მამობრივი დარიგებანი - ციტატები, ამონარიდები
შვილო, შევიყვაროთ თავმდაბალი აზროვნება. თუ უფალს ჩვენი სიშიშვლის გამო შევებრალებით, ცოტაოდენი ლოცვის უნარს მოგვცემს და ჩვენს სულს ღვთაებრივი სამოსით შემოსავს. მაშინ უნდა გავფრთხილდეთ, რომ არ დავსვაროთ იგი დაუდევრობით, ამპარტავნები... იხილეთ სრულად
სრული მორჩილება აღასრულე. მორჩილება სიმდაბლის ნაშობია, ხოლო შეპასუხება, კამათი, ურჩობა ამპარტავნებისგან იშვება. მონაზონს უნდა სძულდეს ეს, როგორც საკუთარი სულის შეგინების მიზეზი.
ლოცვაში უპირველესად ითხოვე, რომ ღმერთმა სიმდაბლე მოგმადლოს. ამ თხოვნაში სიჯიუტე გამოიჩინე, რადგან ჭეშმარიტი სიმდაბლის გარეშე ვერაფერს მიაღწევ ისეთს, რაც სასყიდლის ღირსი იქნება.
ჭეშმარიტი სიმდაბლის გარეშე ვერაფერს მიაღწევ ისეთს, რაც სასყიდლის ღირსი იქნება.
შვილო, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „რაი გაქუს, რომელი არა მიგიღებიეს? ხოლო უკუეთუ მიგიღებიეს, რასა იქადი, ვითარცა არა მიღებულსა?“ (1 კორ. 4, 7) „არაწმიდა არს წინაშე უფლისა ყოველივე მაღალი გულითა“ (იგავ. 16, 5), ამიტომ, შვილო, ამ... იხილეთ სრულად
გაიხსენე, როდესაც უფალი დიდებისა ადამიანად იშვა, როგორი თავმდაბლობა გვიჩვენა და ლანძღვა, ცილისწამება და ჯვარი სიმდაბლით დაითმინა. ასევე ყველა წმინდანმა სამაგალითო სიმდაბლე აჩვენა, ამ გზით განიწმინდნენ და დაგვიმოწმეს, რომ სხვა მაცხ... იხილეთ სრულად
რაც დაგამდაბლებს, იმისკენ ისწრაფე, თუნდაც გტკიოდეს და სული ამოგდიოდეს. შენი ტკივილის დასასრული ღვთის ლოცვა-კურთხევა და უმაღლეს სათნოებაში – სიმდაბლეში – წინსვლა იქნება.
შვილო, ყველაფრის არსი ერთია: ეცემი ამპარტავნების სულისგან, მისი დების – ცუდადმზვაობრობისა და თავმოწონებისგან და მათი თანაშემწეების – ბილწი და გმობის გულისსიტყვებისგან.
იცოდე, შვილო, ძნელია ამპარტავნების სულთან გამკლავება, ცუდადმზვაობრობის სული კი ბევრთავიანი და ეკლიანია; როგორც არ უნდა შემოაბრუნო გულისსიტყვა ან ცხოვრების წესი, ყველგან ეკალივით წინ დაგხვდება. თუ ასეა, რა უნდა ვქნათ? დასამდაბლებლა... იხილეთ სრულად
ცუდადმზვაობრობის საშინელ ვნებაზე ღირსი იოანე კიბისაღმწერელი ამბობს: „უკეთური იგი [ცუდადმზვაობრობა] ვიდ... იხილეთ სრულად