წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები

კაცი მდაბალი და ღვთისმოსავი, ოდესცა მას შეემთხვევა რომელიმე უბედურება, თუმცა სტირის და სწუხს, გარნა ბოლოს შეიკრებს რა გონებასა და გრძნობასა, იწყებს გულში განზრახვად: უთუოდ ჩემდა განსაცდელად და განსაწმენდელად მოავლინა ღმერთმან ეს უბედურება; მე ღირსი ვარ არა თუ ესრეთისა, არამედ ამაზედ უდიდესისა სასჯელისა. და ესრეთ მწუხარება ასწავლის მას სიმდაბლესა და მოთმინებასა. კაცი მდაბალი და ღვთისმოსავი, ოდესცა მას

მრავალგზის, მრავალთა პირთაგან გამოცდილ არს, რომელ ყოველი ამ სოფლის ჭირი და იწროება ფრიად განსწმენდს გულსა კაცისასა, უკეთუ მან სულგრძელებით მოითმინა იგი. მრავალგზის, მრავალთა პირთაგან გამოცდილ არს

რა სარგებლობას მისცემს კაცსა ჯვარის ზიდვა? ეს აღგვიხსნა ყოვლად გამოცდილმან ამ საქმეში პავლე (პავლე მოციქულმა), მეტყველმან: „ქრისტესთა მათ (ანუ ქრისტეს მოწაფეთა), ხორცნი თვისნი ჯვარს აცვნეს ვნებითურთ და გულისთქმით“; ანუ სხვაგან: „ჯვარითა უფლისა იესო ქრისტესითა სოფელი ჩემდამო ჯვარცმულ არს და მე სოფლისა. სოფელი საღვთო წერილში ნიშნავს ყოველსა ცოდვასა და ვნებასა. მაშასადამე, ცოდვა და ვნება კაცის გულში მოისპობა ჯვარის ზიდვითა. რა სარგებლობას მისცემს კაცსა ჯვარის ზიდვა? ეს

თუ პავლესთვის საჭიროდ შერაცხა ღმერთმან ზიდვა ჯვარისა, შენ ვინ ხარ, ძმაო ჩემო, რომ თვინიერ მწუხარებისა ხვიდოდე შემდგომად ქრისტესა და იქმნე მოწაფე მისი? რისთვის განაჩინა ღმერთმან ესრეთ? რისთვის არის რომ მხოლოდ მწუხარებითა და მოთმინებითა ძალუძს კაცსა სვლა შემდგომად ქრისტესსა? ეს ღმეთმან კი არ განაჩინა, ძმაო, არამედ თვით ჩვენმა სიცოდვემ და სიბოროტემ. ღმერთმა სამოთხის ცხოვრება და ნუგეში დაუნიშნა კაცსა თვით ამ ქვეყანასა ზედა; გარნა ცოდვამან ჩვენმან და ბოროტებამან გვიყო ესე, რომელ ახლა აღარ შეიძლება ნუგეშითა და ნეტარებითა განტარება სოფლიურის ცხოვრებისა. ახლა მხოლოდ ჯვარის ზიდვით შეიძლება მოპოვება სამოთხის ნეტარებისა. თუ პავლესთვის საჭიროდ შერაცხა ღმერთმან ზიდვა

წმიდა იყო და სულის წმიდისაგან განათლებული მოციქული პავლე; რაღა საჭირო იყო მისთვის ჯვარის ზიდვა? გარნა რას მოგვითხრობს, იგი ჩვენდა განსაკვირვებლად? მოგვითხრობს, რომ მას სჭირდა ერთი საშინელი სნეულება, რომელი ფრიად სტანჯვიდა სხეულსა მისსა. სამჯერ მხურვალედ ევედრა ღმერთსა, რათა განათავისუფლოს იგი მისგან, გარნა რა უპასუხა ღმერთმან? – „საკმაო არს შენდა მადლი იგი ჩემი, რომელი მოგეც; ძალი ჩემი უძლურებასა შინა აღსრულდება“. და ესრეთ არ ისმინა ლოცვა მისი. წმიდა იყო და სულის წმიდისაგან განათლებული

ღმერთმან ყოველს კაცს თავისი ჯვარი დაუნიშნა: ერთს სიღარიბე, მეორეს სნეულობა; ზოგს სიკვდილი მოყვასთა, სხვას უსამართლოება მსაჯულთა. გარნა თუ კაცმან ჭეშმარიტად უარჰყო თავი თვისი და შეუდგა ქრისტესა, მაშინ არა თუ სიღარიბე და იწროება, არამედ თვით დიდი პატივი და მაღალი ხარისხიცა გარდაიქცევა მისთვის ჯვარად. რა სახით? ესრეთ, რომელ იგი პატივსა მისსა და დიდსა ხარისხსა მოიხმარს არა თავის განსაცხრომელად და სანუგეშოდ, არამედ ღვთისმსახურებისათვის; იგი შეიყვარებს სიმართლესა და ყოველ საქმეში იქმნება მართლმსაჯული და ჭეშმარიტების მეძიებელი. ხოლო ვინაითგან ამ სოფელს არ უყვარს სიმართლე, უთუოდ რომ მრავალი მწუხარება და განსაცდელი უნდა მოითმინოს მან სიმართლისათვის, ერთი სიტყვით, არ შეიძლება, რომ ამ ქვეყანაში, ქრისტეს სჯულის მოყვარემან, თვინიერ ჯვარის აღებისა განატაროს ცხოვრება თვისი. ღმერთმან ყოველს კაცს თავისი ჯვარი დაუნიშნა:

ყოველი იგი მოღვაწება, განსაცდელი, მწუხარება, იწროება, რომელი შეგემთხვევა შენ, მიმავალსა შემდგომად ქრისტესა, უკეთუ იგინი მიიღე სიმდაბლით და მოითმინე სულგრძელებით, მიგეთვლება შენ ვითარცა ქრისტეს ჯვარის ზიდვა. ყოველი იგი მოღვაწება, განსაცდელი, მწუხარება

ჯვარი, ძმანო ქრისტიანენო, ძველსა დროებასა შინა იყო ის მახვილი, რომლითაცა დასჯიდნენ სჯულის გარდამხდომელთა კაცთა. ჯვარის აღება, ანუ ჯვარის ზიდვა საღმრთო წერილის ენაზედ ნიშნავს ყოველსა მას შრომასა, იწროებასა, ჭირსა და განსაცდელსა, რომელნი უნდა მოითმინოს ქრისტეს სჯულის აღმასრულებელმან კაცმან. ჯვარი, ძმანო ქრისტიანენო, ძველსა დროებასა

„რომელსა უნებს სულისა თვისისა განრინება, წარიწყმიდოს იგი“ (მარკ. 8.35) – იტყვის უფალი სახარებასა შინა. თუ დაგეზარა, ძმაო, შრომა, მოღვაწება, თავის უარისყოფა, თუ გსურს განრინება ყოველთა ამათ სიმძიმეთაგან, მაშინ შენ წარსწყმედ სულსა შენსა. ხოლო თუ გსურს ცხოვნება, დაიწყე საქმე მით, რომ წარწყმიდო შენ შორის ყოველი, რაიცა არის შენდა სასიამოვნო და მზაკვარი: „რომელმან წარიწყმიდოს სული თვისი ჩემთვის, გინა სახარებისა, მან აცხოვნოს იგი“ (მარკ. 8. 35) რომელსა უნებს სულისა თვისისა განრინება

„არა არს კურნება ხორცთა ჩემთა, პირისაგან რისხვისა შენისა; არა არს მშვიდობა ძვალთა ჩემთა, პირისაგან ცოდვათა ჩემთასა. უსჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და ტვირთი მძიმე დამიმძიმდა ჩემზედა. შეყროლდეს და დალპეს წყლულებანი ჩემნი პირისაგან უგუნურებისა ჩემისა; დავგლახაკდი და დავმდაბდი ფრიად, თეძონი ჩემნი აღივსნეს ნაგვემთაგან“ – ესრეთ ხმობდა ოდესმე დავით წინასწარმეტყველი. თუ დავით წინასწარმეტყველი ამას იტყოდა თავის თავზე, რაღა უნდა ვსთქვათ ჩვენ, ასწილ უწმინდურესთა და უცოდვილესთა. „ფერხთა, ვიდრე თავამდე, არა არს მის შორის სიმრთელე“ – ხმობდა ისაია წინასარმეტყველი ურიათა ზედა – „ყოველივე წყლული, ნაგვემი გასივებული, არა არს სალბუნი დასადებად, არცა ზეთი, არცა შესაკერავი“. ვინ იცის, თუ ამაზე უარესს არ იტყოდა იგი ჩვენზედ, რომ გაეშინჯდა ჩვენი მდგომარეობა. არა არს კურნება ხორცთა ჩემთა, პირისაგან

წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |

1