სულიერი მდელო - ციტატები, გამონათქვამები სულიერი მდელო, წიგნი, ციტატები, ამონარიდები
|
ციტატები, ამონარიდები, გამონათქვამები
ღატაკებს შეუძლიათ, სხვა ღატაკებისათვის ითხოვონ, გაუნაწილონ მათ თავიანთი პური, იშრომონ მათთვის, დაეხმარონ ავადმყოფობის, გასაჭირის, დევნის ჟამს.
მოწყალებიდანაც მიეცი სხვებს მოწყალება
თუ ბევრი გაქვს, ბევრი გაეცი; თუ ცოტა გაქვს, სიამოვნებით გაუნაწილე ის ცოტა ღარიბებს
როცა გაჭირვებულს რაიმეს აძლევ, შენი სახის მხიაული გამომეტყველება უნდა უსწრებდეს შენს მიერ მიცემულს, მისი მწუხარება კი კეთილი სიტყვებით ანუგეშე.
თუ პურს მწუხარე გულით აძლევ, პურსაც დაკარგავ და ჯილდოსაც
სიხარულით გაცემა მეტს ნიშნავს, ვიდრე - ბევრის გაცემა
მხოლოდ ის მოწყალებაა ჭეშმარიტი, რომელიც სიხარულით გაიცემა
გულითადი დამოკიდებულების გარეშე აღსრულებული მოწყალების საქმე იგივეა, რაც - სხეული სულის გარეშე.
თუ შენ არ შეგიძლია, ძმას დაეხმარო, უფალს სთხოვე მისი შეწევნა
მოწყალება ის კი არ არის, რომ მხოლოდ ფული მისცე, არამედ ის, რომ ქრისტიანული გულმოწყალებით მისცე.