სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები
სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები
კეთილმოღვაწე ადამიანები თანამოძმეთა დაცემისგანაც სარგებელს იღებენ: ასეთ შემთხვევებს იყენებენ, როგორც საიმედო მუხრუჭებს, რათა სიფრთხილე გამოიჩინონ და დამრეც ფერდობზე არ გადაიჩეხონ. მზაკვრები კი, სამწუხაროდ, სხვისი სათნოებიდანაც ვერ იღებენ სარგებელს, რადგან ამ სათნოებებს თავიანთ ენაზე თარგმნიან თავიანთი მზაკვრული ლექსიკონით. ამის გამო გონება კაცისმკვლელის სიბნელით ებინდებათ და სულიერად აზიანებენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც;
თემა: სათნოებები, სულიერი დაცემა, სიფრთხილეავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
უდიდესი კეთილკრძალულებით მრავალმოღვაწენი, რომლებმაც ერთგვარ ანგელოზებრივ მდგომარეობას მიაღწიეს და უკვე სამოთხის თაფლით საზრდოობენ, მაინც ვერაფერ მნიშვნელოვანს აკეთებენ ღვთისათვის იმასთან შედარებით, რაც ღმერთმა ჩვენთვის გაიღო, რადგან თავად თაფლს მიირთმევენ, მას კი ფიჭას უძღვნიან; თვითონ ტკბილ ნაყოფს ეწაფებიან, ღვთისათვის კი სასაკმეველით ხის ფისი მიაქვთ. ცხადია, რომ ვერაფერს ვაკეთებთ და ვერაფერს ვუძღვნით ღმერთს მისგან მიღებული წყალობისა წილ, თუმცა ღმერთი ჩვენი ნარეცხებიდან და ნეხვიდანაც კი მშვენიერ ნაყოფს გვიქმნის და ამით ვსაზრდოობთ, მაგრამ შემდეგ ჩვენ, წყეული ადამიანები, ამ მშვენიერ ნაყოფს კვლავ ნეხვად ვაქცევთ!
მოსაგრეობას შევრდომილი და მეცნიერმყოფელი თავისი ცოდვიანობისა და ღვთის მოწყალებისა, და აგრეთვე მის უდიდეს კეთილშემწყნარებლობას სასოებით მინდობილი, უშიშრად და ნაკლებ სხეულებრივი შრომით აღიყვანს საკუთარ სულს სამოთხეში, თუკი მას კეთილმოსურნეობა გააჩნია.
თემა: ღვთის წყალობა, მოწყალება, შრომა, ღმერთზე მინდობა, ცხონება, სასუფეველი, სამოთხეავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები
ისინი, რომლებსაც უნდათ, რომ სხვები მისთვის ირჯებოდნენ, თვითონ კი არავის არაფერს აძლევენ და ღმერთს მუდამდღე სთხოვენ, მისთვის კი ცოდვებსაც ვერ იმეტებენ (მონანიებით), ღვთისათვის სრულიად უცხოვდებიან და თვითონვე ებარებიან კაცისმკვლელს ხელში. რადგანაც მათ საკუთარი თავისადმი სიყვარული მოიმოღვაწეს, ამიტომ ბუნებრივია, რომ მათ სულში დიდი მოუსვენრობა აღმოცენდა და ჯოჯოხეთურ სატანჯველს უკვე ამ ცხოვრებაშივე ეზიარებიან.
მათ, ვისაც სიყვარული გააჩნიათ და სწორად მოღვაწეობენ, ყველა სიმძიმე სიყვარულით გადააქვთ; მოყვასის სიყვარულის გამო ყველაფერს იკლებენ და მათ სიმშვიდეს თვითონვე ეწირებიან, რადგან მოყვასი თვით ქრისტეა.
თემა: სიყვარული მოყვასისადმი, სიყვარულიავტორი: ბერი პაისი მთაწმინდელი
წყარო: სულის საწამლო ბალახები