წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, ამონარიდები
ნუ გასცემ პასუხს ადამიანს კითხვაზე, ეს ქვეყანა უსასრულოა თუ არა. თუ ქვეყანას ბორცვიდან გადმოხედავ, მართლაც აქვს დასასრული, სხვა სიმაღლიდან კი ბოლო არ უჩანს.
სულით გლახაკია ის განსწავლული, რომელიც ნიუტონის მსგავსად აღიარებს, რომ მისი უცოდინრობა ცოდნას უსასრულოდ აღემატება.
სულიერი სიგლახაკე და გულის შემუსვრილება უგონიერესთა თვისებაა, ეს არის ღვთაებრივი სიდიადის წინაშე საკუთარი არარაობის გაცნობიერება.
ცოდნას, რომელიც აღმოსავლეთში აღმოცენდა, ადამიანი ღმერთთან მიჰყავს, მაშინ როცა დასავლეთში არც თუ ისე იშვიათად ცოდნა მას ღვთისგან განაშორებდა.
ჩვენი გრძნობების სიმრავლე, ჩვენი აზრების სიმრავლეს ბევრად აღემატება. ჩვენ უფრო მეტად ვგრძნობთ, ვიდრე ვაზროვნებთ.
განერიდეთ ასტროლოგიას. იგი თავისი არსით ბრმა ფატალიზმია. ქრისტიანული სწავლების მიხედვით ადამიანი ვარსკვლავებზე მაღლა დგას.