სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები

სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ვინც თავის თავს მგრძნობიარეს უწოდებს და ამტკიცებს, რომ სიყვარული და დელიკატურობა გააჩნია და უსამართლობას ითმენს სხვა ადამიანთა მხრიდან, მაგრამ ამასთანავე ამბობს: "დაე, ღმერთმა მიუზღას", ის, თუმცა ამას ვერ ხვდება, მზაკვრისგან დაცინვას იმკის, რადგან ამგვარი ქმედება თავაზიანი კრულვაა. ამ ცხოვრებაში ყველა ადამიანი გამოცდას აბარებს, რათა მოხვდეს სხვა, მარადიულ ცხოვრებაში, მოხვდეს სამოთხეში. ზრახვა მეუბნება, რომ ეს თავაზიანი წყევლა-კრულვა სულიერ გასასვლელ ქულაზე დაბალია. ვინც თავის თავს მგრძნობიარეს უწოდებს და

ვინც უმიზეზოდ იტანჯება, იგი ქრისტეს ემსაგავსება. ასევე ნეტარია ის, ვინც თავისი ცოდვისათვის იტანჯება: იგი განკუთვნილ სასჯელს უკვე ამ ცხოვრებაშივე იხდის. ვინც უმიზეზოდ იტანჯება, იგი ქრისტეს

სახიერი უფალი მოწყალებას უხვად გვიგზავნის, და ცხადია, ყოველთვის ყველაფერს ჩვენთვის სასიკეთოდ აკეთებს. ღმერთმა მთელი სამყარო შექმნა ჩვენდა სამსახურად და მსხვერპლშესაწირად – მცენარეებიდან დაწყებული ცხოველებამდე და ფრინველებამდე, უმცირესიდან უმაღლესამდე; ადამიანისათვის, რათა მისთვის ხსნა მოეპოვებინა, თვითონაც კი გაიღო მსხვერპლად თავი, მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი ჩვენგანი უგულისყურო რჩება ღვთის ყველა სიკეთისადმი და აწყლულებს მას თავისი უზომო უმადურებითა და უგრძნობლობით, - მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა, ყველა სხვა სათნოებებთან ერთად, მემკვიდრეობითი სინდისიც მოგვანიჭა. სახიერი უფალი მოწყალებას უხვად გვიგზავნის, და

სინდისი ღვთის პირველ კანონს წარმოადგენს, რომელიც მან პირველქმნილ ადამიანთა გულებში ღრმად გამოსახა და რომელსაც შემდგომში ყოველი ჩვენგანი დაბადებიდანვე, როგორც ქსეროასლს, მშობლებისაგან ვიღებთ. ისინი, ვინც საკუთარ სინდისს ყოველდღიური თვითგამოკვლევით ხვეწენ, ამ სოფლისათვის თავს უკვე უცხოდ მიიჩნევენ. ამსოფლიური ამაოებით შეპყრობილ ადამიანებს კი მათი დახვეწილი, ფაქიზი ქმედებანი უცნაურად ეჩვენებათ. სინდისი ღვთის პირველ კანონს წარმოადგენს

ვინც საკუთარ სინდისს არ იკვლევს, სარგებელს ვერც სასულიერო საკითხავიდან და ვერც ბერ-მონაზვნების რჩევა-დარიგებიდან მიიღებს. მას არც საღვთო მცნებების დაცვა ძალუძს, რადგან უგრძნობელი ხდება. ვინც საკუთარ სინდისს არ იკვლევს, სარგებელს

მგრძნობიარე და მოშურნე ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ზედმიწევნით იმარხავენ, ჩვეულებრივ, უგრძნობელთა მხრიდან უსამართლობას განიცდიან, - თუმცა მათ სიყვარულის გამო ყოველთვის უთმობენ, - მაგრამ სამაგიეროდ მათთან შეუქცევად მყოფობს ღვთის სიყვარული. ხშირად, მაღალი მგრძნობიარობის შედეგად, საკუთარ თავს ისინი თვითონვე ტანჯავენ: გადამეტებულად აღიქვამენ საკუთარ მცირე შეცოდებებს ან სხვის შეცდომებს საკუთარ თავზე იღებენ. მაგრამ ღმერთი კვლავ ატკბობს მათ სამოთხისეული სათნოებებით და სულიერად აძლიერებს. მგრძნობიარე და მოშურნე ადამიანები, რომლებიც

ისინი, რომლებიც აწყლულებენ და ჩაგრავენ მგრძნობიარე ადამიანებს, შინაგანად ადამიანები აღარ არიან. ისინი, რომლებიც აწყლულებენ და ჩაგრავენ

ვინც სხვას ჩაგრავს, ის სამუდამოდ თავის თავს ჩაგრავს, ხოლო ვინც სიხარულით დაითმენს შეურაცხყოფებს, სამუდამო მისაგებელს დაიმსახურებს, თანაც ნამეტნევით. ვინც სხვას ჩაგრავს, ის სამუდამოდ თავის თავს

ყოველი ადამიანი იმ პატრონისაგან იღებს გასამრჯელოს, ვისაც ემსახურება. ვინც ქრისტესთვის მუშაობს, მისი საზღაური ასი წილი არის და ცხოვრება საუკუნო (მარკ. 10, 30), ხოლო ვინც შავ პატრონს ემსახურება, მისთვის მისივე პატრონი ცხოვრებას უკვე აქვე აშავებს. ყოველი ადამიანი იმ პატრონისაგან იღებს

ღმერთი, თავის ერთგულ შვილებს, რომლებიც ჯვრების ტარებაში თავის თანამოძმეებს ეხმარებიან, სულიერად აძლიერებს და საკუთარი ჯვრებისაგან (განსაცდელებისაგან) ათავისუფლებს. ღმერთი, თავის ერთგულ შვილებს, რომლებიც

სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები

2