წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) - ციტატები, გამონათქვამები წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი) |
დიდია ის კაცი, რომელიც გინებას სიხარულით აიტანს, ხოლო წმინდა და პატიოსანია, ვინც ქებას უვნებელი გადაურჩება.
სიმშვიდე არის სულის უცვლელი მდგომარეობა როგორც პატივის, ასევე უპატიობის მიღებისას.
ცოდვილთა განკითხვისგან თავს შეიკავებ, თუ ყოველთვის გემახსოვრება, რომ იუდა ქრისტეს მოწაფეთა კრებულში იყო, ავაზაკი კი - მკვლელთა; მაგრამ ერთ წამში მათში სასწაულებრივი გარდასახვა მოხდა.
ვინც თავს აღიმაღლებს ბუნებრივი ნიჭებით, ანუ - გონებამახვილობით, მიხვედრილობით, მჭევრმეტყველებით, სწრაფი მოსაზრებულობით და სხვა მონაცემებით, რომელიც ღვაწლის გარეშე აქვს მიღებული, ის ვერასოდეს მიიღებს ზეგარდმო მადლს, რამეთუ მცირეში ... იხილეთ სრულად
ჩვენს დაცემამდე დემონები ღმერთს კაცთმოყვარედ წარმოგვიდგენენ, დაცემის შემდგომ კი - შეუწყნარებლად
ის კი არ წარმოაჩენს თავმდაბლობას, ვინც საკუთარ თავზე ცუდს ამბობს, არამედ ის, ვისაც სხვისგან ყვედრების შემდეგ მისი სიყვარული არ შეუმცირდება
მოიხურე შენი სენაკის კარები, დახურე სხეულის კარიც - ბაგეები ენის დასაცავად და შინაგანი კარები - ბოროტი სულებისაგან. სიმაღლეზე მჯდომმა (მდგომარეობა, როცა ყურადღება გულზეა გამახვილებული) უყურე საიდან, რა რაოდენობით მოდიან ქურდები შე... იხილეთ სრულად