რასაც ქარიშხალი აკეთებს ჰაერში, იგივეს იქმს მრისხანება გონებაში. ქარიშხალი ჰაერს აღელვებს, მრისხანება კი - გონებას. ქარიშხალი ხშირად ამუქებს ჰაერს, მრისხანება კი, არცთუ იშვიათად, გონებას აბნელებს. ამისაგან ყველაზე ნიჭიერი, გონიერი...
იხილეთ სრულად
რასაც ქარიშხალი აკეთებს ჰაერში, იგივეს იქმს მრისხანება გონებაში. ქარიშხალი ჰაერს აღელვებს, მრისხანება კი - გონებას. ქარიშხალი ხშირად ამუქებს ჰაერს, მრისხანება კი, არცთუ იშვიათად, გონებას აბნელებს. ამისაგან ყველაზე ნიჭიერი, გონიერი ადამიანები მრისხანების წუთებში ხშირად ცდებოდნენ და ისე მსჯელობდნენ, რომ შემდეგ რცხვენოდათ.
მოყვასის მიმართ მრისხანებით აღვსილი ყოველთვის უმეტესად საკუთარ თავს აზიანებს, ვიდრე - მის მიმართ მიყენებულ წყენას ითმენს. ამიტომ ჭეშმარიტად გონიერი ადამიანები უმეტესწილად მოთმინებით იტანენ მათ მიერ მიყენებულ უსიამოვნებებს. "ფიცხი ...
იხილეთ სრულად
მოყვასის მიმართ მრისხანებით აღვსილი ყოველთვის უმეტესად საკუთარ თავს აზიანებს, ვიდრე - მის მიმართ მიყენებულ წყენას ითმენს. ამიტომ ჭეშმარიტად გონიერი ადამიანები უმეტესწილად მოთმინებით იტანენ მათ მიერ მიყენებულ უსიამოვნებებს. "ფიცხი კაცი სიბრიყვეს ჩადის, ავისმზრახველი კი საძულველია" (იგავნ. 14, 17).
სამეფოზე გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე - საკუთარ მრისხანებაზე. გმირები, რომლებიც გამარჯვებულად აქცევენ მეფეებს, საკუთარი მრისხანების მონები ხდებიან. ამიტომ წმიდა წერილი ხალხზე გამარჯვებულთან შედარებით საკუთარ მრისხანებაზე გამარჯვ...
იხილეთ სრულად
სამეფოზე გამარჯვება უფრო ადვილია, ვიდრე - საკუთარ მრისხანებაზე. გმირები, რომლებიც გამარჯვებულად აქცევენ მეფეებს, საკუთარი მრისხანების მონები ხდებიან. ამიტომ წმიდა წერილი ხალხზე გამარჯვებულთან შედარებით საკუთარ მრისხანებაზე გამარჯვებულს ანიჭებს უპირატესობას. "სულგრძელი კაცი მამასც სჯობს, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს". - ბრძანებს სოლომონი (იგავნ. 16, 32).