წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, ამონარიდები
მომაკვდინებელი სნეულება ცოდვათაგან განწმენდის საშუალებაა. მრავალს მან ცხონება მოუტანა. უფალიც და საკუთარი თავიც ბევრმა სასიკვდილო სარეცელზე შეიცნო.
ტრაგედიას შეუძლია დათრგუნოს სული, მოკლას იმედი, დააუძლუროს რწმენა, მაგრამ შეუძლია ადამიანზე იმავე ძალით სასიკეთოდ იმოქმედოს.
როგორც კვდება სხეული, როცა მას სული დატოვებს, ასევე კვდება სული, როცა მას სულიწმიდა განეშორება.
არსებობს სამი რამ, რაზეც აჩქარებით არ უნდა იმსჯელო: ღმერთზე, ვიდრე რწმენაში არ განმტკიცდები; სხვის ცოდვებზე, ვიდრე საკუთარს არ გაიხსენებ; ხვალინდელ დღეზე, ვიდრე განთიადს არ იხილავ.
რად უღირს ადამიანს ეს სოფელი, თუ მას მალე უნდა განეშოროს და გაქრეს, როგორც ზმანება.
ორი საპირისპირო სულის გავლენა, ღვთაებრივისა და დემონურის, ყველაზე ნათლად ადამიანზე აისახება. ადამიანი ერთისა და მეორის კულმინაციაა. ჰეროდია და იოანე - აი, ადამიანური ბუნების ორი უკიდურესობა.