაგრამ ამასთანავე მხოლოდ კითხვით კმაყოფილდება და წაკითხულიდან არაფერს იყენებს თავისი სულიერი ზრდისათვის, იმ გლეხს ემსგავსება, რომელსაც სახნავის აღება ეზარება და ჩრდილს აფარებს თავს, მუდმივად კითხულობს წიგნებს აგრონომიაზე, თეორიულად ბევრს სწავლობს, მაგრამ უბადრუკ უსაქმურად რჩება.
მართალია, დედაკაცთა უმრავლესობას სულიერი ცხოვრებისათვის დიდი საწინდარი გააჩნია, მაგრამ დიდ წარმატებებს მაინც ვერ აღწევს. მათ ნაკლები განსჯადობა გააჩნიათ, თუმცა ის მათ არ ვნებს, პირიქით, მათი რწმენისათვის უფრო სასარგებლოცაა. მამაკაცები კი გონებისმიერი მსჯელობით რწმენას ირყევენ. დედაკაცებში, აგრეთვე, ბუნებით ჩადებულია სიყვარული და მათ შეუძლიათ საკუთარი თავი მთლიანად გულთან ერთად მიუძღვნან უფალს. მამაკაცებს კი ამ დროს დიდი ღვაწლის გაღება სჭირდებათ, რომ მათი გულები ღვთისათვის გარჯას შეუდგნენ; თუ გული არ ირჯება, მაშინ ადამიანი ქვის ქანადაკებისაგან არაფრით განსხვავდება.
ჩვენ ყველას – მამკაცებსაც და დედაკაცებსაც – გაგვაჩნია სულიერი ცხოვრების საწინდარი და ვერ მოვიძიებთ ჩვენი სიზარმაცის გასამართლებელ მიზეზს: საკმარისია მხოლოდ მოვინდომოთ იმ ნიჭის გამოყენება, რაც ღმერთმა მოგვმადლა, რათა სამოთხეს მივეახლოთ. მაშინ გაიხარებს შემოქმედი და ჩვენც – მისი შვილები.
თემა: ნიჭი, ტალანტი, სიზარმაცე, უდებება, მცონარობაავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
როგორც სახიერი ღმერთი გვეპყრობა ყოველთვის სიყვარულით და სამოთხეში გვიხმობს, ასევე ჩვენც ბარბაროსულად არ უნდა მოვეპყრათ თანამოძმეებს, და არ დავიმშვიდოთ თავი იმით, თითქოს მკაცრი მიდგომით მათ სულებს სამოთხეში ვაგზავნიდეთ.
თემა: სიყვარული, სიყვარული მოყვასისადმი, ღმერთიავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
ტანჯვის დამთმენნი უფრო მეტ ჯილდოს იღებენ, ვიდრე მოწამენი, თუკი ისინი სიხარულით ითმენენ და არ განიკითხავენ თავიანთ მტანჯველებს და მადლობენ მათ ცოდვებისაგან განშორებისათვის ან ჯილდოსათვის (თუ ისინი არაფერში არიან დამნაშავენი) და გვირგვინისათვის, რომელიც მათ ტანჯვის დათმენისათვის ქრისტესაგან მიეცემათ.
თემა: განსაცდელები, განკითხვა, მოთმინებაავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
როცა ვნებაშეპყრობილი ადამიანი ეგოისტს შენიშვნას აძლევს, ამ დროს იგივე ხდება, რაც კვესით ტალზე ჩამოკვრისას: ნაპერწკლები სხვადასხვა მხარეს იფანტება, მაგრამ თუკი ეს უგუნური მგრძნობიარე ადამიანს მისცემს შენიშვნას, შეიძლება მას ძლიერი ტრავმა მიაყენოს და ეს იმას ემსგავსება, ვინმე ველური რომ ჩვილი ბავშვის თვალიდან რკინის ჯაგრისით ბეწვის ამოღებას შეეცადოს.
ის, ვინც ეგოისტურად და აღშფოთებით (თავისი ვნებებიდან გამომდინარე) ღვთის სიტყვას ქადაგებს, ზღარბს ემსგავსება, რომელიც თავის ბურძგლებზე ბავშვების დასაპურებელ ყურძნის მარცვლებს ატარებს, მაგრამ თავისი ნერვული მოძრაობით უფრო აზიანებს მათ, ვიდრე აპურებს, - განსაკუთრებით თუკი ისინი პატარები და ნაზები არიან.
თემა: ღმრთისმეტყველება, მრისხანება, გაღიზიანება, გულისწყრომა, ეგოიზმიავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები