ქრისტიანულად ცხოვრებას ბევრი ცდილობს, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების ყველაზე არსებით მხარეს უყურადღებოდ ტოვებენ და ჩერდებიან უადვილესზე, ხილულსა და გარეგნულზე, ასეთი არასრული და არასწორი აღზრდა ისეთ პიროვნებას აყალიბებს, რომელიც კეთ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანულად ცხოვრებას ბევრი ცდილობს, მაგრამ ქრისტიანული ცხოვრების ყველაზე არსებით მხარეს უყურადღებოდ ტოვებენ და ჩერდებიან უადვილესზე, ხილულსა და გარეგნულზე, ასეთი არასრული და არასწორი აღზრდა ისეთ პიროვნებას აყალიბებს, რომელიც კეთილმსახური ცხოვრების ყველა დადგენილ წესს ზედმიწევნით ზუსტად იცავს, მაგრამ გულის შინაგან აღძვრას და შინაგანი სულიერი ცხოვრების ჭეშმარიტ ღირებულებებს ნაკლებ ყურადღებას უთმობს, ან მთლიანად უყურადღებოდ ტოვებს. მართალია, ასეთი...
შეიცნობს რა ქრისტიანული ცხოვრების არსს, ვერ პოულობს მას საკუთარ თავში და ამის მისაღწევად იწყებს გონებრივ შრომას: კითხულობს, მსჯელობს, საუბრობს. ამავე დროს ის ჭეშმარიტი აზრი, რომ ცხონება იესო ქრისტესთან შერწყმას გულისხმობს, მას სხვ...
იხილეთ სრულად
შეიცნობს რა ქრისტიანული ცხოვრების არსს, ვერ პოულობს მას საკუთარ თავში და ამის მისაღწევად იწყებს გონებრივ შრომას: კითხულობს, მსჯელობს, საუბრობს. ამავე დროს ის ჭეშმარიტი აზრი, რომ ცხონება იესო ქრისტესთან შერწყმას გულისხმობს, მას სხვადასხვა სახით წარმოუდგება, რასაც განიხილავს კიდეც, მაგრამ ყველაფერი ეს ჯერჯერობით მის გულთან ახლოს არ მიდის, არ შეიგრძნობა და შედეგიც არ მოაქვს.
მოშურნეობით ასეთნაირად აღვსილი, ის შინაგანისაკენ მიემართება და როგორ ფიქრობთ, რას ნახავს იქ? პოულობს აზრების უწყვეტ ხეტიალს, განუწყვეტელ ვნებიან მიდრეკილებებს, გულის უგრძნობელობას და სიცივეს, მორჩილებისადმი წინააღმდეგობას და უმოქმ...
იხილეთ სრულად
მოშურნეობით ასეთნაირად აღვსილი, ის შინაგანისაკენ მიემართება და როგორ ფიქრობთ, რას ნახავს იქ? პოულობს აზრების უწყვეტ ხეტიალს, განუწყვეტელ ვნებიან მიდრეკილებებს, გულის უგრძნობელობას და სიცივეს, მორჩილებისადმი წინააღმდეგობას და უმოქმედობას, სურვილს, აკეთოს ყველეფრი თავისებურად; ერთი სიტყვით, საკუთარ თავში ყველაფერს ძველებურად ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოაჩენს. ისევ თავიდან აღინთება მოშურნეობით, ის ახლა უკვე შრომას თავისი შინაგანი ცხოვრებისაკენ, გუ...
"ნუ სცემთ ადგილსა ეშმაკსა" (ეფეს. 4, 27). ეშმაკს არა აქვს სულთან მისადგომი, ტუ ის რაიმე ვნებით არ იკვებება. სული ამ დროს ნათლითაა აღვსილი და ეშმაკი თვალს ვერ უსწორებს მას. ხოლო თუ სული რაიმე ვნებით განიმსჭვალება, მაშინ ნათელი ცხრე...
იხილეთ სრულად
"ნუ სცემთ ადგილსა ეშმაკსა" (ეფეს. 4, 27). ეშმაკს არა აქვს სულთან მისადგომი, ტუ ის რაიმე ვნებით არ იკვებება. სული ამ დროს ნათლითაა აღვსილი და ეშმაკი თვალს ვერ უსწორებს მას. ხოლო თუ სული რაიმე ვნებით განიმსჭვალება, მაშინ ნათელი ცხრება და ეშმაკს საშუალება ეძლევა გაბატონდეს მასზე. ორი მთავარი უკეთური მოძრაობა იმონებს სულს: ნდომა და გაღიზიანება. ვისაც მტერი ნდომით აღძრავს, მას ტოვებს კიდევაც მასში, ვინც არ დაჰყვება ნდომას, ჩქარობს მრისხანბით აღაგზნოს ...
გავიხსენოთ, როგორ მოქმედებენ მტრის განსაცდელები. მტრის მიერ მახვილის მოქნევა აზრის ჩათესვას ნიშნავს, იმ იმედით, რომ გული მას თანაგრძნობით გამოეხმაურება, რის საფუძველზეც ის შემდეგ ძლიერ განსაცდელს მოგვივლენს. მაგალითად, თვალწინ დაგ...
იხილეთ სრულად
გავიხსენოთ, როგორ მოქმედებენ მტრის განსაცდელები. მტრის მიერ მახვილის მოქნევა აზრის ჩათესვას ნიშნავს, იმ იმედით, რომ გული მას თანაგრძნობით გამოეხმაურება, რის საფუძველზეც ის შემდეგ ძლიერ განსაცდელს მოგვივლენს. მაგალითად, თვალწინ დაგვიყენებს შეურაცხმყოფელის სახეს, რითაც მტერი მახვილს გვიღერს. თუ ამას გული შეურაცხმყოფელის მიმართ უსიამოვნო გრძნობით უპასუხებს, ეს ნიშნავს, რომ მახვილმა ჩვენი სულის სხეულში გაიარა და დაჭრა იგი. მაშინვე მიეახლება ჩვენს სულ...
საერთოდ, წესად გქონდეთ, თუ რა არის თქვენთვის დასაშვები, განსაზღვრეთ იმ ზემოქმედების მიხედვით, რასაც ის ახდენს თქვენს შინაგანზე. რაც მას აღაშენებს, ჰქმენით, ხოლო რაც არღვევს, აღიკრძალეთ და ეკრძალენით. საღად მოაზროვნე რომელი თქვენგა...
იხილეთ სრულად
საერთოდ, წესად გქონდეთ, თუ რა არის თქვენთვის დასაშვები, განსაზღვრეთ იმ ზემოქმედების მიხედვით, რასაც ის ახდენს თქვენს შინაგანზე. რაც მას აღაშენებს, ჰქმენით, ხოლო რაც არღვევს, აღიკრძალეთ და ეკრძალენით. საღად მოაზროვნე რომელი თქვენგანი გაიწვდის ხელს ჭიქა წყლისაკენ, რომელშიც შხამია ჩაწვეთებული? ვინ მოიქცევა ასე?!
თუ უკეთური აზრები გვასხმიან, უნდა მოვარიდოთ მას გონების თვალი, უფალს მივმართოთ და მისი სახელით ვდევნოთ ისინი. თუკი აზრი გულს შეეხება, ვგმემოთ საკუთარი თავი და ვევედროთ უფალს, შეგვიწყალოს; მანამ ვიგვემოთ თავი, სანამ გულში საპირისპი...
იხილეთ სრულად
თუ უკეთური აზრები გვასხმიან, უნდა მოვარიდოთ მას გონების თვალი, უფალს მივმართოთ და მისი სახელით ვდევნოთ ისინი. თუკი აზრი გულს შეეხება, ვგმემოთ საკუთარი თავი და ვევედროთ უფალს, შეგვიწყალოს; მანამ ვიგვემოთ თავი, სანამ გულში საპირისპირო გრძნობა არ აღიძვრება, მაგალითად, განკითხვის ნაცვლად სხვისი განდიდების ან, უკიდურეს შემთხვევაში, მისდამი პატივისცემის გულითადი გრძნობა...
აი, ამიტომ გულში უფლის ფერხთით წინასწარ უნდა გვქონდეს წყნარი ადგილი შემზადებული....
მთავარი ისაა, რომ ძალამხოლოდ ღვთისადმი განუწყვეტელ გრძნობაშია, რომელიც ყოველმხრივი სსაშუალებებით უნდა გაღვივდეს. ესაა კანონი! თუ ეს გრძნობა არსებობს, მაშინ ყველა კანონი ამ ერთით იცვლება და, თუ ის არ არსებობს, მაშინ მას ვერანაირი კ...
იხილეთ სრულად
მთავარი ისაა, რომ ძალამხოლოდ ღვთისადმი განუწყვეტელ გრძნობაშია, რომელიც ყოველმხრივი სსაშუალებებით უნდა გაღვივდეს. ესაა კანონი! თუ ეს გრძნობა არსებობს, მაშინ ყველა კანონი ამ ერთით იცვლება და, თუ ის არ არსებობს, მაშინ მას ვერანაირი კითხვა და შრომა ვერ შეცვლის. ლოცვითი მეტყველება იმისთვისაა დადგენილი, რომ ეს გრძნობა გამოკვეთოს და, თუ არ კვებავს, მაშინ ის ფუჭი შრომაა, სარგებლის გარეშე. ეს გარეგანი შესამოსელია, რომლის ქვეშაც არ არსებობს სხეული და რომელ...
მარხვის კანონი ასეთია: განეშორე ყველაფერს, და გონებით და გულით ღმერთში იყავი, ყოველგვარი პირადი სარგებელი მოიკვეთე, არამარტო სხეულებრივი, არამედ სულიერი, ყველაფერი ღვთის სადიდებელად და მოყვასის საკეთილდღეოდ აღასრულე, ხალისით და სი...
იხილეთ სრულად
მარხვის კანონი ასეთია: განეშორე ყველაფერს, და გონებით და გულით ღმერთში იყავი, ყოველგვარი პირადი სარგებელი მოიკვეთე, არამარტო სხეულებრივი, არამედ სულიერი, ყველაფერი ღვთის სადიდებელად და მოყვასის საკეთილდღეოდ აღასრულე, ხალისით და სიყვარულით იტვირთე შრომა და მარხვის აკრძალვები საკვებში, ძილში, მოსვენებაში, მანუგეშებელ ურთიერთსაუბრებში: ყველაფერი ზომიერად აღასრულე, რათა თვალში არავის ხვდებოდეს და არ გართმევდეს ძალა ლოცვითი კანონი აღსასრულებლად.
მეკითხებით, ვისაუბროთ თუ არა სხვებთან სულიერი ცხოვრების შესახებ? ისაუბრეთ, მხოლოდ საკუთარი არ წარმოაჩინოთ, ზოგადად იმსჯელეთ; ეცადეთ გაითავისოთ მისი მდგომარეობვა, ვინც კითხვას გისვამთ. ხდება ისეც, რომ ზოგიერთი მხოლოდ იმიტომ იწყებს ...
იხილეთ სრულად
მეკითხებით, ვისაუბროთ თუ არა სხვებთან სულიერი ცხოვრების შესახებ? ისაუბრეთ, მხოლოდ საკუთარი არ წარმოაჩინოთ, ზოგადად იმსჯელეთ; ეცადეთ გაითავისოთ მისი მდგომარეობვა, ვინც კითხვას გისვამთ. ხდება ისეც, რომ ზოგიერთი მხოლოდ იმიტომ იწყებს ამ საკითხზე საუბარს, რომ ილაპარაკოს. და ეს უკეთესია, ვიდრე რაიმე ცხოვრებისეული და ამაო საუბრები. როდესაც ორნი არა ხართ და სხვას ესაუბრებიან, თუ გსურთ, შეგიძლიათ მდუმარება დაიცვათ. თუ საჭიროების გამო ვინმესთან მიდიხართ და...