უფალს სურს, ჩვენი გულების საუკეთესო ნაწილში შევუშვათ იგი, რათა დავუკავშირდეთ იმ მადლს, რომლის შესახებაც სწორედ ახლა ვსაუბრობდით. თუკი აქამდე არ გვიყვარდა იგი – როგორც საჭიროა, მაშინ მოვინანიოთ ეს საქციელი, აღმოვფხვრათ ჩვენი დაუდევ...
იხილეთ სრულად
უფალს სურს, ჩვენი გულების საუკეთესო ნაწილში შევუშვათ იგი, რათა დავუკავშირდეთ იმ მადლს, რომლის შესახებაც სწორედ ახლა ვსაუბრობდით. თუკი აქამდე არ გვიყვარდა იგი – როგორც საჭიროა, მაშინ მოვინანიოთ ეს საქციელი, აღმოვფხვრათ ჩვენი დაუდევრობა და ყველაზე ღრმად შემოვუშვათ უფალი ჩვენს გულში. მაშინ შევძლებთ, შევიგრძნოთ მისი ღვთაებრივი სიყვარულის სიტკბო. გადავიხადოთ იმ დროის სანაცვლოდ, როცა არ გვიყვარდა უფალი, რადგან უკანმოუხედავად დავკარგეთ იგი და ნეტარ ავგუ...
ჩვენ უფალი უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სიკეთე, რადგან მასში უხვადაა ყველა სხვა დანარჩენი სრულყოფილება: სილამაზე, სიბრძნე, სიწმიდე, ძლიერება, დიდება, მადლიერება, უსასრულობა, ცხოვრება, მშვიდობა, თავისუფლება, მე...
იხილეთ სრულად
ჩვენ უფალი უფრო მეტად უნდა გვიყვარდეს, ვიდრე ნებისმიერი სხვა სიკეთე, რადგან მასში უხვადაა ყველა სხვა დანარჩენი სრულყოფილება: სილამაზე, სიბრძნე, სიწმიდე, ძლიერება, დიდება, მადლიერება, უსასრულობა, ცხოვრება, მშვიდობა, თავისუფლება, მეფობა, სამართლიანობა და ცხონება. ყველაფერი ეს არაა უფალი, მაგრამ არის უფალში. იგი უსასრულოდ მაღლაა ყოველივე ამათზე. როგორც წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს: "თვით ღმერთი უსაზღვროდ მეტად მიუწვდომელია, ვიდრე ის, რასაც იგი ა...
შევიყვაროთ უფალი "მთელი სულით, მთელი სიმტკიცით და მთელი ჩვენი გონებით" და ვეცადოთ, არასდროს შემოვუშვათ ჩვენს გულში რაიმე ცოდვა. უფალი მრავალი საშუალებით გვაქეზებს სიყვარულისკენ – ან გვარიგებს, ან მარადიული ტანჯვით გვაშინებს – მაშ,...
იხილეთ სრულად
შევიყვაროთ უფალი "მთელი სულით, მთელი სიმტკიცით და მთელი ჩვენი გონებით" და ვეცადოთ, არასდროს შემოვუშვათ ჩვენს გულში რაიმე ცოდვა. უფალი მრავალი საშუალებით გვაქეზებს სიყვარულისკენ – ან გვარიგებს, ან მარადიული ტანჯვით გვაშინებს – მაშ, მოდით ვილოცოთ, რათა მოგვეცეს ძალა მისი სიყვარულისა. ვთქვათ, ნეტარ ავგუსტინესთან ერთად: "შენ გვავალებ, გვიყვარდე, მაშ, მომეცი ის, რასაც მავალებ!"
ჩვენ ორში ერთი უნდა ავირჩიოთ, მესამე არ მოგვეცემა – ან მადლიერებით მივიღოთ უფლის შემწველი სიყვარული აქაც და სამოთხეშიც, ან მასზე უარის თქმით მარად ვიწვოდეთ ჯოჯოხეთის ცეცხლში. ერთი ცეცხლი მაცხოვნებელი და სულის ჩამდგმელია, მეორე კი ...
იხილეთ სრულად
ჩვენ ორში ერთი უნდა ავირჩიოთ, მესამე არ მოგვეცემა – ან მადლიერებით მივიღოთ უფლის შემწველი სიყვარული აქაც და სამოთხეშიც, ან მასზე უარის თქმით მარად ვიწვოდეთ ჯოჯოხეთის ცეცხლში. ერთი ცეცხლი მაცხოვნებელი და სულის ჩამდგმელია, მეორე კი – მტანჯველი და მომაკვდინებელი. მაშ, რატომ არ შეგვიძლია ჩვენ – უგუნურებს, არ გავიგოთ ეს და რატომაა, რომ ღვთაებრივი სიყვარულის სულისჩამდგმელ ცეცხლს ჯოჯოხეთის მომაკვდინებელი კოცონი გვირჩევნია? სიყვარულზე, რომელსაც უფლის მიმ...
უფლის გასაოცარი თავმდაბლობა შეგვიძლია დავინახოთ მცნებაში სიყვარულის შესახებ. უფალმა გვიბრძანა მისი სიყვარული ისე, თითქოს მას ესაჭიროება ჩვენი სიყვარული. ჩვენ კი იმდენად უგრძნობნი ვრჩებით, რომ ვერც კი ვამჩნევთ მის მადლმოსილებას.
ცოდვილები სწორედ იმიტომ იწვნევენ უდიდეს ტანჯვას, რომ არ უყვარდათ უფალი, როგორც მან დაგვიკანონა ჩვენ. ისინი არღვევდნენ მის მცნებებს და სწორედ ამით დაიჩრდილეს თავი უფლის სიყვარულისაგან. როგორც ამბობს წმიდა ისააკ ასური: "სიყვარულის შ...
იხილეთ სრულად
ცოდვილები სწორედ იმიტომ იწვნევენ უდიდეს ტანჯვას, რომ არ უყვარდათ უფალი, როგორც მან დაგვიკანონა ჩვენ. ისინი არღვევდნენ მის მცნებებს და სწორედ ამით დაიჩრდილეს თავი უფლის სიყვარულისაგან. როგორც ამბობს წმიდა ისააკ ასური: "სიყვარულის შოლტით იშოლტებიან ტანჯულნი გეენიაში – ისინი, ვინც დაუძლურდნენ სიყვარულის საწინააღმდეგო ცოდვით, იტანჯებიან ისეთი საშინელი ტანჯვით, რომელიც ნებისმიერ სხვა, ყველაზე საშინელ ჭირზე მეტია" (სიტყვა 84-ე).
თუ უფალმა იმისთვის გამოგვისყიდა, რომ გვიყვარდეს იგი, მაშინ ჩვენი ვალია, განუწყვეტლივ ვილოცოთ, რათა გვქონდეს უნარი, საქმეში გამოვავლინოთ ეს საუკეთესო სათნოებანი. და ამის შემდეგ, როდესაც მან გვამცნო, გვიყვარდეს იგი, როგორ შეგვიძლია,...
იხილეთ სრულად
თუ უფალმა იმისთვის გამოგვისყიდა, რომ გვიყვარდეს იგი, მაშინ ჩვენი ვალია, განუწყვეტლივ ვილოცოთ, რათა გვქონდეს უნარი, საქმეში გამოვავლინოთ ეს საუკეთესო სათნოებანი. და ამის შემდეგ, როდესაც მან გვამცნო, გვიყვარდეს იგი, როგორ შეგვიძლია, ყურადღება არ მივაქციოთ ამ მცნებას?
მოყვასის სიყვარული და ნებისმიერი სხვა სათნოება უფლის სიყვარულიდან მომდინარეობს. ნებისმიერი სათნოება, რომელსაც საფუძველში სიყვარული არ აქვს, სიძულვილზეა დაფუძნებული. სიყვარული პირველი სათნოებაა, რადგან იგი ყველა დანარჩენისაგან განს...
იხილეთ სრულად
მოყვასის სიყვარული და ნებისმიერი სხვა სათნოება უფლის სიყვარულიდან მომდინარეობს. ნებისმიერი სათნოება, რომელსაც საფუძველში სიყვარული არ აქვს, სიძულვილზეა დაფუძნებული. სიყვარული პირველი სათნოებაა, რადგან იგი ყველა დანარჩენისაგან განსხვავებით ადამიანს თავისუფლებას ანიჭებს; ასევე, იმიტომ რომ, თუ ადამიანს სურს, შეუძლია დაუსრულებლად სრულ იქმნას მასში. იგი პირველია იმიტომ, რომ გვევლინება "უმაღლეს სიღრმედ", რომლის მიღწევაც კი შეუძლია ადამიანს. დაბოლოს, იგ...
პირველი მცნებათა შორის არის სიყვარულის მცნება: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა შენითა. ეს არს დიდი და პირველი მცნებაი" (მთ. 22, 37-38). იგი იმიტომაა პირველი, რომ აღმსარებელია მთელი რჯულისა, ქრისტიანული...
იხილეთ სრულად
პირველი მცნებათა შორის არის სიყვარულის მცნება: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა შენითა. ეს არს დიდი და პირველი მცნებაი" (მთ. 22, 37-38). იგი იმიტომაა პირველი, რომ აღმსარებელია მთელი რჯულისა, ქრისტიანული ზნეობის საფუძველი და სრულყოფილებაა და ამიტომ თავკიდური ლოდი უნდა იყოს ქრისტიანთა გულებში.
დაფიქრდი, საყვარელო, სამ სერიოზულ მიზეზზე, რომლებიც გვაქეზებენ, ან უკეთ, გვაიძულებენ, გვიყვარდეს უფალი. პირველი მათ შორის არის უფლის ბრძანება, გვიყვარდეს იგი; მეორე – ის, რომ იგი ყველაზე მეტადაა სიყვარულის ღირსი, და მესამე – მისი ...
იხილეთ სრულად
დაფიქრდი, საყვარელო, სამ სერიოზულ მიზეზზე, რომლებიც გვაქეზებენ, ან უკეთ, გვაიძულებენ, გვიყვარდეს უფალი. პირველი მათ შორის არის უფლის ბრძანება, გვიყვარდეს იგი; მეორე – ის, რომ იგი ყველაზე მეტადაა სიყვარულის ღირსი, და მესამე – მისი მოწოდება იმისკენ, რომ ჩვენ ჩვენი სიყვარულის გზით შეგვეძლოს, მივაღწიოთ მის ჩვენდამი სიყვარულსაც, რომელიც ხსნის უთვალავ მადლს.