წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) - ციტატები, ამონარიდები
სატანურ ლოგიკას ჩვენ ზეციური ლოგიკა უნდა დავუპირისპიროთ; სატანურ სიცრუეს - ჭეშმარიტება; მის ღვთისმგმობელობას - უფლისა და ადამიანისადმი სიყვარული; ამპარტავნებასა და ქედმაღლობას კი - სიმდაბლე და მორჩილება.
თავისმოყვარეობა სიყვარული არ არის, იგი სნეულებაა; ამასთან ფრიად მძიმე, რომელსაც სხვა უძლურებანიც თან ახლავს. თავისმოყვარე ადამიანი შურით აღსავსეა მათ მიმართ, ვინც უპირატესია, უფრო მდიდარი, განათლებული და ადამიანთა შორის მეტი პატივ... იხილეთ სრულად
გამოცდილება მოწმობს, რომ ზოგიერთი ამქვეყნად წარჩინებული ადამიანი ღვთის წინაშეც ჩინებული იყო. იყვნენ მეფენი, თავისი ღვაწლით უფალს რომ სათნო ეყვნენ, და იყვნენ ადამიანები, ყოველგვარ ძალაუფლებას მოკლებულნი, მთელი სიცოცხლის განმავლობაშ... იხილეთ სრულად
ღმერთი ზოგჯერ დაამცირებს და გააკოტრებს ამპარტავანს, ვისაც ჰგონია, რომ მისი კეთილდღეობა ბოლომდე უზრუნველყოფილია.
ამპარტავანი სხვებს ასწავლის ჭკუას, თავად კი მათგან რჩევასაც არ მიიღებს. თავმდაბალს არა აქვს სხვისი განსწავლის სურვილი, მას თავად სურს სხვისგან მიიღოს რჩევა-დარიგება.
არავინ, თვით უფალიც კი, ამაყ ადამიანს არ განსწავლის, არავის ანიჭებს სიამოვნებას ისეთი ადამიანის განსწავლა, რომელსაც მიაჩნია, რომ ყველაფერი იცის.
ზოგჯერ მორწმუნე და კეთილი ადამიანი მეტისმეტად თვითდაჯერებული ხდება. ამას სიამაყე მოსდევს, სიამაყეს კი სხვა მრავალი ბოროტება. ამიტომ საკუთარი თავის მიმართ მუდმივი ყურადღება გვმართებს.
რა აზრი აქვს სიკეთეს, თუ ამპარტავანი ხარ და სხვებს შეურაცხჰყოფ? ცოდვასთან ნაზიარები სათნოება ფასს კარგავს. ეს იგივეა, რძეში მწარე ნაღველი რომ გავურიოთ.
ამპარტავნება უგუნურების პირმშოა, დაბინდული გონების ნაყოფი, შედეგი დემონებთან მაცდური კავშირისა.
ამპარტავანნი სატანის მორჩილნი არიან, სხვებს ძარცვავენ და ქონებას განამრავლებენ, საკუთარ ძალაუფლებას განამტკიცებენ, განავრცობენ სახელმწიფო საზღვრებს, საბოლოოდ კი ყველაფერს კარგავენ და წუთისოფელს გაღატაკებული ტოვებენ.