ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. მაგრამ ყველას არ ესმის სიმართლის ძახილი, ხოლო ზოგიერთები უარყოფენ მას. სიმართლე ურჩია, იგი იყო და იქნება მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა მისდამი. იესო ქრისტე ამბობს: და სცნათ ჭეშმარიტი, და ...
იხილეთ სრულად
ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. მაგრამ ყველას არ ესმის სიმართლის ძახილი, ხოლო ზოგიერთები უარყოფენ მას. სიმართლე ურჩია, იგი იყო და იქნება მიუხედავად ჩვენი დამოკიდებულებისა მისდამი. იესო ქრისტე ამბობს: და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ (იოანე 8,31).
ჩვენი ძალა მდგომარეობს ჩვენი სულის სიდიადეში: ჩვენი მონასტრები, ტაძრები არა მხოლოდ თავიანთ პირდაპირ დანიშნულებას ასრულებდნენ, არამედ აკადემიები, სამეცნიერო და კულტურული ცენტრები იყვნენ. ეს იყო ზეიმი სულისა, ზეიმი მარადიული სიმართლ...
იხილეთ სრულად
ჩვენი ძალა მდგომარეობს ჩვენი სულის სიდიადეში: ჩვენი მონასტრები, ტაძრები არა მხოლოდ თავიანთ პირდაპირ დანიშნულებას ასრულებდნენ, არამედ აკადემიები, სამეცნიერო და კულტურული ცენტრები იყვნენ. ეს იყო ზეიმი სულისა, ზეიმი მარადიული სიმართლისა. სწორედ ამ სიმართლეს მივყევართ დღეს წინ და გვეძახის არა მარტო ჩვენ, არამედ ყველას. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. მაგრამ ყველას არ ესმის სიმართლის ძახილი, ხოლო ზოგიერთები უარყოფენ მას. სიმართლე ურჩია, იგი იყო...
მოგიწოდებთ თქვენ, ჩემო სულიერო შვილებო, ნუ მიმართავთ აბორტს, ნუ ჩაიდენთ ამ საზარელ ცოდვას. გახსოვდეთ, რომ აბორტი არის მკვლელობა უდანაშაულო და უმწეო ვაჟისა თუ ქალისა. არცერთ მტერს არ ამოუწყვეტია იმდენი ადამიანი, რამდენიც ამ შემზარა...
იხილეთ სრულად
მოგიწოდებთ თქვენ, ჩემო სულიერო შვილებო, ნუ მიმართავთ აბორტს, ნუ ჩაიდენთ ამ საზარელ ცოდვას. გახსოვდეთ, რომ აბორტი არის მკვლელობა უდანაშაულო და უმწეო ვაჟისა თუ ქალისა. არცერთ მტერს არ ამოუწყვეტია იმდენი ადამიანი, რამდენიც ამ შემზარავი დანაშაულით გაწყვეტილა. ნუ შეგაშინებთ შვილების სიმრავლე, ღმერთი მოგცემთ თქვენ ძალასა და შესაძლებლობას გაზარდოთ ისინი ჩვენი ერისათვის.