წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, ამონარიდები
ადამიანი შეიძლება იყოს დიდი სახელმწიფო მოღვაწე, სახელგანთქმული მხედართმთავარი, გამოჩენილი ხელოვანი, მაგრამ სარწმუნოებაში, სასოებასა და სიყვარულში განმტკიცებულ მოღვაწეს ვერავინ შეედრება.
თუ ისეთი წმინდანი ვერ გახდები, როგორიც იყო ღირსი ანტონი, ხელს მაინც ნუ ჩაიქნევ და ნუ იტყვი: "ჩემგან არაფერი გამოვა". გაისარჯე და განამრავლე შენი ტალანტი. "სახლსა მამისა ჩემისასა სავანე მრავალ არიან", (იოანე 14.2) - ბრძანა მაცხოვარ... იხილეთ სრულად
მართლმადიდებელი მონაზვნისთვის სიფრთხილე და ყურადღება ღვაწლია. მოღვაწის სული ფხიზელი უნდა იყოს, რომ განსაცდელი დროზე იგრძნოს, გამოიცნოს, საიდან და ვისგან ემუქრება იგი.
მას, ვინც უფლის მცნებებს არ აღასრულებს, წმინდა ადგილი და სამღვდელო ხარისხი ვერაფერს არგებს. მეფური დიდებით გარემოცული საული განდევნილ იქნა, დავითმა კი გვირგვინი მოიხვეჭა. იუდა, ერთ-ერთი მოციქულთაგანი, ჯოჯოხეთში შთავარდა. ცდება ის,... იხილეთ სრულად
ჩვენში ჩვეულებად იქცა, რომ მღვდელმსახურის უმძიმეს ტვირთს ზერელე ადამიანები იღებენ თავის თავზე. მღვდელმსახურება დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. მათი მომზადების დონე კი აუცილებელზე ბევრად დაბალია, და მათი გონებრივი მონაცემები და სული... იხილეთ სრულად
მღვდელმსახურის ცხოვრება ჩვენთვის სიკეთის ან ბოროტების მაგალითია. კეთილკრძალული ცხოვრებით მღვდელმსახური სახარებას ადასტურებს, უკეთური ცხოვრებით კი მას უარყოფს. ისე არავის ძალუძს დაამოწმოს ან უარყოს სახარებისეული ჭეშმარიტება, როგორც... იხილეთ სრულად
უფალმა თავისი ტანჯვით ჩვენი ტანჯვა შეამსუბუქა. მისი ტანჯვა გამარჯვებით დასრულდა. უფალს შეუძლია გამარჯვებისთვის ჩვენც გაგვამხნევოს. იგი სიმართლისთვის ევნო. ჩვენ კი საკუთარი ცოდვების გამო ვისჯებით. უფლისათვის ტანჯვა არავის შეუმსუბუქ... იხილეთ სრულად
როდესაც თავს ბედნიერად ვგრძნობთ, ღმერთი ნაკლებად გვახსოვს, მისი სიტყვები დავიწყებას ეძლევა. მაგრამ საკმარისია უბედურება თავს დაგვატყდეს, რომ უმალ შევღაღადებთ ღმერთს და მას შემწეობას ვთხოვთ. უბედურების ჟამს ღვთის მცნებები თაფლზე უტ... იხილეთ სრულად
სად პოვებს ადამიანი თავის ტანჯვის მიზეზს: საკუთარ თავში, თავის მშობლებში თუ გარშემომყოფ ადამიანთა შორის. გონიერი ადამიანისთვის დამახასიათებელია, ტანჯვის დასაბამი და მიზეზი, უპირველესად საკუთარ თავში მოიძიოს. უგუნური კი სხვათა დადა... იხილეთ სრულად