ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
შვილნო ჩემნო, ღვთისადმი სიყვარულის გამო გთხოვთ, წამითაც არ შეწყვიტოთ ლოცვა, დაე, ბაგენი თქვენნი გამუდმებით ჩურჩულებდნენ იესოს სახელს – იგია ეშმაკის დამთრგუნველი და მისი ყველა ხრიკის დამარღვეველი. მოუკლებლად უხმობდეთ შემწეობისთვის ქრისტეს და ისიც მეყსეულად, მთელი გულმოდგინებით გამოეშურება თქვენს დასახმარებლად.
როგორც გავარვარებულ რკინას ვერ მიუახლოვდები და შეეხები, ასევე ვერ გაეკარებიან დემონები სულს, რომელიც იესო ქრისტეს ლოცვით არის გამთბარი. მასთან მიახლოებისას მათ დაწვავს ღვთაებრივი ცეცხლი – სახელი ღვთისა.
მლოცველი ნათელს ეზიარება, ვინც არ ლოცულობს – გონება ებინდება. ლოცვა
მომწოდებელია საღმრთო ნათლისა. ამიტომ, ყოველ კეთილად მლოცველ ადამიანს განანათლებს და მასში სულიწმიდა იმკვიდრებს.
თუ სასოწარკვეთილება, გულგრილობა, მცონარება და მსგავსი რამ მოგვიახლოვდება, ვილოცოთ მოშიშებით, ტკივილით და გონების სიფხიზლით და საღმრთო მადლის წყალობით სასწაულებრივად მოგვეცემა სასოება და სიხარული.
შეუძლებელია, მლოცველმა ადამიანმა ვინმეს მიმართ ბოროტი ჩაიდოს გულში, არ მიუტეოს რაიმე შეცდომა. ეს ყველაფერი ერთიანად იბუგება, როდესაც ადამიანი იესოს ლოცვის ცეცხლს მიეახლება.
ვინ სძლია ეშმაკს? მან, ვინც საკუთარი უძლურება, ვნებები და ნაკლი შეიცნო. ის, ვისაც საკუთარი თავის შეცნობის ეშინია, შორს დგას ცოდნისაგან და არაფერი უყვარს ისე, როგორც სხვათა შეცდომების დანახვა და მათი განკითხვა. სხვებში ის ვერ ხედავს ნიჭებს, არამედ მხოლოდ - ნაკლს. თავის თავში კი ნაკლს ვერ ხედავს, არამედ მხოლოდ - ტალანტებს. და ეს ჭეშმარიტი დანაკარგია, რომელსაც განვიცდით ჩვენ, მერვე (ბერი მერვე საუკუნეს უწოდებს ბოლო ჟამს) საუკუნის ადამიანები, ერთმანეთის ნიჭებს რომ არ ვაღიარებთ. ერთი ბევრ რამესაა მოკლებული, მაგრამ მრავალს ყველაფერი აქვს. ის, რაც ერთს აქვს, არა აქვს მეორეს. და თუ ამას ვაღიარებთ, დიდ სიმდაბლეს ვიძენთ, რადგან პატივს ვცემთ და განვადიდებთ ღმერთს, რომელმაც მრავალფერად შეამკო ადამიანები და აჩვენა უთანასწორობა ყველა თავის ქმნილებაში. არა ისე, როგორც უკეთური ადამიანები დაჟინებით ცდილობენ თანასწორობის შემოღებას, ამახინჯებენ რა ღმრთის ქმნილებას. უფალმა ყოველივე სიბრძნით ქმნა.
ამიტომ, ჩემო ჩვილო, სანამ ჯერ კიდევ დასაწყისია, იზრუნე, რომ კარგად შეიცნო საკუთარი თავი, რომ მტკიცე საფუძვლად სიმდაბლე დადო. იზრუნე, რომ მორჩილება ისწავლო, იესოს ლოცვა მოიხვეჭო: "უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე" - დაე შენს სუნთქვად იქცეს
თემა: საკუთარი თავის შეცნობა, თავმდაბლობაავტორი: იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო: მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა
"ეძიებდით და ჰპოოთ" (მათე 7, 7; ლუკა 11, 9). რა უნდა ვეძიოთ? რა და ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა. ის ღვთის მადლით გვეძლევა, მაგრამ ჩვენი შრომაც აუცილებელია. რას მოითხოვს შრომა? ახლოსმყოფი ღმრთის მუდმივ ხსოვნას და შეგრძნებას. ამის მისაღწევად, გვირჩევენ მივეჩვიოთ იესოს ლოცვას: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე," და უწყვეტად ვიმეოროთ ღვთის მიმართ, რომელსაც გულში ან მის სიახლოვეს უნდა ვგრძნობდეტ. დადექი ყურადღებით გულში უფლის პირის წინაშე და თქვი: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი," - და არსებითად, სხვა არაფერი მოგეთხოვება... უმთავრესი ღვთისადმი გონებით და გულით ლოცვაა. ამასთანავე იცოდე, რომ გონებრივი ლოცვა არის ღვთის წინაშე დგომა არამარტო გონებით, არამედ სულთქმით, ხოლო იესოს ლოცვა: "უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე"... არის სიტყვიერი, გარეგანი ლოცვა.
ასეთი გზით ღვთის ხსოვნა გონებაში დაგიმკვიდრდება, ხოლო ღვთის ბრწყინვალება, როგორც მზე - სულში. დადე ცივი საგანი მზეზე, ის შეთბება. ასევე თბება სული ღვთის ხსოვნით, რადგან ღმერთი გონიერი მზეა, ხოლო თუ რა იქნება შემდგომში, თავად დაინახავ.
თავიდან იესოს ლოცვის უწყვეტ გამეორებას რომ მიეჩვიო, შრომაა საჭირო... დაიწყეთ და აზრებით უფალთან იყავით. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება...
თემა: იესოს ლოცვა, ლოცვაავტორი: წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
იესოს ლოცვა იმეორე, რადგან მისი ძალა უდიდესია
მხოლოდ გარეგნული ლოცვა საკმარისი არაა. ღმერთი გონებას აკვირდება, ამიტომ ის მონაზვნები, რომლებიც გარეგან ლოცვას შინაგანთან არ აერთებენ, არსით მონაზვნები არ არიან. განსაზღვრება ძალზედ სარწმუნოა! მონაზონი "განმარტოებულს" ნიშნავს. ვინც თავის თავში არ განმარტოებულა და საკუთარ თავში არ ჩაღრმავებულა, ასეთი მოღვაწის გონება უცილობლად იმყოფება ურიცხვი აზრების გნიასისა და ამბოხის შუაგულში, ყოველთვის თავისუფლად რომ ბრუნავს მის თავში, ხოლო თვითონ კი სნეულივით, ყოვლად უსარგებლოდ ამ ქაოსში დაეხეტება. ადამიანის საკუთარ თავში განმარტოება მხოლოდ ყურადღებიანი ლოცვის მაშვეობით, უპირატესად კი, ყურადღებიანი იესოს ლოცვის მეშვეობით აღესრულება.
უვნებლობის, სიწმიდის, ანუ რაც იგივეა, ქრისტიანული სრულყოფილების მიღწევა გონებრივი ლოცვის გარეშე შეუძლებელია: ამ საკითხში ყველა მამა ერთმანეთს ეთანხმება.
ჭეშმარიტი ლოცვის გზა ვიწროც არის, თუკი მოღვაწე მასზე შინაგანი ადამიანის მოღვაწეობის სურვილით შეაბიჯებს. როდესაც ის ამ გზის მართებულობას, აუცილებლობას და ცხოვნების შესაძლებლობას შეიგრძნობს, ანუ როცა შინაგან საუნჯეში შრომა ყველაზე სასურველი შეიქნება, მაშინ მისთვის ასევე სასაიამოვნო გახდება შეჭირვებული ცხოვრების გარეგნული წესი, რომელიც შინაგანი მოღვაწეობის სავანეს და საცავს წარმოადგენს.
მუდმივად იმეორეთ იესოს ლოცვა ბაგითა და გონებით!
ამიტომაც არ გვაქვს ლოცვის სურვილი და მოთმინება!
სატანის დაპირისპირება და ლოცვის წინააღმდეგ ბრძოლა თვალსაჩინოს ხდის, თუ რაოდენ კარგი, სულიერი და ნაყოფიერია იესოს ლოცვა. ვერ ვაცნობიერებთ, თუ რა დიდ მოგებასა და სარგებელს მივიღებთ ამ ლოცვისგან, ამიტომაც არ გვაქვს ლოცვის სურვილი და მოთმინება.
თემა: ლოცვა, მოთმინება, ეშმაკი, დემონი, იესოს ლოცვაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
ლოცვა სამი დიდი მტრის დამარცხებაში გვეხმარება!
ვიმეოროთ იესოს ლოცვა და სასწაულთმოქმედი უფალი ჯერ ჩვენს აურაცხელ ცოდვებს მოგვიტევებს, შემდეგ კი თავისი მადლით შეგვეწევა სამი დიდი მტრის – ხორცის, სოფლისა და ეშმაკის – დამარცხებაში. გარდა ამისა, ლოცვა ღვთისმიერი სიხარულისა და მშვიდობის მომნიჭებელია.
თემა: მადლი, სულიერი ბრძოლა, იესოს ლოცვაავტორი: ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
წყარო: მამობრივი დარიგებანი
ლოცვის ზებუნებრივი ნაყოფია მოკრებილი ყურადღება და სითბო. მისი მიღწევა ყველას შეუძლია. ამ ლოცვის აღსრულებაც ხელეწიფება ყველას, როგორც მონაზონს, ასევე ერისკაცსაც.
ეს არ არის რაიმე ამაღლებული საქმიანობა, არამედ უბრალოა და იესოს ლოცვაც, თავისთავად რაიმე სასწაულის ჩამდენი არაა, არამედ, როგორც ყველა სხვა ლოცვა, სიტყვიერია და აქედან გამომდინარე, გარეგანი. მაგრამ მას ძალუძს გონიერ და გულისმიერ ლოცვაში გადაიზარდოს... ყველაფერი ეს ბუნებრივად წარიმართება. ხოლო რაც მადლისაგანაა, მას ლოდინი სჭირდება, მას ასეთი საშუალებით ვერავინ მიიღებთ.
რასაც თქვენ გწერდნენ, უპირველესად ვნებებისაგან აუცილებელი განწმენდის შესახებ ეს კი მარტივი ლოცვაა... თუმცაღა მასაც ძალუძს აღყვანა ლოცვის მაღალ საფეხურამდე.
წარმატებით რომ წარიმართოს ეს საქმიანობა, საჭიროა ყოველთვის, როცა მას იწყებთ, ყველაფერი მიატოვოთ, გული ყველაფრისაგან გაათავისუფლოთ და ყურადღების არეში არ შეაჩეროთ არანაირი სახე, საქმე თუ ნივთი. ყველაფერი უნდა განიდევნოს. ლოცვა არც სხვა დროს მიატოვოთ. როგორც კი დროს გამოძებნით, მაშინვე ილოცეთ ამ წესის დაცვით.
ღვთისმსახურების დროს თვალყური ადევნეთ მსახურებას... ყურადღებით დადექით ისევ იქ, სადაც იდექით იესოს ლოცვის აღსრულებისას, ხოლო თუ რაიმე გაუგებრად იკითხება ან იგალობება, მაშინ აამოქმედეთ ეს ლოცვა.
თემა: იესოს ლოცვა, ლოცვაავტორი: წმ. თეოფანე დაყუდებული
წყარო: გონებრივი ღვაწლი. იესოს ლოცვის შესახებ
საშინელ შხამს უწოდებენ მამები ასეთ გულისსიტყვას!