თუკი ჩვენი არჩევანი ეშმაკთან ბრძოლაა, ბრძოლა რატომ გვიკვირს? ჩვენი მონდომების ლამპარი ანთებული გვქონდეს და მოთმინებითა და სიფხიზლით დაველოდოთ უფალ იესოს მოსვლას.
გახსოვდეს, რომ ყოველდღე ჯვრის ტვირთვა გვმართებს, რაც მწუხარებას, შრომას, განსაცდელებსა და ყოველგვარ საეშმაკო მოქმედებას ნიშნავს. განა რომელიმე წმინდანს მიწიერი გზა და ბნელი ბილიკები მწუხარებისა და საფრთხის გარეშე გაუვლია? და თუ ჩვ...
იხილეთ სრულად
გახსოვდეს, რომ ყოველდღე ჯვრის ტვირთვა გვმართებს, რაც მწუხარებას, შრომას, განსაცდელებსა და ყოველგვარ საეშმაკო მოქმედებას ნიშნავს. განა რომელიმე წმინდანს მიწიერი გზა და ბნელი ბილიკები მწუხარებისა და საფრთხის გარეშე გაუვლია? და თუ ჩვენ უფალმა იმავე გზის გასავლელად მოგვიწოდა, განსაკუთრებული რა არის ამაში?
იღვაწეთ მხნედ და ღვთისადმი სასოებით. ზოგჯერ ეშმაკი ამსოფლიური გულისთქმებით დაგესხმებათ თავს, მაგრამ თქვენ ფხიზელი მეომრის პოზიცია დაიკავეთ, რომ სულიერი რული არ მოგერიოთ და ეშმაკის მსხვერპლნი არ გახდეთ. ფრთხილად იყავით, რადგან მტერ...
იხილეთ სრულად
იღვაწეთ მხნედ და ღვთისადმი სასოებით. ზოგჯერ ეშმაკი ამსოფლიური გულისთქმებით დაგესხმებათ თავს, მაგრამ თქვენ ფხიზელი მეომრის პოზიცია დაიკავეთ, რომ სულიერი რული არ მოგერიოთ და ეშმაკის მსხვერპლნი არ გახდეთ. ფრთხილად იყავით, რადგან მტერი გაშმაგებული ღრიალებს, რომ ბილწი ვნებებით შებღალოს და დაგლიჯოს ვინმე.
შვილებო, საკუთარი ნებისა და სურვილების მსხვერპლად შეწირვით ომი უნდა გამოვუცხადოთ ეშმაკს, ამ სოფელს, ჩვენს ცუდ მიდრეკილებებსა და უძლურებებს. ვნებიანმა ძველმა ადამიანმა (რომ. 6, 6) ჩვენი გული უნდა დატოვოს, რომ იშვას უფლისმიერი ადამი...
იხილეთ სრულად
შვილებო, საკუთარი ნებისა და სურვილების მსხვერპლად შეწირვით ომი უნდა გამოვუცხადოთ ეშმაკს, ამ სოფელს, ჩვენს ცუდ მიდრეკილებებსა და უძლურებებს. ვნებიანმა ძველმა ადამიანმა (რომ. 6, 6) ჩვენი გული უნდა დატოვოს, რომ იშვას უფლისმიერი ადამიანი გულისა და სხეულის უვნებობითა და სიწმინდით.
ვინ არის ბრძენი და გაიგებს ამას? (ფსალმ. 106, 43) ვინ იქნება ის, ვინც აჯანყების დროშას აღმართავს, ლომივით დაიღრიალებს მტრის წინააღმდეგ და გამარჯვებას მოიპოვებს?