მოყვასთან ურთიერთობის მაღალი კულტურის მიღწევა
მსოფლიო ორად გაიყო და ბზარმა ჩემს გულზე გაიარა
ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავებულობის, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე დიდი ხარვეზი იქნება დაშვებული პიროვნების ჩამოყალიბებაში. ნუ დავივიწყებთ...
იხილეთ სრულად
ცხოვრება გვიჩვენებს, რომ რწმენის, სიყვარულის, თავმდაბლობის, თავშეკავებულობის, კეთილმოსურნეობის, თავაზიანობის, სხვისთვის ჭირში თანადგომის უნარის აღზრდის გარეშე დიდი ხარვეზი იქნება დაშვებული პიროვნების ჩამოყალიბებაში. ნუ დავივიწყებთ, რომ თუნდაც ერთი მოზარდის ნაკლოვანებები განსაზღვრულ პირობებში შეიძლება ხასიათის საშიშ თვისებებად იქცეს და გამოუსწორებელი ზიანი მოუტანოს საზოგადოებას.
link
ასეთი ადამიანი შორსაა ყოველგვარი კულტურისაგან
განა კულტურული შეიძლება ეწოდოს პიროვნებას, რომელსაც შეუძლია სხვას ზიანი მოუტანოს? რომელმაც ცოდნა იმისთვის შეიძინა, რომ უფრო კარგად დაწეროს ცილისმწამებლური, ანონიმური წერილები, რომ უფრო მოხერხებულად დაუგოს მახე მოყვასს, დასცინოს და...
იხილეთ სრულად
განა კულტურული შეიძლება ეწოდოს პიროვნებას, რომელსაც შეუძლია სხვას ზიანი მოუტანოს? რომელმაც ცოდნა იმისთვის შეიძინა, რომ უფრო კარგად დაწეროს ცილისმწამებლური, ანონიმური წერილები, რომ უფრო მოხერხებულად დაუგოს მახე მოყვასს, დასცინოს და შეურაცხყოს იგი. ასეთი კაცი თავის ვიწრო ეგოიზმშია ჩაკეტილი, უსაზღვროა სიმდიდრისადმი მისი ლტოლვა და ყოველდღიური ზრუნვა მიწიერ სიკეთეთა მოსაპოვებლად;
link
კულტურას ასე განყოფენ: მატერიალური (აქ იგულისხმება ცხოვრების პირობები, ჩაცმულობა, იარაღი, შეიარაღება, ძვირფასეულობა და ა.შ.), სულიერი; მასში შედის: რელიგია, ენა, ჩვეულებანი, ზნეობა, ცოდნა, ლიტერატურა, ხელოვნება... და საზოგადოებრივ...
იხილეთ სრულად
კულტურას ასე განყოფენ: მატერიალური (აქ იგულისხმება ცხოვრების პირობები, ჩაცმულობა, იარაღი, შეიარაღება, ძვირფასეულობა და ა.შ.), სულიერი; მასში შედის: რელიგია, ენა, ჩვეულებანი, ზნეობა, ცოდნა, ლიტერატურა, ხელოვნება... და საზოგადოებრივი კულტურა ანუ სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური, საზოგადოებრივი ფორმები და კანონები...
link
ადამიანის გარდაქმნა მხოლოდ ადამიანის ხელთაა
უსულოდ ნებისმიერი მიღწევა ფასს კარგავს
ქრისტეს ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა სამღვდელოების ერთიანობა. წმ. კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: "მსოფლიო ეკლესია ერთია, განუშორებელი და განუყოფელია. ამიტომ უნდა გაერთიანდეს ყველა მღვდელთმთავარი ერთ მთლიანობაში". სხვაგა...
იხილეთ სრულად
ქრისტეს ეკლესიის ერთ-ერთი ძირითადი თავისებურებაა სამღვდელოების ერთიანობა. წმ. კვიპრიანე კართაგენელი ამბობს: "მსოფლიო ეკლესია ერთია, განუშორებელი და განუყოფელია. ამიტომ უნდა გაერთიანდეს ყველა მღვდელთმთავარი ერთ მთლიანობაში". სხვაგან იგივე წმიდა მამა წერს: "ეს მთლიანობა მტკიცედ უნდა დავიცვათ ჩვენ, ეკლესიის თავში მდგომმა ეპისკოპოსებმა, რათა ვაჩვენოთ, რომ თვით ეპისკოპოსები ერთნი და განუყოფელნი არიან..."
link
უკიდურესობები არაფერში არ ვარგა, მით უმეტეს, აზროვნებაში. ამ სფეროში უკიდურესობებს მივყავართ ან ფანატიზმამდე, ან ფსევდო-ლიბერალიზმამდე. ორივე გადახვევაა ჭეშმარიტებიდან და, ამდენად, მიუღებელიც.