მოჩვენებითი კმაყოფილება, რომელსაც ჩვენ ვნებები გვანიჭებენ, სხვა არაფერია, თუ არა ცრუ საკვები, რომელიც უფრო მეტ შიმშილსა და უძლიერეს წყურვილს აღაგზნებს ჩვენს სულში და ვერასოდეს აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს. როგორც მოგზაური, მოტყ...
იხილეთ სრულად
მოჩვენებითი კმაყოფილება, რომელსაც ჩვენ ვნებები გვანიჭებენ, სხვა არაფერია, თუ არა ცრუ საკვები, რომელიც უფრო მეტ შიმშილსა და უძლიერეს წყურვილს აღაგზნებს ჩვენს სულში და ვერასოდეს აკმაყოფილებს მის მოთხოვნილებებს. როგორც მოგზაური, მოტყუებულილ მოჩვენებებით, რომლებიც ხშირად ჩნდებიან აღმოსავლეთის უდაბნოში, ხედავს წინ ამწვანებულ ბორცვებსა და მბრწყინავ წყაროებს, მიახლოებისთანავე უნაყოფო და უწყლო ველებად რომ გადაიქცევიან, ასევე ყოველი ცოდვილი თავისი სურვილე...
მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული სპილენძის გველის ყურება, რომელსაც ქრისტეს ჯვრის ძალა ჰქონდა, სწრაფად კურნავდა შხამიანი გველით დაგესლილებს; ასევე სინანული, რწმენა და ჯვარცმული იესოს ლოცვა სწრაფად კურნავს ვნებიანი აზრების შხამიანი შთა...
იხილეთ სრულად
მოსეს მიერ უდაბნოში აღმართული სპილენძის გველის ყურება, რომელსაც ქრისტეს ჯვრის ძალა ჰქონდა, სწრაფად კურნავდა შხამიანი გველით დაგესლილებს; ასევე სინანული, რწმენა და ჯვარცმული იესოს ლოცვა სწრაფად კურნავს ვნებიანი აზრების შხამიანი შთაბეჭდილებებით დასნებოვნებულ სულს.
ზრახვებით მოწევნული განსაცდელის ჟამს მტკიცედ და ოხვრით ილოცე: - "უფალო შემიწყალე!", - "უფალო, ნუ დამტოვებ", "ღმერთო შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე" (ფს. 69, 1). და ამის მსგავსად და ზრახვები ვერ დაგჯაბნიან.
ზრახვა ცოდვილი ქმედების სიტკბოებას წარმოადგენს, შენ კი იფიქრე ღვთის მცნებებზე, რომლებიც ასეთ საქციელს გიკრძალავს, - იმ სამწუხარო შედეგებზე, სადამდეც მიჰყავს ცოდვით ხანმოკლე ტკბობას, - და ზრახვაც განგეშორება.