95. სხეულს შემსჭვალული სული მყისვე წუხილითა და გემოთმოყვარეობით ბნელდება და წარიწყმიდება, ეს წუხილი და გემოთმოყვარეობა კი თითქოსდა სითხეებია სხეულისა (აქ იგულისხმება, რომ როგორც სხეულებრივი სითხეები იწვევენ ფიზიოლოგიური დუღილის პრ...
იხილეთ სრულად
95. სხეულს შემსჭვალული სული მყისვე წუხილითა და გემოთმოყვარეობით ბნელდება და წარიწყმიდება, ეს წუხილი და გემოთმოყვარეობა კი თითქოსდა სითხეებია სხეულისა (აქ იგულისხმება, რომ როგორც სხეულებრივი სითხეები იწვევენ ფიზიოლოგიური დუღილის პროცესს, ამგვარადვე სულიერი ვნებებიც, კერძოდ წუხილი და გემოთმოყვარეობა, სითხეებივით იწვევენ სულის დუღილსა და მშფოთვარებას). რაც შეეხება ღვთისმოყვარე გონებას, საწინააღმდეგოს მოქმედებს იგი, რადგან ამწუხრებს სხეულს და გამოიხს...
94. გონება სული არ არის, არამედ საბოძვარი ღვთისა, სულის მხსნელი. ღვთისსათნო გონება წინ მიურბის სულს და მოძღვრავს მას, რომ, ერთი მხრივ, მოიძაგოს წუთიერნი, ნივთიერნი და ხრწნადნი, მეორე მხრივ კი, შეეტრფოდეს საუკუნო, უხრწნელ და უნივთ...
იხილეთ სრულად
94. გონება სული არ არის, არამედ საბოძვარი ღვთისა, სულის მხსნელი. ღვთისსათნო გონება წინ მიურბის სულს და მოძღვრავს მას, რომ, ერთი მხრივ, მოიძაგოს წუთიერნი, ნივთიერნი და ხრწნადნი, მეორე მხრივ კი, შეეტრფოდეს საუკუნო, უხრწნელ და უნივთო სიკეთეებს, ისე რომ, სხეულით მავალი ადამიანი, ამავე დროს, გონების გზით შემცნობი და განმჭვრეტი იყოს იმ ყველაფრისა, რაც ზეცაშია, ღვთის გარშემოა; სწორედ ამგვარი ღვთისმოყვარე გონებაა ადამიანის სულისთვის ქველმოქმედი, მისი ცხ...
93. სიცოცხლე ესაა გონების, სულისა და სხეულის ერთობა და თანაშერთვა, სიკვდილი კი არის არა თანაშერთულთა მოსპობა, არამედ დარღვევა მათი კავშირისა, რადგან ღვთისგან ნარჩუნდება ყველა მათგანი რღვევის შემდეგაც.
92. ჩვენმა ღმერთმა ზეცაში მყოფთ უკვდავება მიჰმადლა, ამქვეყნად მკვიდრთ კი ცვალებადობა შეუქმნა. ყველაფერს სიცოცხლე და მოძრაობა მიანიჭა მან, მაგრამ ყველაფერი ეს - ადამიანისთვის. ამიტომაც, ნუ მიგიტაცებს ამქვეყნიური ზმანება ეშმაკისა, უ...
იხილეთ სრულად
92. ჩვენმა ღმერთმა ზეცაში მყოფთ უკვდავება მიჰმადლა, ამქვეყნად მკვიდრთ კი ცვალებადობა შეუქმნა. ყველაფერს სიცოცხლე და მოძრაობა მიანიჭა მან, მაგრამ ყველაფერი ეს - ადამიანისთვის. ამიტომაც, ნუ მიგიტაცებს ამქვეყნიური ზმანება ეშმაკისა, უკეთურ ზრახვებს რომ შთაუგდებს სულს, არამედ მყისვე გაიხსენე ზეციური სიკეთენი და შენს თავს უთხარი: თუკი ვისურვებ, ჩემს ნებაზეა, რომ დავძლიო ეს შემოტევაც ვნებისა, ვერ დავძლევ კი, თუ პირიქით, იმას ვისურვებ, რომ შევისრულო ჩემე...
91. ბოროტება ბუნებას თან ახლავს, როგორც ჟანგი სპილენძს და ჭუჭყი სხეულს, მაგრამ არც სპილენძის ოსტატს შეუქმნია ჟანგი, არც მშობლებს - ჭუჭყი. ამგვარადვე, არც ღმერთს შეუქმნია ბოროტება. პირიქით, მისცა მან ადამიანს ცოდნაც და განსჯაც, რომ...
იხილეთ სრულად
91. ბოროტება ბუნებას თან ახლავს, როგორც ჟანგი სპილენძს და ჭუჭყი სხეულს, მაგრამ არც სპილენძის ოსტატს შეუქმნია ჟანგი, არც მშობლებს - ჭუჭყი. ამგვარადვე, არც ღმერთს შეუქმნია ბოროტება. პირიქით, მისცა მან ადამიანს ცოდნაც და განსჯაც, რომ გაჰქცეოდა იგი ბოროტებას, ეცოდინებოდა რა, რომ ივნებდა და გაიტანჯებოდა მისგან. ამიტომაც, შენც ფხიზლად ჭვრიტე, რათა არ მოხდეს ისე, რომ ძალაუფლებითა და სიმდიდრით ბედნიერი ადამიანის დანახვაზე ეშმაკისგან მოხიბლულმა ნეტარჰყო ი...
90. კეთილმსახურებით მცხოვრები ადამიანი არ ანებებს უკეთურებას, რომ მის სულში შემოაღწიოს, ხოლო როდესაც მასში ბოროტება არ არის, სულით უსაფრთხოდ და უვნებლად ჰგიეს იგი; ვერც მრუდე ეშმა, ვერც ბედისწერა (აღნიშნული ტერმინი ნიშნავს "წინასწ...
იხილეთ სრულად
90. კეთილმსახურებით მცხოვრები ადამიანი არ ანებებს უკეთურებას, რომ მის სულში შემოაღწიოს, ხოლო როდესაც მასში ბოროტება არ არის, სულით უსაფრთხოდ და უვნებლად ჰგიეს იგი; ვერც მრუდე ეშმა, ვერც ბედისწერა (აღნიშნული ტერმინი ნიშნავს "წინასწარგანსაზღვრულობას, ბედისწერას")ვერ იპყრობს ამგვართ, რადგან ღმერთი უკეთურთაგან განარიდებს მათ და ცხოვრობენ ისინი უვნებელნი, დაცულნი, ღვთისმსგავსნი. თუნდაც რომ ვინმემ შეაქოს ამგვარი კაცი, დასცინებს იგი თავის თავში თავის მე...
89. ბოროტება ნივთის ვნებაა, მაგრამ ამის მიზეზი ღმერთი როდია, რომელმაც მიჰმადლა ადამიანებს მცოდნეობა, მეცნიერება, სიკეთისა და ბოროტების განსჯის უნარი, თვითუფლებრივობა. ბოროტების ვნებათმშობელი ადამიანთა უღვაწობა და მცონარებაა, ღმერთ...
იხილეთ სრულად
89. ბოროტება ნივთის ვნებაა, მაგრამ ამის მიზეზი ღმერთი როდია, რომელმაც მიჰმადლა ადამიანებს მცოდნეობა, მეცნიერება, სიკეთისა და ბოროტების განსჯის უნარი, თვითუფლებრივობა. ბოროტების ვნებათმშობელი ადამიანთა უღვაწობა და მცონარებაა, ღმერთს კი ბრალი არანაირად არ დაედება. ეშმაკებიც ხომ ნებელობითი არჩევანით გახდნენ ბოროტნი, ისევე როგორც ადამიანთაგან უმრავლესნი.
88. ისინი, რომლებიც ძალადობით ცდილობენ წუთიერი სიმდიდრის ფლობას და უყვართ სწრაფვა უკეთური საქმეებისკენ, უმეცარნი არიან რა სიკვდილისა და საკუთარი სულის წარწყმედისა (ამასთან, ვერც ჭვრეტენ მათთვის სასარგებლოს ეს უბადრუკნი), არ იაზრებ...
იხილეთ სრულად
88. ისინი, რომლებიც ძალადობით ცდილობენ წუთიერი სიმდიდრის ფლობას და უყვართ სწრაფვა უკეთური საქმეებისკენ, უმეცარნი არიან რა სიკვდილისა და საკუთარი სულის წარწყმედისა (ამასთან, ვერც ჭვრეტენ მათთვის სასარგებლოს ეს უბადრუკნი), არ იაზრებენ, სიკვდილის შემდეგ როგორ ტანჯავს ადამიანს უკეთურება.
87. ჭეშმარიტი ადამიანი იმას ცდილობს, კეთილმსახური იყოს, ხოლო კეთილმსახური ისაა, ვისაც არ სურს რაიმე უცხო, ადამიანისთვის კი უცხოა ყველაფერი, რაც ქმნილებაა. ამიტომ, ყოველივეს მოიძაგებს იგი როგორც ღვთის ხატად მყოფი, ხოლო ღვთის ხატი მ...
იხილეთ სრულად
87. ჭეშმარიტი ადამიანი იმას ცდილობს, კეთილმსახური იყოს, ხოლო კეთილმსახური ისაა, ვისაც არ სურს რაიმე უცხო, ადამიანისთვის კი უცხოა ყველაფერი, რაც ქმნილებაა. ამიტომ, ყოველივეს მოიძაგებს იგი როგორც ღვთის ხატად მყოფი, ხოლო ღვთის ხატი მაშინ ხდება, მართლად როს იღწვის და ღვთისთვის სათნოდ, მაგრამ არ ძალუძს ამგვარი გახდეს, თუ ამქვეყნიურს არ განუდგება. ღვთისმოყვარე გონების მქონემ იცის მთელი ის სულიერი სარგებლობა და ღვთისმოსაობა, მისგან რაც ქმნილა. ღვთისმოყვ...
86. ღვთის შესახებ მოფიქრალი კეთილმსახური იყავ: უშურველი, სახიერი, კეთილგონიერი, მდაბალი, ძალისამებრ გამცემი, გულღია, კამათის არმოყვარე და სხვა ამგვარი, რადგან სწორედ ესაა წარუპარველი განძი სულისა - ღმერთს ვესათნოოთ ამათ მიერ; ამას...
იხილეთ სრულად
86. ღვთის შესახებ მოფიქრალი კეთილმსახური იყავ: უშურველი, სახიერი, კეთილგონიერი, მდაბალი, ძალისამებრ გამცემი, გულღია, კამათის არმოყვარე და სხვა ამგვარი, რადგან სწორედ ესაა წარუპარველი განძი სულისა - ღმერთს ვესათნოოთ ამათ მიერ; ამასთან, ნურავის განვსჯით და ნუ ვიტყვით ვინმეს შესახებ, რომ ეს ვიღაც ბოროტია და რომ სცოდა მან; უმჯობესია, მოვიძიოთ ჩვენი სიავე და ჩვენვე ვსაჯოთ ჩვენი საქმე, არის კი იგი სათნო ღვთისა, რადგან ჩვენთვის რა, თუკი ვინმე უკეთურია