კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები
კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2) - ციტატები, გამონათქვამები კიბე ანუ კლემაქსი (ნაწილი 2), წიგნი
18. ერთ ამპარტავან ყრმას სულიერი მოხუცებული განსწავლიდა, მან კი სიბრმავით მიუგო: - შემინდე, მამაო, მე ამპარტავანი არა ვარ. - ყოვლადბრძენმა ბერმა კი უთხრა: - შეგინდოს უფალმა, თუ რამ შეგიცოდავს, შვილო, ნამდვილად დამარწმუნე, რომ ამპა... იხილეთ სრულად
სამარცხვინოა, თუ სხვათა სამკაულებით იწონებ თავს, და უკიდურესი უგუნურებაა ღვთის საჩუქრებით ამპარტავნობდე
თუ რაიმე ნიჭი გაგაჩნდა დაბადებამდე, ქვეყნად მოსვლის შემდეგ იმით იამაყე. თუ არადა - შობის შემდეგ ყოველგვარი ნიჭი ხომ ღვთისგან მოგეცა, ისევე, როგორც თვით შობა და არარსობისგან არსად მოყვანა მოგემადლა
რომელი სათნოებაც გონების გარეშე აღასრულე, მხოლოდ ის სათნოებებია შენი და მით აღიმაღლე თავი, ხოლო რისთვისაც გონება მოიხმარე, ისინი შენი არ არის, რადგან გონება ღვთისაგან მოგეცა; რა ღვაწლიც შენი ხორცის გარეშე გიტვირთავს, მხოლოდ ისინია... იხილეთ სრულად
ხსნის იმედი ნუ გექნება, ვიდრემდის არ მოისმენ საბოლოო განაჩენს; გახსოვდეს იგი, ვისაც მას შემდეგ, რაც ქორწილში შევიდა და თანამესუფრეებთან იჯდა, ხელ-ფეხი შეუკრეს და ბნელ გარესკნელში გააგდეს
ჰოი შენ, თიხავ და მიწისგან შექმნილო, თავს ნუ აიმაღლებ, რაც არ უნდა ბევრი იღვაწო, რადგან მრავალი უსხეულო და უხორცო გადმოვარდა ზეციდან
როდესაც ეშმაკი თავის მსახურთა შორის ადგილს დაიმკვიდრებს, ძილში გამოეცხადება მათ, ან მღვიძარეთაც - ანგელოზის ან მოწამეთა სახით, დაფარულს ამცნობს და თითქოსდა მადლს მიანიჭებს, რათა შეაცდინოს ეს უბადრუკნი და სრულიად დააკარგინოს გონება
ქრისტესთვის მრავალგზისაც რომ მოვკვდეთ, ჩვენს ვალს მაინც ვერ გადავიხდით, რადგან სხვა არის ღვთის სისხლი და სხვა - მონისა - მათი ირსებით და არა - ბუნებით
იცოდეთ, ძმებო, თუ საკუთარ თავს გავჩხრეკთ, ვნახავთ, რომ პირველ მამათა კვალს კი არ მივდევთ, არც მონაზვნობის აღთქმას ვასრულებთ ჯერისამებრ, არამედ, თუ კარგად დავაკვირდბით, ჯერაც ქვეყნიერი ვნებებით ვართ შეპყრობილნი