სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები

სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ვინც იმ მძიმე ჯვრებზე ფიქრობს, რომლებსაც მართლები ატარებენ, თავისი მცირე განსაცდელების გამო გულს არასოდეს გაიტეხს, რადგან შეგნებული აქვს, რომ თუმცა მართლებზე მეტი ფეხდაცდენა ჰქონია ცხოვრებაში, მაგრამ იმათზე ნაკლებად იტანჯება. ვინც იმ მძიმე ჯვრებზე ფიქრობს, რომლებსაც

ღმერთი, თავის ერთგულ შვილებს, რომლებიც ჯვრების ტარებაში თავის თანამოძმეებს ეხმარებიან, სულიერად აძლიერებს და საკუთარი ჯვრებისაგან (განსაცდელებისაგან) ათავისუფლებს. ღმერთი, თავის ერთგულ შვილებს, რომლებიც

ვინც ტანჯვაში მყოფს უახლოვდება, ის ამით თავისთავად ღმერთს უახლოვდება, რამეთუ ღმერთი ყოველთვის თავის ტანჯულ შვილებთან მყოფობს. ვინც ტანჯვაში მყოფს უახლოვდება, ის ამით

სიკეთე ალბობს და აღებს გულს, როგორც ზეთი დაჟანგულ კლიტეს სიკეთე ალბობს და აღებს გულს, როგორც ზეთი

სათნო ადამიანი გულში ბოროტებას არ ინახავს, მაგრამ ასევე არ ინახავს იგი თავისთვის საკუთარ სიკეთესაც. ამიტომ არ გააჩნიათ მათ ლამაზი ნივთები და არც ამქვეყნიური სილამაზე აღელვებთ. ამ სახით წარმოაჩენენ ისინი მხურვალე ღვთის რწმენას და უაღრეს სიყვარულს. სათნო ადამიანი გულში ბოროტებას არ ინახავს

ძუნწმა, რომელმაც ხელები სიმდიდრეზე მოჭერით დაიზიანა, თავის გულსაც მოუჭირა ხელი და იგი ქვასავით გახადა. მას განსაკუთრებულად სჭირდება შეურვებულ ადამიანთა მონახულება, მათდამი თანაგრძნობის განცდა, და მაშინ იგი იძულებული გახდება თანდათან გახსნას თავისი ხელი. ამით მისი ქვის გული დალბილდება და ადამიანური გახდება. ასევე განეხუნება მისთვის ბჭენი სამოთხისანი. ძუნწმა, რომელმაც ხელები სიმდიდრეზე მოჭერით

ის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ემსახურებიან, მაგრამ ამპარტავნებით, თავიანთ სათნოებებს ისე აფუჭებენ, როგორც ერბო-კვერცხს, მასში მოხვედრილი სკორე: მაშინ ის მხოლოდ ტაფასთან ერთად გადასაგდებად თუ გამოდგება. ის ადამიანები, რომლებიც ქრისტეს ემსახურებიან

არავინაა მოწყალე ადამიანზე მეტად გონიერი, რომელიც მიწიერ ხრწნად საგნებს არიგებს და ყიდულობს უხრწნელს, ზეციურს. ზუსტად ასევე – არავინაა ანგარებამოყვარეზე უფრო უგუნური, რომელიც მუდმივად აგროვებს და მუდმივად კარგავს, სანამ, საბოლოოდ, თავის მიერ დაგროვილი სიმდიდრით თავისთვის ჯოჯოხეთს არ იყიდის. ვინც თავს სახმარი საგნების გამო კარგავს, მან სრულიად დაკარგა გონება, რადგან იგი ქრისტეს კარგავს. არავინაა მოწყალე ადამიანზე მეტად გონიერი

ვინც თავმდაბალი და მგრძნობიარე ადამიანის წინაშე თავს დაიმდაბლებს, დიდ სარგებელს მიიღებს. ხოლო თუ ისეთი ადამიანის წინაშე დამდაბლდები, ვინც არ იცის, თუ რა არის სიმდაბლე, რჩევას კითხავ მას, ან შენს ნაკლოვანებებს მოუყვები, ამით მას კიდევ უფრო ამპარტავანსა და თავხედს გახდი. ვინც თავმდაბალი და მგრძნობიარე ადამიანის

უმეტეს საცდურებს ჩვენ თვითონვე ვუქმნით საკუთარ თავს, როცა სხვებთან ურთიერთობისას საკუთარ "მეს" წარმოვაჩენთ, ანუ საკუთარი თავის ამაღლებას ვცდილობთ. არავინ ადის ზეცაზე მიწიერი ამაღლების გზით, არამედ – სულიერი დამდაბლებით. ვინც დაბლა დადის, ის ყოველთვის უსაფრთხოებაშია და არასდროს ეცემა. უმეტეს საცდურებს ჩვენ თვითონვე ვუქმნით

სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები

2