სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები

სულის საწამლო ბალახები - ციტატები, გამონათქვამები სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

ქრისტე სრული სიყვარულია, სიკეთე და ნუგეში. იგი არასოდეს გვაშთობს, პირიქით, უხვად გვაწოდებს სულიერ ჟანგბადს – საღმრთო ნუგეშს. ქრისტე სრული სიყვარულია, სიკეთე და ნუგეში.

ისინი, რომლებიც მრისხანების ვნებით არიან შეპყრობილნი, ან აღშფოთებას მოუცავთ და წუთისოფელს ამხელენ თითქოს იმისთვის, რომ ქვეყნად სიკეთე და სულიერი სიმყუდროვე მოიტანონ, ძლიერ ქარს ემსგავსებიან, რომელსაც სურს ზღვა დააწყნაროს, ემუქრება მას და ანთხევს მასზე მისგანვე ამოზიდულ აქაფებულ ტალღებს, ძირავს გემებს ღია ზღვაში და ყურეში. ისინი, რომლებიც მრისხანების ვნებით არიან

არასოდეს დავუშვათ უწმიდური ზრახვები და მუდამ სიკეთე ვაკეთოთ, თუ გვინდა, რომ ჩვენი გულის ცუდი ქარხანა კარგი გახდეს. არასოდეს დავუშვათ უწმიდური ზრახვები და მუდამ

ნუ ვეცდებით ვითომცდა სხვების დამშვიდებას, თუ თვითონვე არ გაგვაჩნია შინაგანი სულიერი სიმშვიდე. ნუ ვეცდებით ვითომცდა სხვების დამშვიდებას, თუ

ნუ მოვიყვანთ აღსარებაში შემამსუბუქებელ გარემოებებს, რადგან ჩვენი სინდისისათვის ისინი დამამძიმებელ გარემოებებად იქცევიან. ნუ მოვიყვანთ აღსარებაში შემამსუბუქებელ

ეგოისტისა და ურჩის დამორჩილება სიტყვებით არ არის მართებული, არამედ ლოცვებითა და მდაბალი ქმედებით, იმიტომ, რომ თუ ჩვენსავე აზრზე ვიდგებით, იგი გაცეცხლდება, ჩვენ კი ამაოდ დავშვრებით, ოფლად დავიღვრებით და ხასიათს გავიფუჭებთ. ეგოისტისა და ურჩის დამორჩილება სიტყვებით არ

განუსჯელი მოქმედება უმეტეს შემთხვევაში უფრო მეტ ბოროტებას წარმოშობს, ვიდრე გიჟების მოქმედება, რომლებიც ერთმანეთს თავებს უტეხენ. განსჯადობის არმქონე ადამიანები თავიანთი სიტყვებით მგრძნობიარე გულებს აწყლულებენ და ხშირად სასიკვდილო ჭრილობებს აყენებენ (სულებს სასოწარკვეთაში აგდებენ). განუსჯელი მოქმედება უმეტეს შემთხვევაში უფრო

ყოველი მართლმადიდებელი ადამიანი ვალდებულია სხვა რწმენის ადამიანებში კეთილი მოსურნეობა აღძრას, რომ იმათ გააცნობიერონ თავიანთი ცდომილება, თავი ამაოდ არ დაიმშვიდონ და არ დაკარგონ, როგორც ამ ცხოვრებაში მართლმადიდებლობის მდიდარი კეთილმოწყალება, ასევე შემდგომ ცხოვრებაშიც უაღრესი და მარადიული საღვთო წყალობა. ყოველი მართლმადიდებელი ადამიანი ვალდებულია

ის, ვინც ულმობლად უნდა განვსაჯოთ (და გვაქვს კიდევაც ამის უფლება) – ეს ჩვენი ბოროტი "მე" არის. თუ თვითონვე დავსჯით მას ამ ცხოვრებაში მის მიერ ჩადენილი ცოდვებისათვის და არ მოვიკვეთთ ამასთანავე საკუთარ ბოროტ სურვილებს, მაშინ ისინი სამუდამოდ დაგვტანჯავენ. ის, ვინც ულმობლად უნდა განვსაჯოთ (და გვაქვს

ჩვენთვის სრულიად არ არის აუცილებელი იმის ცოდნა, თუ როდის იქნება უფლის მეორედ მოსვლა, რადგან სიკვდილის შემდეგ ყველა იმის შესაბამისად იქნება გასამართლებული, რა მდგომარეობაშიც მას სიკვდილი ეწევა. ჩვენთვის სრულიად არ არის აუცილებელი იმის

სულის საწამლო ბალახები, წიგნი, ციტატები

2